Thursday, June 28, 2012

ღირსება აყრილი ღირსების ორდენი


`ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთლეობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის,, ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.გდამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პრლამენტის დადგენილებით~. (საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების-ორდენებისა და მედლების დებულება)   

საქართველოში, ღირსება ყოველთვის ადამიანის პირონულ თვისებად ითვლებოდა, მაგრამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მუდამ ცდილობდნენ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამინები რაიმე ჯილდოთი დაეჯილდოვებინათ. თუ ეს ადრე აზნაურის ან თავადის ტიტულის მინიჭება იყო დღეს არსებობს ორდენები, რომლებიც ამა თუ იმ ადამიანს განსაკუთრებული წვლილსთვის გადასცემენ.დ 
1992 წლის პარლამენტის დადგენილებით ერთ-ერთ უმაღლეს ორდენად ღირსების ორდენი იქნა შემოღებული. ღირსების ორდენის არსებობის მანძილზე ათიათასზე მეტი ადამიანია ამ ორდენის კავალერი. არსებობის მანძილზე მხოლოდ ორი შემთხვევა იყო როდესაც ორდენზე უარი განაცხადეს. პირველი ეს იყო ცნობილი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის მიერ უარის თქმა ორდენზე და მეორე აჭარის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის მიერ (სამწუხაროდ მისი სახელი და გვარი ვერსად მოვიძიე)უკვე მიღებული ორდენის უკან დაბრუნება მას შემდეგ რაც ის მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკას გაემიჯნა. 
ჶ ღირსების ორდენის ისტორიაში ყველაზე დიდი ლაქა მაინც 2007 წლის შემოდგომაა, როდესაც მუსიკოს ზუმბას მიერ შექმნილ სიმღერაზე `გამარჯობა აფახაზეთო შენი~ კლიპი გადაიღეს და კლიპში მონაწილე ყველა მომღერალს ღირსების ორდენი დაკიდეს. ამ ერთი შეხედვით არაფრის მთქმელმა ფაქტმა საბოლოოდ აყარა ნამუსი ღირსების ორდენს. ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის, მიუღებელია `პლეიბოის~ მიერ გაშიშვლებულ ადამიანს ღირსების ორდენის კავალერი ერქვას და კახელი გლეხს, რომელსაც გაჭრვებამ აიძულა საკუთარი ხელით ვენახი აეჩეხა-მოღალატე, მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა და შესაბამისად გასაკვირიც არაფერია. 
ღირსების ორდენი ნელ-ნელა სკოლის მედალს ემსგვასება, რომელსაც მასაწავლებლის შვილს გარანტირებული ქონდა, ოღონდ ორდენის შემთხვევაში საჭიროა ერთ კონკრეტულ პარტიასთან იყო შეხმატკბილებული და ორდენსაც ჩამოგკიდებენ და ამ ორდენისთვის განკუთვნილ პრემიასაც (რომელიც 1000 ლარს საგრძნობლად აღემატება) დაუბეგრავად მოგცემენ. 
ფაქტია ღირსების ორდენი ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას. ამიტომაცაა, რომ `გამოგონებლებმა~ უკვე დაიწყეს ახალი ორდენების გამოგონება. მაგალითად `ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი~, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარესს ილია II გადასცა და დააყოლა, რომ პირველი ვინც ეს ორდენი მიიღი პატრიარქი იყო, მარამ რატომღაც დაავიწყდა, რომ იმავე დილით უკვე ათამდე ადამიანი ყავდა დაჯილდოვებული. 
ნოდარ დუმბაძის გენიალური პერსონაჟი ბერძენი იანგული ამბობს: `სამშობლო მარტო გულზე დაწერილი ტექსტი არაა ის უფრო შიგნით და ღრმადააო~, ასეა ღირსების ორდენიც - კავალერობა მარტო მედლის გულზე ჩამოკიდება არაა, განა ამ ორდენის კავალერი დიანა ღურწკაია არ იყო აგვისტოს ომის შემდეგ რუს ჟურნალისტებთან ქართველებზე არც თუ კორექტულად რომ ილაპარაკა? ამიტომაა რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ უნდა ხდებოდეს სახლემწიფო ჯილდოების ჩამორიგება, თორემ ბოლოს ისე მოხდება, რომ ღირსების ორდენი ყველას გვეკიდება! 
პ.ს. ამ ყველაფრის მერე თუ მაინც ვინმე დარჩა ღირსების ორდენის მსურველი, მარტივი რეცეპტს შემოგთავაზებთ - მიდიხართ აეროპორტში და ბილეთების გამყიდველს ნაზი ხმით ეუბნებით: ორი ბილეთი სოხუმამდე (ნუ შეგაშინებთ გამყიდველის გაოცებული სახე, რომელსაც თქვენ გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი აუცილებლად შეეპარება) და სახლში უკვე ღირსების ორდენის პოტენციური კავალერი ბრუნდებით. 
პ.ს.ს.  სტატია უკვე დაწერილი მქონდა როდესაც ეს წერილი მივიღე: 
` დავით აღმაშენებლის სახელობის, ვახტანგ გორგასლის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები, მედალი მხედრული მამაცობისათვის, მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ დიდი ხნის ავდმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღირსების ორდენი და იმედოვნებენ, რომ შემდეგი არცერთი მათგანი არ იქნება და ზეციურ საქართველოში არ მოუწევთ მასთან შეხვედრა. 

No comments:

Post a Comment