Wednesday, December 5, 2012

გილოცავთ საბჭოთა კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ კონტიტუციის ყდასავით მყარ შემოსავალს :)


ეს იყო შორულ 1936 წელს. სადღაც შორს, სისხლისმსმელი ადოლფი იკრებდა ძალას. ოკეანის გაღმა ეკონომიკური კრიზისს ებრძოდა ხალხი. აქ კი კრემლის თბილ კედლებში ჩვენზე ზრუნვაში მორიგი ღამე დაათენდა ძია სოსოს,კალინინს, მოლოტოვს, ზინოვიევს და წრუწუნას, რომელსაც სორო კარადის უკან ქონდა და ხმაურში ვერ იძინებდა. 1936წლის 5 დეკემბერს, როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და დასრულდა კონსტიტუციაზე მუშაობა.
დღეიდან საბჭოთა ხალხს ახალი კონტიტუცია ექნება. განა ასეთ სიხარულს ყოველდღე გვჩუქნის ბუნება? ყირგიზი ხალხი სიხარულის ნიშნად საბჭოთა კავშირში გაწევრიანდა. დიახ 5დეკემბერმა ჩაუყარა საფუძველი:
  1. თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩას;
  2. პირსისხლიანი ადოლფის დამარცხებას;
  3. თბილისი-მოსკოვის რეისს 37 მანეთად;
  4. წონის კარაქში შუაგულის ამოჭრას;
  5. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასანთზე და საპონზე ფასების გაიაფებას;
  6. გაზეთს ”ახალგაზრდა კომუნისტი”;
  7. ყოველ წელს 5 დეკემბრის აღნიშვნას;
  8. ”ერევნის რადიოს” არსებობას;
  9. ლენინის თავიან 25 მანეთიანს, რომლის გამოც ბევრ ბავშვს უხაროდა ახალ წელს მეკვლედ წასვლა;
10.  გრიშა ონიანის ნოსტალგიას საბჭოთა კავშირისადმი;
11.  ანეგდოტების გმირებს: საქულას და მაქულას;
12.  საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბებას;
13.  თამაშებს: ”ქურდი ქალი”, ”ტვალეტობანა”, ”დურაკა”;
14.  საინფორმაციო გამოშვებას ”ვრემია” (რომელმაც თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა ”კურიერს”);
15.  ხუთწლედის შესრულებას 4-ში;
16.  ჯაზის და როკის იატაკქვეშ მოსმენას;
17.  ნობელის პრემიის ანტისაბჭოურ ელემენტად გამოცხადებას;
18.  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას (რომელმაც თავისმხრივ საფუძველი ჩაუყარა ”ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას);
19.  3-4 მანეთად ერთი კილო კიბოს კისერის გაყიდვას;
20.  რევაზ ლაღიძის ”თბილისოს” შესრულებას ქართულის შემდეგ რუსულად;
კიდევ მრავალ მოსაგონებელ ჩაუყარა ამ დღემ საფუძველი, მაგრამ ყველაფერს აქ რას დავტევთ.
გილოცავთ საბჭოთა კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ კონტიტუციის ყდასავით მყარ შემოსავალს :)

Monday, November 5, 2012

რატომ არ მიყვარს თბილისი....


