აღარ მეშინია!!!
შიში – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთოხების სურვილს (ფსიქოლოგიის ენციკლოპედია)
დღევანდელი მსოფლიო ფობიებშია ჩართული. Bბუნებრივია, ამ პროცესს არც საქართველო ჩამორჩება, მაგრამ ჩვენთან არსებობს ფობიების ისეთი ფორმა, რომელიც განვითარებული მსოფლიოსათვის სასაცილოა, ასე მაგალითად: საქართველოში არსებობს თანამდებობის დაკარგვის ფობია (რომელიც ხშირად პანიკაში გადადის); არჩევნების სამართლიანად ჩატარების შიში; საწინააღმდეგო აზრის მოსმენის შიში და უამრავი სხვა.
შიში როდის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და პირველად რისი შემეშინდა სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს, თუმცა, კარგად მახსოვს, რომ ბნელი ღამის და აჩრდილების შიში კარგა დიდხანს მქონდა. დღეს არც ერთის აღარ მეშინია, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ უშიშარი ვარ, რადგან მე, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, 21-ე საუკუნეში ხმის ამოღების და სიმართლის თქმის შიში მაქვს!!!
როდესაც დემოკრატიის ღირებულებებზეა ლაპარაკი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის წინა პლანზე დგას, მაგრამ, რატომღაც, საქართველოში ასე არაა, ანუ საქართველოში ან დემოკრატიას აქვს პრობლემა, ანდა ყველაფერი მართლა ისე კარგადაა, როგორც დავით კიკალიშვილის “პ.ს”-ში ჩანს.
ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ვერ, ან არ ახდენს საკუთარი მოღვაწეობის დაქვემდებარებას სამართლის ცივილიზებულ ფორმებთან, აუცილებლად გადაიქცევა რეპრესიების გამტარებელ მექანიზმად. ეს კარგად აჩვენა ფ.კაფკამ თავის რომანში `პროცესი~ (საერთოდაც, შიშს მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს). შიში, რომელიც ადამიანებისა და კაფკას გმირების უმრავლესობას მოიცავს, თავიდან ბოლომდე არაჰუმანურია. Eეს არის შიში მონსტრი – დანაშაულებრივი სახელმწიფოებრიობის, გიგანტური სოციალური სხეულის მქონე ლევიათანის მიმართ, რომლებიც პიროვნებას გასრესით ემუქრება. ეს სიტუაცია საოცრად გავს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას. ხელისუფლება ცხოვრების ყველა სფეროზე ცდილობს მონოპოლიის დამყარებას და ამ ყველაფერს დაშინების საშუალებით მეტ-ნაკლებად აღწევს კიდეც.
დიქტატურული რეჟიმის დროს ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა გამუდმებით შიშის და ტერორის ქვეშ ამყოფოს, რათა მათ საწინააღმდეგო აზრის გამოვლენის საშუალებო მოუსპოს. ამასთან ერთად, ბუნებრივია, დაშინებული და დატერორებული მასის მართვა გაცილებით იოლია, ვიდრე მასისა, რომელმაც იცის, რომ კანონი იცავს და მხოლოდ კანონისა ეშინია.
1984 წელი გაერომ ჯორჯ ორუელის “1984”-ის წლად გამოაცხადა. ამ ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს ერთი წინადადედება - “დიდი ძმა გვითვალთვალებს”. ხალხს, რომელიც ამ წარმოსახვით ქვეყანაში ცხოვრობს, სჯერა, რომ დიდი ძმა მუდამ მათ გვერდითაა, ცხოვრების ყველა სფეროს უყურებს და აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი საკუთარ ქცევას აკონტროლებენ და აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც `დიდი ძმის” განრისხებას არ გამოიწვევს. ეს არა მხოლოდ ამ ნაწარმოების, არამედ ნებისმიერი დიქტატურული რეჟიმის თანმდევი პრობლემაა. ასეთ საზოგადოებას ყოველგვარი წინააღმდეგობრივი უნარ დაკარგული აქვს და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც `დიდი ძმა” მოაწვდის, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იჯერებს, ასეთ დროს ხელისუფლება, ადამიანს, ვინც ხალხს სიმართლეს ეუბნება, მოღალატედ და მტრის მოგზავნილად აცხადებს (როგორ არ მინდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანასთან ანალოგიას ვერ გავექეცი), რომელსაც კეთილმოწყობილი ქვეყნის გავერანება დაუსახავს მიზნად, ბუნებრივია, ზემოთხსენებული დაშინებული მასა ხელისუფლებას კვერს უკრავს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უჯერებს
საქართველო არსებობის მანძილზე მუდამ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, მაგრამ ქართველების შეუპოვრობის წყალობით მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც წესი, საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრებოდა და არა ქართველობას. დღეს საფრთხე ორივეს ემუქრება. ყოველივე ფონზე ჩნდება კითხვა: არის დრო, რომ გვეშინოდეს?!
27მაისს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ამ შიშის დასამარცხებლად. 27 მაისს, მე ვიყავი იმ ათასობით ადამიანის გვერდით და მათთან ერთად მეც გამიჩნდა მომავლის იმედი.
პ.ს. აღარ მეშინია!!!
No comments:
Post a Comment