"უდღეური" ირაკლა
კარგად
მახსოვს 2003 წლის 21 მარტი იყო, ირაკლი
რომ გავიცანი. გაცნობა იყო იმ დროისათვის
დამახასიათებელი – ორი გამოწვდილი ხელი შეეხო ერთმანეთს და ორმა პირმა წარმოთქვა
მხოლოდ თითო-თითო სიტყვა:
- ლადო;
- ირაკლი;
ეს იყო და ეს. ასე ერთი შეხედვით მარტივად დავიწყეთ ნაცნობობა (უმადური ვიქნები, თუ აქ ბატონ ზურაბ გაფრინდაშვილს არ ვახსენებ, რადგან სწორედ მის დაბადების დღეზე მოხდა ეს ამბავი – გმადლობ ზურა!)
ძალიან მალე გავხდით განუყრელი მეგობრები, განვიცდიდთ, რომ იმ დროს დამკვიდრებული ტერმინი `ტრუსიკის ძმაკაცები~ არ შეგვეფერებოდა, ამიტომაც `პლავკის ძმაკაცებს~ ვუწოდებდით ჩვენ თავებს. თავზე გამახსენდა – ირაკლი ყოველთვის დამცინოდა და დამცინის ჩემ დიდ თავზე, რის გამოც ჩემ ნორჩ გულს აყენებს უდიდეს მორალურ ტრავმას, სამაგიეროდ მის ნორჩ გულს უხარია – ჰოდა გაიხაროს!
გაცნობიდან ძალიან მალე (სადღაც ერთ საათში), ირაკლიმ პირველად დამამარცხა სმაში. მოყოლებული ამ დღიდან ამაოდ ვცდილობ ანგარიშის შემცირებას მაინც, მაგრამ ჩემი ყოველი მცდელობა ისეთი კრახით სრულდება, რომ მეორე დღეს ფეისბუქის ჩემ გვერზე, სტატუსად ერთი სიტყვა ჩნდება – ვკვდები!!!
2003 წლის ოქტომბერში ირაკლის ცხოვრებაში მოხდა ის რასაც ამ წუთამდე ნანობს(ასე ამბობს თორემ დარწმუნებული ვარ რომ უხარია), მისი ერთ-ერთი ნათლია გავხდი მე (დღემდე მაბრალებს, რომ შევეტენე, არადა მხოლოდ პირსახოცის, სანთლის და ჯვრის ყიდვა შევთვაზე და ეს შეტენევაა?).
უნდა ვაღიარო რომ ირაკლის აქვს თანდაყოლილი ერთგულების და მეგობრობის ნიჭი. ძაღლი რომ არ შეექმნა ღმერთს მაშინ ასეთი გამოთქმა იქნებოდა – ირაკლისავით ერთგულიაო.
ჩვენ ერთად ვიყავით პატრიოტთა ბანაკში (თუმცა დიდი ძებნის მიუზედავად იქ პატრიოტები ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ ვნახეთ: ახალციხელი ომარი და რუისელი რობო)ვარციხეში და საგარეჯოში (საჯაროდ ვუხდი ბოდიშს რომ წალენჯიხაში უნამუსოდ მარტო წავედი, რისთვისაც ღვთისგან სასჯელი მივიღე წალენჯიხელი კოღოების სახით). თამამად ვიტყვი, რომ ირაკლი ჩასვლისთანავე ხდებოდა ის ღერძი, რომლეზეც დანარჩენი ათი დღე ტრიალებდა ბანაკი. სიამაყით, ვიტყვი, რომ ირაკლისთან ერთად ვიყავი მეც
ბანაკში ყოფნის მესამე დღეს ფული შემოგველია (მართალია თავიდანვე არ წაგვიღია, მაგრამ უცხო ხალხში ხო მარ ვიტყოდით?ჰოდა მესამე დღემდე არ ვამბობდით და მესამე დღეს გავამხილეთ რომ აღარ გვქონდა), ძალიან მარტივად მოვიპოვეთ გიტარა და ბანაკის ცენტრში სულ რაღაც ხუთი სიმღერის შემდეგ იმდენი ვიშოვნეთ, რომ დარჩენილი დღეები ხინკალი და ლუდი არ მოგვიკლია.