ჩემი და თბილისის ურთიერთობა 2003 წლიდან დაიწყო. მანამდე თბილისს წელიწადში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ ვსტუმრობდი ხოლმე. თბილისზე წარმოდგენა ძირითადად წიგნებიდან და მამაჩემის მონაყოლიდან მქონდა. ორივეგან ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა თბილისი, რომ ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი სტუდენტი, რომ თბილისში მეცხოვრა და შევთვისებოდი თბილისს. 2003 წელს გავხდი სტუდენტი და დაიწყო ჩემი დედაქალაქში ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი (ჯერ-ჯერობით 9 წლიანი).
...9 წლის წინ, მამას მონაყოლიდან და წიგნებიდან რადიკალურად განსხვავებული თბილისი დამხვდა.17 წლის ვიყავი და იმდენს კი ვხდებოდი, რომ ყველაფერი ისეთი არ იქნებდოა როგრც მეგონა, მაგრამ ამხელა სხვაობასაც ვერ წარმოვიდგენდი. ვიცოდი, რო წითელი ხალიჩით და ღვინით ხელში არავინ დამხდებოდა, თუმცა....
 სურამში, სახლიდან გამოსულს მიუხედავად იმისა სად მივდიოდი 4-5 ნაცნობი მაინც მხდებოდა. ზოგის ნახვა მიხაროდა,ზოგის არა. თბილისში ჩამოსულს კი მთელი დღე მივლია და მხოლოდ მაღაზიის გამყიდველისათვის მითქვამს გამარჯობა. შეიძლება ითქვას თბილისში დავიკარგე, რაც ძალიან მძიმედ გადასატანი იყო ჩემთვის.
მხოლოდ პარასკევი საღამო მიხაროდა,  ეს დღე ზეიმი იყო ჩემთვის რადგან სურამში მივდიოდი. ძალიან მინდოდა კვირა საღამოსაც მქონოდა იგივე განცდა, მაგრამ არასოდეს აღარ გამხარებია თბილისში ჩამოსვლა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ და მაგიტომ დამემართა ეს ყვლაფერი, მაგრამ ვინც მე მიცნობს ყველა დამეთანხმება, რომ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს მქონია, მეტიც ძალიან იოლად შევდივარ ადამიანთან კონტაქტში.არც თავის დამკვიდრების პრობლემია მქონია არასდროს, პირიქით ძალიან ხშირად ჩემს გარშემო იკრიბებოდნენ და მე ვიყავი ამა თუ იმ იდეის ღერძი.
თბილისში ჩამოსულმა ვეღარსად ვნახე ის თბილისი რომელიც ”პაემანი ვერაზე” წაკითხვისას გავიცანი. დღემდე მგონია, რომ სხვა ქალაქში მოვხდი.
ძალიან მიხარია, როდესაც ტელევიზიით თბილისზე კარგს გავიგებ, მართლა წრფელი გულით ვხარობ, მაგრამ იგივე განცდა მაქვს თუნდაც ზესტაფონის ან კასპის წარმატებაზე.  შეიძლება გაგიკვირდეთ და ძალიან განვიცდი ამას, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქი არ მიყვარს. ასე მგონია ამით საქართველოს ისტრიას და ვაყენებ შეურაცყოფას მაგრამ რა ვქნა? არც სხვის დასანახად მინდა ვიყვირი რომ მიყვარს და არც სხვებისგან განსხვავებულობის გამო ვამბობ რომ არ მიყვარს.
მას შემდგე რაც მუშაობა დავიწყე უფრო მივეჯაჭვე თბილისს, სურამში ძალიან იშვიათად ვახერხებ ჩასვლას რამაც კიდევ უფრო გამიმძაფრა ჩემი დამოკიდებულება თბილისისადმი. ამან იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სურამთან დიდი ხნით დაშორებამ შემიშალა ხელი თბილისის შეყვარებაში, თორემ ბავშვობაშ მამას რომ მოვყავდი ხოლმე ჩემთვის ზეიმი იყო ის დღე, თუმცა მაშინ ვიცოდი რომ სურამში მალე დავბრუნდებოდი.
...ალბათ, კიდევ დიდ ხანს მომიწევს თბილსში ცხოვრება. ბოლოს დავბრუნდები სურამში და მერე, მერე  ისევ შემიყვარდება თბილისი.
პ.ს. 9წლის მერე ვხვდები, რომ თბილისში სურამს ველოდი და ვეძებდი.

Sunday, November 4, 2012

”ალიოშა”


