სურამი – უპატრონო სამოთხე
საქართველო საკურორტო ზონების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მეტიც იმდენია რომ ბევრი დიდი ქვეყანა ინატრებდა, თუმცა ამ კურორტებიდან ერთ-ერთი სხვებისაგან გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, გეოგრაფიული მდებარეობით და...უპატრონობით!!!
სურამი როგორც მთლიანად სამხრეთ კვაკასიის ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური კლიმატური კურორტია. მის ჰავას და კლიმატს კი ბავშვთა და მოზარდთა სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ ბადალი არა ყავს. მიუხედავად ამისა სურამში უკვე წლებია კავკასიის არცერთი ქვეყნიდან არ ყოფილა დამსვენებელი, მაშინ როცა ბათუმისკენ მიმავალნი ჩვენი სომეზი და აზერბაიჯანელი მეზობლები სწორედ სურამის გავლით მიდიან, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მცირე რეკლამის ხარჯზე მათი არცთუ ისე მცირე ნაწილი 3-4 დღე მაინც გაჩერდებოდა სურამში, რაც ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ დიდი შეღავათი იქნებოდა მოსახლეობისათვის, მაგრამ სადაც ლაზიკა შენდება სურამი სახსენებელია?!
სურამი არასოდეს ყოფილა განებივრებული მაღალჩინოსანთა ყურადღებით, მაგრამ 2003 წლიდან მოყოლებული სურამის მიმართ სრული იგნორირებაა. ადრე არჩევნების დროს მაინც ახსენდებოდათ ხოლმე, მაგრამ ახლა ეს ტენდენციაც აღარაა (სიმართლისათვის უნდა ავღნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ საზეიმოდ გვაუწყა, რომ სურამში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყებოდა). სურამში ასეთი ხუმრობაც გავრცელდა, როცა პრეზიდენტი სადმე მიფრინავს და სურამის თავზე როცა მოხვდება დაბლა არ იყურებაო. ქართველ კაცს უთქვამს ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც ურევიაო.
როგორც ყველა ტერიტორიულ ერთეულს სურამსაც ყავს წარმომადგენელი პარლამენტში. დეპუტატი, საკმაოდ უფუნქციო ფიგურაა, მას მხოლოდ პრობლემის საჭირო ადგილამდე მიტანა შეუძლია. რაც შეეხება ხაშურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, არათუ სურამის პრობელმა, არამედ საერთოდ სურამიც კი არ უხსენებია პარალამენტის დარბაზში (შეიძლება თქვა და სწორედ იმ სხდომის ტრანსლაციას ვერ ვუყურე).
არადა პრობლემა უამრავია. ცენტარული გზის გარდა არსად დგას ნაგვის ურნა, მოსახლეობამ მთელი კვირა უნდა უცადოს ნაგვის მანქანას, ხოლო ერთი კვირა შენახული ნაგვის სურნელება კი მიხვდებით როგორიც იქნება;
გარდა ცენტრალური უბნებისა არსადაა მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები;
მოსაწესრიგებელია წყლის მიწოდების პრობლემა(თუმცა ზემოთ უკვე ვახსენე, რომ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი და ვიმედოვნებ, რომ მალე აღმოპიფხვრება ეს პრობლემა).
ცენტრალური გზის გარდა სურამში მეორე შემოვლითი გზაც არის, რომლის მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
სურამი ძირითადად ბავშვთა კურორტია, მაგრამ ვერსად ნახავთ თუნდაც ერთ თანამედროვე ატრაქციონს.
კრიტიკული მდგომარეობაა ბავშვთა დასასვენებელ პარკებში.
ამ ყველაფრის მოგავრება ადგილობრივი ხელისუფლებისაგან თითქმის შეუძლებელია, რადგან სურამს არ გააჩნი საკუთარი ბიუჯეტი რაც ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულს ხდის და შედეგიც სახეზეა.
ეს პრობლემების მხოლოდ ძირითადი ნაწილია. არსებობს ბევრი პრობლემა, რომელიც კერძო სექტორმა უნდა გადაჭრსა (თუნდაც დასასვენებლი სახლების კეთილმოწყობა, ატრაქციონები და სხვ.), მაგრამ საქართველოს სპეციფიკდან გამომდინარე თუ ხელისუფლების ნება არ იქნება ცაში ჩიტი ვერ გადაიფრენს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ გაივლის.