სხვათაშორის ირაკლი და მე დღემდე ვრჩებით იმ ერთადერთ ადამიანებად რომლებსაც სურამში, რკინის წყალთან გიტარის დაკვრით ფული გვაქს ნაშოვნი.
საგარეჯოს ბანაკში უკვე გაზრდილები ვიყავით, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ ჩვენზე პატარებისათვი ჯოკრის მასტერ-კალსები ჩაგვეტარებინა. . . ვაღიარებ კარგი ლუდი იყო
როგორც ყველა ქართველმა ჩვენც ჩვენი ბედ-იღბალი ქართველთა თავშესაფარს, თბილისს დავუკავშირეთ (სამწუხაროა, რომ მან დღემდე არ დაგვიკავშირა, ვინმე გიგი უგულავაში გაგვცვალა).
ულამაზესი პერიოდი იყო სტუდენტობა. თავისი პრობლმებით (რომელზეც ახლა მართლა გეცინება), წყენით და სიხარულით, ცუდით და უფრო მეტი კარგით. და რა თქმა უნდა იყო რომანტიული თავგადასავლები როგორც წესი ირაკლი ყოველთვის გამოირჩევოდა სიტუაციის სწორი ანალიზის უნარით (ჩემგან განსხავვებით), ალბათ სწორედ ამის გამო ათენა ჩემზე ცოტა ღამე, თუმცა როდესაც მე ვათენებდი მან ყოველთვის იცოდა და მზად იყო ჩემთვსი მოესმინა. ჩემო ირაკლა შენ შეიძლება ვერც ხვდბოდი იმ უბრალო მოსმენით როგორ მეხმარებოდი ხოლმე, არ მახსოვს რო გავემტყუნებინე არა იმიტომ რომ მართალი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ იმდენად ერთნაირები ვართ რომ ხვალ თვითონ შეიძლებოდა იგივე გაეკეთებინა და ჩემი არ გამტყუნება ერთგვარ პრევენციას წარმოადგენდა.
როცა დავოჯახდი მგონი ჩემზე მეტად ირაკლის უხაროდა, სამაგიეროდ მე ვიყავი ყველაზე ამაყი, რომ ჩემ ქორწილს მსოფლიოში ყველაზე მაგარი თამადა ყავდა, რომელსაც არც ლექსი შეშლია და არც სიტყვა პასუხი.
მახსოვს ნენე, რომ დაიბადა სურამში იყო, მკურნალობდა და იწვა. ტელეფონში ეტყობოდა, რომ გიჟს გავდა ისე უნდოდა ჩემსგვერდით ყოფნა, რაღა დავმალო და მე უფრო გიჟს ვგავდი ისე მინდოდა ირაკლის გვერდით ყოფნა.
ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა რომ ჩემი ოჯახის წევრია ირაკლი, ჩემები ჩემზე მეტად ირაკლის ენდობიან. ხშირად ჩემი თავიც ჩაუბარებიათ ირაკლისათვის (აი ის თავი ზემოთ რომ ვთქვი დიდი მაქვს მეთქი).
რამდენიმე დღის წინ ჩემთან დარჩა და ჩემ გვანცას ასეთი რამე შევთავაზე – მე, რომ მოვკვდე ირაკლი იდარდებს, ირაკლის რომ რამე მოუვიდეს მე, ჰოდა როცა დავიძინებთ გაზი ღია დატოვე მეთქი ორი პრობლემა გადაიჭრებოდა, მაგრამ გვანცაში ჰუმანიზზმა იძალა ამის დასტური ზემორე ტექსტია
იმდენი რამის დაწერა მინდა კიდე, რომ გადავწყვიტე აქ დავამთავრო.
პ.ს. სათაურში მოყვანილი `უდღეური~ ცუდად არ მიიღოთ, მე და ირაკლი ამ სიტყვით მხოლოდ იმათ მივმართავთ ვინ გვიყვარს!!!

No comments:
Post a Comment