...თამადა ისე, მადიანად, ჭამს მგონი ვერც მიხვდა რომ მამალია, თან ბებერი მამალი. ხარშვისას კი დამტანჯა, ”ალიოშამ”, მაგრამ გემრიელი კი გამოდგა. რადგან ყოველ დილით ”ალიოშას” ყიყლიყო აღარ გამაღვიძებს რას ვჩივი - ფიქრობდა დიასახლისი, თან მოკრძალებული ღიმილით იღებდა ქათინაურებს გემრიელი ჩახოხბილისათვის.
-         ჩახოხბილი თუ გამაკვირვებდა რას წარმოვიდგენდი - როხროხით ამბობდა თამადა - ეტყობა, რომ ქორფა ვარიკა გაიმეტეთ სვავებისათვის.
საერთო სიცილი მოყვა თამადის ხუმრობას.
... ”ალიოშას” მედიდური სიარული უყვარდა. ჯერ კიდევ წიწილი იყო როცა პირველად შეეჩეხა მტერს და გამარჯვებული გამოვიდა (ღორი ”ნორბეგი” ცდილობდა ქათმების საერთო ჯამიდან წყლის დალევას და ”ალიოშამ” აღკვეთა მისი ეს მცდელობა).ამის შემდეგ ერთ-ორად გაიზარდა ”ალიოშას” ავტორიტეტი დედლების თვალში. გამოჩეკვიდან ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად დაიყივლა. საკუთარი გულის ცემის ხმა ესმოდა ისე გაუხარდა პირველი ყიყლიყო. ამის შემდეგ ”ალიოშა” იყო მთელი სოფლის პირველი ხმა. ყოველი დილა ”ალიოშას” ყივილით იწყებოდა. თვითონ მას ეგონა, რომ თუ ის არ დაიყივლებდა არ გათენდებოდა და ყოველდღე ადრე იძინედბა, რომ თავის დროზე გაღვიძებოდა, რათა სოფელი და საერთოდ დედამიწა დაეცვა გაუთენლობისაგან.
ერთ-ორჯერ დაფიქრდა სანამ ის გამოიჩეკებოდა როგორ თენდებოდა, მაგრამ მისი ტვინი ბევრ ფიქრს ვერ იტანდა და შეეშვა.
”ალიოშას” ერთი ოცნება ქონდა - უნდოდა გამოთქმის - ვაშლივით წითელის მაგიერ ხალხს ეთქვა - ”ალიოშას” ბიბილოსავით წითელი, მაგრამ ამ ოცნებას ვერავის უმხელდა. ფიქრობდა საზოგადოება თვითონ მიხდება ამას და ჩემგან თქმა უხერხულიაო.
როცა მოიზარდა დედლების გულთამპყრობელი გახდა. სამეზობლოში რამდენ დედალს წასვლია გული ”ალიოშას” დანხვაზე; რამდენ დედალს უნატრია ”ალიოშასგან” კვერცხის დადება. ცოდვა გამხელილი ჯობს და ”ალიოშაც” არ წყვეტდა გულს არავის, ამის გამო იყო ოჯახს რომ ვერ მოეკიდა ჩვენი გმირი. კი, შვილები ბევრი ყავდა, მაგრამ ოჯახი მაინც სულ სხვა რამეა ნამდვილი მამალისათვის.
- ოჯახისათვის ჯერ მზად არა ვარ - ხშირად უთქვამს ”ალიოშას”.
ქათმებისგან განებივრებულს არც პატრონის ბატონი გურამის ყურადღება არ აკლდა. ასე უზრუნველად გაატარა სიცოცხლის 364 დღე (ნაკიანი წელიწადი არ იყო). 365-ე დღეც ”ალიოშამ” გაათენა. ბატონმა გურამმა ხორბალი დაუყარა და ცოლს გასძახა
- მე, ვჩაქრობ და დათოს ვეტყვი და დაკლავს.         
თითქოს რაღაც ცუდი იგუმანა ”ალიოშამ”, მაგრამ მერე თავისთვის თქვა:
- მე თუ დამკლეს ვინღა იყივლებს დილით? თუ არ ვიყივლე არც გათენდება და სულ ღამეში ხო არ დარჩებიან? ალბათ სხვა რამე იგულისხმა გურამმა.
თუმცა ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენი ”ალიოშა” ფიქრობდა. მეზობლის პირტიტველა ბიჭმა, რომელსაც სამყაროსათვის იმის მემლიონედი არ ქონდა გაკეთებული რაც ”ალიოშას”, ცულის ერთი მოქნევით წააცალა თავი სამყაროზე უანგაროდ მზრუნველ მამალს. თავისთვის, რომელიც უსასოოდ აღებდა პირს ყურადღებაც აღარ მიუქცევია, უთავო ტანი კი დიასახლის მიუტანა და მადლობის მოლოდინში გაიჯგიმა.
-         ეჰ, რას წარმოვიდგენდი თუ დამკლავდნენ, თორემ არ დავიყივლებდი დღეს და არ გავათენებდი - ამასღა ფიქრობდა ”ალიოშას” მოჭრილი თავი.
...სტუმრები კმაყოფილები ჩანდნენ. მასპინძლებიც, რადგან ვერავინ მიხდვა, რომ ჩახოხბილში ქორფა დედლის მაგიერ ”ალიოშა” იყო
 მორალი:   ?!

