![]() |
სტახანოვი |
ხუმრობა იქით იყოს და ქვეყანაში მშენებლობა, რომ მიდის მაგაზე გასახარებელი რა შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისათვის, რომელსაც ქვეყნის განვითარება უხარია, მაგრამ როგორც ყველა მედალს ამ საქმესაც აქვს მეორე მხარე - რა ხარისხით მიდის მშენებლობა?! არის თუ არა უსაფრთხოების ელემენტარული ზომები დაცული? და კიდევ უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხი ან საერთოდ არ აქვს ან თუ აქვს, მხოლოდ სავალალო შედეგის შემდეგ.
დღეს ჩვენი ქვეყანა თავს იწონებს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობით, მიმზიდველ გარემოში რა თქმა უნდა სამშენებლო ბიზნესიც იგულისხმება, სადაც რეალურად რომ ვთქვათ აქტიურობა შეიმჩნევა, მაგრამ 70% პროცენტი სახელმწიფოს მიერ დაკვეთით მიმდინარეობს (გზების, პოლიციეს შენობების, სპორტდარბაზების და ა.შ), რომელიც დათქმულ ვადაში აუცილებლად უნდა გაიხსნა არ აქვს მნიშვნელობა დასრულებულია თუ არა, ცხონებული სტახანოვი, რომ მოსწრებოდა ამ ამბავს ისიც კი უარს იტყოდა ასეთი ტემპით მუშაობაზე.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სისწრაფე საქმეს ვნებს. რომი პირველი იმპერატორი არც ნატოში შეყვანას პირდებოდა რომაელებს და არც მსოფლიოში საუკეთესო საავადმყოფოების მშენებლობით მოქონდა თავი, მაგრამ ძლიერი რომი კი დაუტოვა მემკვიდრეებს, ჰოდა ამ დალოცვილმა ოქტავიანე ავგუსტუსმა, გარდა ზემოთხსენებულ ძლიერი რომისა მემკვიდრეებს ერთი შეგონება დაუტოვა - Fესტინა ლენტე. – რაც ჩვენ ენაზე ასე ითარგმნება – იჩქარე ნელა. ამ ყველაფრის ფონზე ისმის კითხვა - გვეჩქარება სადმე? ევროკავშირის კარები ჯერ არც გაღებულა, რომ დაკეტვის შიშით ავჩქარედეთ; არც წერეთელს დაუბარებია (ბუნებრივია გიგის არ ვგულისხმობ) – ე, ბიჭო მალე ქენითო, ნუთუ მაიას ტომის ხალხის წინასწარმეტყველების გვეშინია და 2012-ს ვუფრთხით და ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ თუ ქართველი ხალხის და 2013-ს? მე მგონი მეორე პასუხი უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან.
ჩემი მეგობერბი მეუბნებიან, რომ ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ და არავითარი წარმატება არ მომწონს და არ მიხარია, არადა მართლა გულით მიხარია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელო წარმატებაც კი, მაგრამ როგორ შეიძლება არ გავაკრიტიკო ბათუმის თეატრის დასრულებული (?!) მშენებლობა, როცა გახსნიდან რამდენიმე დღეში წყალი ჩამოვიდა; თბილისი აეროპორტი, რომელსაც ქარმა იმდენჯერ ახადა სახურავი და თბილისი-სტამბულის რეისით იმდენჯერ ჩამოიყვანეს თურქი მუშები, რომ ბოლოს ლამის შტატში აიყვანეს და ბორტგამცილებლებად გააფორმეს (გენიალური იყო მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კომენტარი – სახურავი იმიტომ აეხადა, რომ აეროპპორტ ქარზე არ იყო გათვლილიო(!!!));
მეორე პრობლემა რომელიც მშენებლობას მოყვება ამავე მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეხება, რომელთა დიდი უმრავლესობა არა ქართველია. არავის მიმართ არ გამაჩნია ზიზღი, არც რასისტი ვარ და უფრო მეტი არც შოვინისტი ვარ, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები ჩინელი და გნებავთ თურქი შავი მუშა რითაა ქართველზე მეტი? ნუთუ სახელმწიფო როდესაც კონტრაქტს დებს ამა თუ იმ უცხოურ ფირმასთან (ჯერ რატომ არ ვიყენებთ ქართულ სამშენებლო კომპანიებს ეგეც საკითხავია) არ შეიძლება, კონტრაქტში ჩაიწეროს, რომ მუშახელი აუცილებლად იქნება ქართველი. მესმის, რომ ჩინელები უფრო დაბალ ანაზღაურებას ითხოვენ, მაგრამ იმავე სახელმწიფომ მხოლოდ იმ ფირმასთან გააფორმოს კონტრაქტი რომელიც ქართველებს დაასაქმებს.
რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის რეაბილიტაცია ჩუნურმა კომპანიამ მოახდინა. რაც მართალია-მართალია დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივები იყვნენ, მაგრამ არ ქონდათ ელემენტარული სამუშაო პირობები, ხშირი იყო ჩაგვრის ფაქტებიც და კუთვნილი ხელფასის დიდი ხნით დაგვიანება, მაშინ როცა ჩინელ მუშებს სასათბურე პირობები ქონდათ შექმნილი. ეს ერთი მაგალითია მსგავსი კონკრეტული ფაქტის, ეს ყველაფერი თუ მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ საინვესტიციო გარემო მიმზიდველი იყო მაშინ პირველი მე ვამბობ უარს მიმზიდველობაზე. სახელმწიფო,რ რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე წინ სხვა ქვეყნის მოქალაქეს აყენებს, ასეთი სახელმწიფო ვერასოდეს აშენდება, რაც არ უნდა ბევრი გამჭირვალე შენობა, თეატრი თუ პარლამენტი ააშენოს, უფრო მეტიც ასეთი სახელმწიფოს დაქცევი პერსპექტივა უფრო ავქვს.
პ.ს. 2003წლამდე დაბნელენულ და მხოლოდ ამის შემდეგ განათებულ ქვეყანაში ჰესების მშენებლობა იწყება, რომლის დასრულების თარიღი უკვე თქვეს და ბუნებრივია ამ დროს დამთავრდება კიდეც. არ აქვს მნიშვნელობა სამშენებლო ვადები დაირღვევა თუ არა, მათავრია დათქმულ ვადაში დასრულდეს, არადა ჰესის აშენება ძალიან კარგია ქვენისათვის, მაგრამ მცირე პრობლემაც შეიძლება საუკუნო ტრაგედიად იქცეს...მეშინია!!!
No comments:
Post a Comment