სურამის ყველაზე დიდი სიმდიდრე ჰაერია, რომლის წყაროც სურამში გაშენებული უნიკალური ნაძვნარია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ტყე ერთი კაცის ძალისხმევით გაშენდა, რომელიც ამავე ტყეშია დაკრძალული. მიხეილ მურვანიშვილის სახელს უკავშირდება კასპის, ბორჯომის და მცხეთის ტყეების გაშენებაც ავად სახსენებლი საბჭოთა პერიოდში იყო ჯილდო დამსახურებული მეტყევისათვის, რომელიც სწორედ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის იყო და საერთაშორის სტატუსაც ატარებდა. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში მომუშავეთა დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს ამ უდიდეს პიროვნებაზე, არადა მისი ღვაწლი მართლაც რომ ფასდაუდებელია, რატომ არ შეიძლება რომ ყოველ წელს სურამის ტყეში ჩატარდეს ღონისძიება სადაც ბუნების გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებენ ხალხს და ეს ღონისძიება სწორედ მიხეილ მურვანიშვილის სახელობისა იყოს. ეს სურამის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ისე, ცნობისათვის გარემოს დაცვის მინისტრყ სურამელია...
უკანსკნელი წლებია რაც ნაცინალური ტელეარხებით სურამის მიზანმიმართული შავიპიარი მიმდინარეობს. საეჭვო დამთხვევაა, რომ ზუსტად მაშინ როცა ე.წ. სკურორტო სეზონი იწყება გადის სიუჟეტების იმის შესახებ, რომ სურამში გავრცელდა სიმსივნური დაავადებები; სურამში მოიწამლა წყალი; სურამში მოდის მეწყერი, რომლის შეჩერბაც შეუძლებელია და ა.შ. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ მთელი წლის განმვალობაში სურამის ხსენებაა არაა არცერთ არხზე, დამეთანხმებით, რომ დამთხვევა საეჭვოა.
საქართველოში უკვე დაიწყო არარსებულ ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა(ალბათ გადამფერნ ფრიველებს ჭირდებათ აიდი ბარათი, თორემ ლაზიკაში რომ არავინ არ ცხოვრობს კი გეცოდინებათ), მაშინ როცა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტში ამდენი პრობლემაა, ხომ არ აჯობებს რომ ჯერ ამ ყველაფერს მიეხედესო და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ?!
დარწმუნებული ვარ უამრავი კრიტიკოსი გამოჩნდება ამ სტატიის გამო, ბევრი პირადად მეტყვის საყვედურს, ბევრი მამაჩემს ეტყვის (თუმცა მამაჩემი რა შუაშია ჩემ შეხედულებებთან არ ვიცი), მაგრამ ვწერ იმას რასაც ვხედავ და რაც მტკივა.
დარწმუნებული ვარ რომ ჩემ გულისტკივილს სწორად მიიღებთ და ბევრი გაიზიარებთ კიდეც. იმაშიც დარწმუნებული, ვარ რომ ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება ხელეწიფება იმათაც არანაკლებ უყვართ სურამი, მაგრამ რატომღაც თქმისაგან და საქმის კეთებისაგან თავს იკავებენ.
ამ სამაყროში ყველაფერი მოგვარებადია, მაგრამ უკვე გასული დროის დაბრუნება შეუძლებელია და ჯობს ყველა სურამელი დავფიქრდეთ სანამ ჯერ კიდევ დროა!!!
პ.ს. ამ ყველაფრის ფონზე მმართველი პარტია ყველა არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს. ეს ჩვენი - სურამლების მშიშრობაზე, ან გონებრივ დაჩლუნგებაზე ანდაც არჩევნების არაკანოინერად ჩატარებაზე მიუთითებს.
დარწმუნებით ვიტყვი, რომ არც მშიშრები ვართ სურამლები და არც გონებრივად ჩამოვრჩებით ვინმეს...
დროა დავფიქრდეთ!!!
ყველანი უზომოდ მიყვარხართ!!!
პ.ს.ს. არავინ იფიქროს, რომ იმიტომ ვწერ რომ კარგ ბიჭობად ჩამეთვალოს და ვინმეს თვალში ქულები დავიწერო. უბრალოდ მე სხვა არაფერი შემიძლია გარდა ამისა და არ მინდა ჩემი ნენე როცა გაიზრდება ის მითხრას ჩუმად რატომ იყავი როცა ეს ყველაფერი შენს გარშემო ხდებოდაო და არც მინდა ნენეს თაობასაც იგივე პრობლემებში მოწიოს ცხოვრება.
ლადო გოგალაძე (რიგითი სურამელი)
2012წ 22 ივნისი