მეცხვარეები



-მამუკა, მარჯვნიდან დაუხვდი მგონი 3 უნდა იყვნენ.
- ნუ, გეშინია მგელიკ, მე და ”ბომბორა” 3 მგელს კი არა მთელ სამგლეთს არ შემოვუშვებთ - გასძახა მამუკამ თან ”ბობმორას” მოეფერა და და ბაბუის დანატოვარი ”ижи” ფეხზე შეაყენა.
- ბიჭო, ლევანა შენსკენ რა ხდება ხო სიმშვიდეა - ვერ ისვენებდე მეცხავრეებში ასაკით ყველაზე უფროსი მგელიკა.
- კიი მგელიკ. სიმშვიდეა. 2 მგელი უკვე გავუშვი მოუსავლეთში და 3 მეხვეწება ჩვენც გაგვაყოლეო, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ - ჩვეული იუმორით გასძახა ლევანამ.
- მგელიკ, 1 თვეა აქ ვართ და აქამდე არც გამოჩენილან ახლა რა ჭირი ეტაკათ ამდენმა ერთად რომ შემოგვიტია?! - გაკვირვებული ეკითხებოდა მამუკა გამოცდილ მეცხავრეს
- მამუკ, გახსოვს ისტორიის მასწავლებელი რომ გავსწავლიდა: მაჰმადიანებმა დავითის სიძლიერე რომ გაიგეს ყველა ერთად შეგროვდა და ისე შემოუტია საქართველოსო. ალბათ მგლებმაც გაიგეს, შენ რომ იყავი და სანამ ყველა არ მოგროვდა, არ შემოგვიტიეს - იცინოდა ლევანა თან თოფში ვაზნებს აწყობდა.
არც თუ ისე უთანასწორო ბრძოლა მზის ამოსვლამდე გაგრძელდა. მზისგან განათებულ მდელოზე, ცხვრისათვის შემოღობილ ადგილას გამაგრებული მეცხვარებს ასეთი სურათი გადაეშალათ: 10-მდე მკვდარი მგელი ეგდო, რამდენიმე უკვე გამოღრნათ მოშიებულ თანამოძმეებს. ”ბომბორა” და ”მგელია”. ორთაბრძოლისგან მთლიანად სისხლში იყვნენ ამოსვრილები. მგელიკამ პირველი რაც გააკეთა ცხვარი გადათვალა. მამუკა და ლევანა შიშით უყურებდნენ რას იტყოდა. მგელიკას სახეზე ღიმილმა გადურბინა:
- ბიჯოო, 20 წელია ცხვარში ვარ, რამდენჯერ შემოვარდნილა მგელი და ზოგჯერ 10, ზოგჯერაც 3-4 ცხვარი მაინც დაგვიკარგავს, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. ერთი ციკანიც ვერ წაგვართვეს.
- ასეთი ამბავის არ აღნიშვნა არ გამოგვადგება - ფრთხილად შეაპარა მამუკამ თან სახელდახელოდ აშენებული საკუჭნაოსკენ გააპარა, თვალი სადაც კარგა ბლომად ჟიპიტაური ეგულებოდა.
- კარგი აზრია, ცოტა დავისვენებთ, თან ერთი კარგი ქეიფიც არ გვაწყენდა - დაეთანხმა მგელიკა
ლევანამ ერთ ცხვარს, რომელიც ბოლო დღეები მოფუზულად გამოიყურებოდა უცბად გამოჭრა ყელი, გაატყავა და სამწავდეც ბლომად ააჭრა. მამუკამ ცომეული ითავა და ცხვრის ყველისგან ისეთი ხაჭაპურები დაცხო ბევრის მნახველი მგელიკაც გაკვირვა. არც მგელიკა მჯდარა უქმად. კარგა ბლომად ჩაშუშული გააკეთა. ნაღვედალში ერთ-ორი კარტოფილიც შეწვეს, ღმერთს მადლობა შესწირეს და ქეიფიც გააჩაღეს. სუფრას მგელიკა უძღვებოდა.მოსაგონარი მოიგონეს; საოცნებოზე იოცნებეს; სატკივარი გაუზიარეს ერთმანეთს. მგელიკა შეპირდა ლევანას, რომ ჩავიდოდნენ თუ არა ბათირასთან მიყვებოდა, გოგოს ხელის სათხოვნლად. სამშობლოს სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. იმღერეს და იცეკვეს კიდეც.ნელ-ნელა დაბნელდა. ნავთის ლამპები აანტეს და ლამპის შუქზე გააგრძელეს დროსტარება. მამუკა ყველაზე მეტად იყო გახარებული იყო, ცოტა საქმე ხო არაა ამ ერთ წამოსვალზე 20 ცხვარი რჩებოდა. მომავალ წელს უკვე საკუთარ პატარა ფარას უნდა დგომოდა ყარაულად. ნელ-ნელა თავისი საქმე გააკეთა ჟიპიტაურმა. კარგა გავრიანად დათვრნენ მეცხავრეები. არც ერთს არ უფიქრია საწოლამდე მისვლა. იქვე გაიფინიეს ნადმები და მიიძინეს.
ღამე არც ”ბომბორას” და არც ”მგელიას” ყეფა არ გაუგიათ. არც მათი წკმუტუნი და შემდეგ გაჩუმება. არც ცხვრების ყაყანს გაუღვიძებია არც ერთი. ერთადერთი დილით ამოულმა მზის სხივმა შეძლო მგელიკას გამოფხიზლება. მაშინვე ფეხზე წამოხტა და ბიჭებიც გააღვიძა. კარგ ხასიათზე იყვნენ ნაბახუსევები.  მგელიკა მაშინვე გავიდა გარეთ. ბიჭები ისხდნენ და ცივ ხაჭაპურს შეექცეოდნენ.
- სად დაიკარგა ის კაცი ნეტა? - გაკვირვებით თქვა მამუკამ თან ხაჭაპური მოკბიჩა
- ხო იცი, როგორ უყვარს ცხვრის გადათვლა. დაითვლის და მოვა.
ამ დროს კარებში მგელიკას ჩრდილი გამოჩნდა, რომელსაც მგელიკას აჩრდილი მოყვა.
- რა იყო მგელიკ რა მოხდა? - ერთხმად კითხეს ლევანამ და მამუკამ
- მოუპარავთ...ყველა....
- ეე, იმ მგლებს რაღას ვერჩოდით. ეჭამათ და წავიდოდნენ - გახუმრება ცადა ლევანამ, მაგრამ მიხვდა ახლა იუმორი უადგილი იყო და გაჩუმდა.
...საკუჭანოსთან რომ გაგევლო მხოლოდ ტირილს ხმას გაიგონებდით. მე არ გამივლია, მაგრამ გული მიგრძნობს ასე იქნებოდა. განა ცხვარზე იტირებდნენ ხევსურები, არაა. ადამის გამგელებულ მოდგმას დაიტირებდნენ.

Wednesday, October 10, 2012

ლახუნდარელის ბუხართან - სტუმარი მიხეილ სააკაშვილ

გამარჯობა. მე კიმოთე ლახუნდარელი ვარ. არ ვახსოვარ ახლა მე ბევრს, მაგრამ როცა მამაჩემმა, სულგანათლებულმა სერგო კლდიაშვილმა შემქმნა, მაშინ კი ვიყავი საქართველოში პოპულარული.ცოტა არ იყოს, ტყუილების მოყვარული გახლავართ. უკვე ისე მივეჩვიე ამ ტყუილებს, რომ ცხოვრების ნაწილად გავიხადე, თუმცა ბოროტად არ ვიტყუები და ამით ვიმართლებ თავს. ამ ბოლო დროს ბევრი მიმდევარი გამომიჩნდა, რომლებიც ისეთ მამალ ტყუილებს ამბობენ,  ჩემს გერმანელ კოლეგას, ბარონ მიუნჰაუზენსაც გადაუჯოკრეს. გადავწყვიტე, კვირაში ერთხელ ჩემს ბუხართან ერთი ტყუილის განხილვა მოვაწყო. 

მაშ ასე, პირველად ჩემს ბუხართან საქართველოს პრეზიდენტ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვუმასპინძლებ (წინასწარვე ვეჭვობ, ხშირად მომიწევს ბატონი პრეზიდენტის მოპატიჟება). 

რამდენიმე დღეა არჩევნები გადავაგორეთ. ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამ ერთ-ერთი პირველი, რაც განაცხადა, ის იყო, რომ ქალაქი ლაზიკა აღარ აშენდებაო. ჩემი და ჩემი სტუმრის სასაუბრო თემაც სწორედ ლაზიკა იქნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ჯერ არაშენებულ ქალაქ ლაზიკას ესტუმრა და როგორც პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი იტყობინებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა... :))

სიმართლე გითხრათ (ზოგჯერ სიმართლეც წამომცდება ხოლმე), თავიდან მეგონა, მომეჩვენა, მაგრამ მერე კიდევ რომ გადავიკითხე, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ერთპიროვნულ ლიდერობას ამ სფეროში (მატყუარობას ვგულისხმობ) ძირი შეერყა. ტყუილიცაა და ტყუილიც, მაგრამ როცა ასეთ რაღაცას წერ, მინიმუმ შუბლის ძარღვი უნდა შეგიტოკდეს მაინც, ხოლო თუ არ გიტოკდება, ჩნდება ლოგიკური კითხვა: გაქვს საერთოდ? პინოქიოს რომ ეთქვა ასეთი დიდი ტყუილი, ცხვირი ქართველი მინისტრების პრემიასავით  გაეზრდებოდა. როგორც პიარტექნოლოგები ამბობენ, წინასაარჩევნოდ რაც უფრო გრანდიოზულ ტყუილს იტყვი, მით უფრო დამაჯერებელიაო, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობენ, თუ თავხედურად მოიტყუები, ამ  შემთხვევაში რა ხდება.

ქალაქი, სადაც ერთი საცხოვრებელიც არ არის, მაგრამ უკვე ჰყავს ადგილობრივი მცხოვრებლები, სულ მინიმუმ - ანომალიაა, ხოლო თუ ასეთივე ქალაქს იუსტიციის სახლიც აქვს, უკვე ფანტასტიკის ისეთი ჟანრია, რომელიც არც რეი ბრედბერს და არც რობერტ შეკლს არ დაესიზმრებოდა.

ისე, ჩემი სტუმარი მანამდეც იყო შემჩნეული ტყუილების თქმაში (მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა, რომ ნატომ მაპზე უკეთესი რამ მოგვცა; მან შეძლო და 100 საავადმყოფოს რიცხვი 150-მდე გაზარდა; ფრენა ევროპის მიმართულებით 22 ევროდან და ა.შ.) და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ კიდევ გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, სად იქნება... ისე, სტუმარმასპინძლობას რა ვუთხარი, თორემ კი მივახლიდი პირში, მაგ სიმართლით იარეო... ვერც დარიგება შევკადრე ამხელა კაცს - მაინც პრეზიდენტია. არადა, თუ არ დაარიგა ვინმემ, ტყუილი ისეთი უნდა თქვა, ათიდან ერთმა კაცმა მაინც დაგიჯეროსო. ეს ისეთი მონდომებული ჩანს, ჩემნაირ პროფესიონალსაც კი ორი საჟენის მანძილზე ჩამოიტოვებს უკან.

ზემოთ უკვე ვთქვი, არჩევნები რომ გადავაგორეთ. შესაბამისად დამრიგებელი და მიმთითებელი ალბათ გამოუჩნდება, მაგრამ დაუჯერებს?!

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
დღეისათვის აქ ვიკმაროთ. ისე, გპირდებით, რომ ჩემს ბუხართან კიდევ ბევრი სტუმარი იქნება, რადგან ტყუილი ყოფა-ცხოვრების ისეთივე ნაწილი გამხდარა, როგორიც ჭამა და ძილი.

http://www.kvirispalitra.ge/politic/14048-lakhundarelis-bukharthan.html

Saturday, September 29, 2012

შიშის წამალი



დიდი არა ვარ. 26 წლის ვარ. ვცდილობ ადამიანურად ვიცხოვრო. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა. არ ვმალავ, რომ მშიშარა ვარ. მეშინია მარტოობის, მეშინია, ზოგეჯრ სიბნელისაც შემშინებია, სიკვდილისაც მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად უსაქართველობის მეშინია. 26 წლის მანძილზე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს გარეშე. ზემოთხსენებული შიშის განცდა ბოლო დღეებია ამეკვიატა. ვიცი ჩემზე ბევრად მაგარი ხალხი გადახვეწილან საქართველოდან და ნოსტალგიით გარდაცვლილან კიდეც, მაგრამ არ მინდა მეც მათი ხვედრი გავზიარო. მინდა ჩემ საქრთველოში ვიყო, მიხაროდეს ქართველობა, მიხაროდეს იმის განცდა, რომ ჩემ ქვეყანას მშიშარაც ვჭირდები, მიხაროდეს, რომ ჩემ ქვეყანას ნენეს ვუზრდი, მიხაროდეს, რომ ჩამოსულ უცხოელს ისევ, სვეტიცხოველის მშვენება გაოცებს  და არა ჩემი თანამემულის უმსგავსობა;
კიდევ ვიმეორებ, რომ მშიშარა ვარ, თუმცა ყველა ჩემნაირი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება მომენტები, როცა შიშის დრო მთვარდება (შეიძლება უფრო უარესი საშიშროების შიშით). დღეს მართლა აღარ მეშინია. 26 წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი რომ საქართველოს ძალიან ვჭირდები. ვჭირდები ისეთი როგორც ვარ. თანაც ბევრს არ ითხოვს ჩემგან ჩემი ქვეყანა, მხოლოდ ქართველობას, მეტს მართლა არფერს. არასოდეს მიოცნებია გმირობაზე და არც მაქვს ამის პრეტენზია, მეტიც თავიდანვე ვთქვი, რომ მშიშარა ვარ, მაგრამ დღეს ჩემს შიშზე ქართველობამ გაიმარჯვა.
მე, ჩემმა ოჯახმა გამზარდა ქართველად. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემ სიცოცხლეზე უპირატესი საქართველო იყო. ამიტომაც გავიმარჯვე ჩემ შიშზე და დღეს ჩემი ქვეყნის გვერდით ვდგები. ვხდები ის უბრალო ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ქართველობა ევალება.
მინდა 26 წლის შემდეგ ჩემ ნენეს ვუთხრა, რომ ერთხელ საქართველოს მეც გამოვადექი, რომ ერთხელ ნენეს მამამ შიში ყველაზე უტყუარი საშუალებით, ქართველობით დაძლია.



Monday, August 27, 2012

ბავშვობის ელექსირი


მთავრობის სხდომა, ლაპარაკობს პრეზიდენტი.
- ესაა უდიდესი მიღწევა. დღეიდან ყველას შეგვიძლია ბავშვობაში დაბრუნება - და ხელში 2 ცალი ელექსირით სავსე ბოთლს ატრიალებს. მადლობა ჩვენს ექიმბაშებს და მჩხიბავებს, რომ ეს დაგვიმზადეს. ამაზე ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს ოცნებობდნენ, ცნობილია ფარნავაზის სიტყვები როცა ქუჯს უთხრა - ნეტავ ბავშვი მქნაო!!!
ახლა ყველა ერთად დავლევთ ამას (აწევს ერთ ბოთლს), მერე გასაზრდელი ელექსირიც მაქვს და გავიზრდებით (აჩვენებს მეორეს)!!!
ყველა ერთად სვამენ და პატარვდებიან.
- ბავშვებო, მოდით დამალობანა ვითამაშოთ, ოღონდ ვანომ არ დაიხუჭოს მაინც გვიპოვნის ყველას - შაშკინი
- არა, დიმა დაჭერობანა ჯობს - მიშა
- ოო, შენ რამე ხამური რომ გაიგო ვეღარ დაგიჭერთ და მოგვიგებ - აყაყნდება ყველა.
- მაშინ მოდი ომობანა ვითამაშოთ - ბარამიძე
- ოო, არ მიყვარს ჰალსტუხი - მიშა
- კარგი მაშინ ხეზე ჩიტი ვითამაშოთ - ხაჩიძე
- შენ სულ ხეებზე როგორ უნდა ფიქრობდე რა თანაც ხეები სხვა ძიებისაა და არ აგვიშვებენ - ქობალია
- მე, ვიცი რაც უნდა ვითამაშოთ - ბოკერია
- რაა გიგა? - ყველა ერთხმად
- რა და...სახელმწიოფობანა
- დედა ვარ, დედა ვარ...კი არადა პრეზიდენტი ვარ, პრეზიდენტი ვარ -აყვირდა მიშა.
- კაი იყავი, ოღონდ არაფერი გააფუჭო - ბოკერია
- თუ გავაფუჭე ჩემი მეგობარი გიგა ამ დროს კადრში ჩნდება ბედნიერი სახით ნასარიძე) იტყვის, რომ ეს ცოტა ადრე რომ გაფუჭებულიყო აჯობებდა თან დააყოლებს, რომ გაფუჭებული ჯობს, ასე რომ გაფუჭებ არაა პრობლემა. კიდევ რა გავაკეთო?
- ბავშვებო, ბავშვებო მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ.  მიშა იყოს კაპიტანი- ვაძელაშვილი
 - ვითამაშოთ ოღონდ უდრებს და ნასოკებს არა ვართ - ხეთაგური
- დაცვაში ვანო ჩავაყენოთ ეგ ყველას დაიჭერს - მიშა
- თავდასხმაში კაკო გავშვათ ბობოხიძე, იცის მაგან ეგეთები - მიშა
- ქობალია და კლმახელიძე აუტჩიკებად დავაყენოთ.
- გილაური, კვეზერელი, კეზერაშვილი სამწუხაროდ განაცხადში ვერ მოხვდებიან - ხმამაღლა ამბობს მიშა.
- და ვის შევხდეთ? - ბოკერია - რუსეთის საბავშვო ბაღს!!!
...სტადიონი გადაჭედილია. კომენტატორი ლაპარაკობს:
- დღეს ”ვალენტინ იავოვის სახელობის” სტადიონზე ერთამნეთს ხვდებიან რუსეთის და საქართველოს საბავშვო ნაკკრებები. როგორ კულუარებში ირკვევა თამაში 5 ბოთლ ლიმონათზეა, კაპიტნებს დაუთქვამთ რომ როცა გავიზრდებით ცხვარზე და ოციანზე მერე ვითამაშოთო. წინსწარ დათქვე ასევე, რომ თუ წაგებულს ”გარასხოდების” სურვილი ექნება მოგებული ვალდებუია ეთამაშოს და ”ზამსკაში” არ დატოვოს.
https://www.facebook.com/shalvaramishvili1 („ კონკურსი მულიტსერიალ „ბანანის რესპუბლიკა“-ს საუკეთესო სცენარზე“)
ამასობაში დაიწყო მატჩი, რომლესაც განსჯის პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა ჟოზე მანუელ ბაროზოს მეთაურობით.
ქართველები თავიდანვე ცდილობნე უპირატესობის მოპოვებას და აღწევენ კიდე. აი გუნდის კაპიტანმა მიიღო ბურთი, მაგრამ არავის აწვდის პასს, რაც გასაკვირია, მაგრამ მის თანაგუნდელებში აღტაცებას იწვევს, მალევე კარგავს. უკვე რუსები არიან შეტევაზე მედვედევი კარგად აწვდის ლავროვს, რომელიც თავის მხრივ პუტინს უკეთებს გადაცემას და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ხდება 1-0. მატჩის ასეთი განვითარებით აშკარად შეშფოთებულნი არიან როგორც მსაჯები, ასევე კომისრები გაეროდან და ეუთოდან. ამასობაში დამთავრად პირველი ტაიმი.
გასახდელი.
- ბენდუქიძე, რა იყო რა ბურთი გაუშვი? აუზზე ხომ არ გეგონა თავი რომ წამოწექი? ვანო, ერთი ადამიანიც ვერ დაიჭირე ყველა გაგეგქცა რას გავს შენი თამაში? ანდა ბობოხიძე, აუცილებლად მამრაძეების ბავშვი უნდა იდგეს კარში რომ შეუტიო? ბალავაძე  დენ დარტყმულივით რატომ დარბიხარ? კიდევ შტეფცელში შეყავი ხელი? აუცილებელია კონტრზომების მიღება. გოროზია, შენ თამაშის დროს მოეშვი ბალახის შესწავლას და მერე შეისწავლე. მოკლედ ვანო შენ გადახვალ შეტევაზე და უგულავა გედგება გვერდით, აბა გავედით.
- იგივე შემადგენლობით დაიწყეს ქართველბმა თამაში, ოღონდ გადაადგილება შეიმჩნევა, თუმცა შედეგი არანაირი. ისევ მარტივი პასები, რომელიც რუსთა ხვედრი იოლად ხდება. აი, სააკაშვილია ბურთით რომელიც ძალიან სწრაფად გარბის, თუ დააკვირდებით ყურში რაღაცას ჩასძახიან თანაგუნდელები (და ისმის ხმები ბიძინა მოვიდა, ბიძინა მოვიდა), მიშას ვეღარ აჩერებენ ის უკვე გაცდა მეტოქის კარებს, მაგრამ მაინც გარბის. ამასობაში მსაჯის საფინალო სატვენის ხმაც გაისმის. მატჩი რუსთა გამარჯვებით ერთი-ნოლი დასრულდა. მეტოქეები მაისურებს ცვლიან (ქართველებს აცვიათ მაისური რომელსაც აწერია - სამხრეთ ოსეთი - აფხაზეთი, ხოლო რუსების მაისურს - ხელისუფლება). გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ოცნებების ახდენას გისურვებთ.
ისევ ოთახი მიშა
- არ მომეწონა თამაში, მაგრამ რუსებმა მითხრეს რომ გვინა სულ შენ იყო კაპიტანნიო, ჰოდა ვითამაშოთ ახლა ისევ რამე. ხელს აღარვინ შეგვიშლის.
ამ დროს გარედან ხმაური ისმის. მისა შესინებულია. ვანოს ეკითხება
- რა ხდება ვანო?
- არ ვიცი კაპიტანო
შემორბიან ასაკოვანი ხალხი და ...
- აბა, ბავშვებო გეყოთ თამაში. ახლა ყველანი წადით სახლებში, თორემ პატრულ ბიძიებს ვეტყვით და ყველას დაგიჭერენ.
-მოიცა ჩვენ დიდები ვართ - სააკაშვილი
- ხო, დიდი ხარ აბა რა - თავზე ხელს უსმევს წვერებიანი კაცი - მაგრამ გეყოს რაც ითამაშე წადი ახლა სახლში.
- არ მინდა სახლში, წამალს დავლევ და დიდი ბიჭი გავხდები. ვანო სადაა წამალი?
- წამალი?რომელი? არ ვიცი? - იბნევა ვანო
- არც მე ვიცი - შაშკინი
ყველა მხრებს იჩეჩავს
- მომატყუეთ ხომ? რუსი ძიები გაბრაზდებიან სახლში რომ წავიდეთ, ასე მითხრეს სულ შენ გვინდა რომ მანდ იყოო, რა ვქნა ახლა მე - ტირის მიშა.
- წამო მიშა სახლში, იცი რა მაგარი სათამაშოები მაქვს, გათხოვებ და ითამაშე - ეუბნება ვანო.
ამ დროს კადრში ჩანს ელექსირის ბოთლი, რომელსაც აწერია - ხელისუფლების გამახანგძლივებელი და ბოთლი მთლიანად დამსხვრეულია.

Tuesday, August 21, 2012

წინა საარჩევნი სლოგანები


  ლოზუნგი, სლოგანი - მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, მოწოდება, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნილება; (მ. ჭაბაშვილი, ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი,,)
დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ 21 წელს ითვლის, მაგრამ ამ ხნნის მანძილზე იმდენი ლოზუნგი იყო, რომ მთელ მსოფლიოს თუ არა ევროპის დიდი ნაწილს ნამდვილად ეყოფოდა.ლოზუნგები განსაკუთრებულ აქტუალობას წინა სააარჩევნოდ იძენს.ბუნებრივია ამ პროცესებს არც საქართველო ჩამორჩება, არჩევნები კარსაა მომდგარი და საარჩევნო სლოგანებიც გაახმაურეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა.
ნაციონალური მოძრაობა – “მეტი სარგებელი ხალხს” 
 აშკარაა, რომ სლოგანი გათვლილია მასაზე, მაგრამ რამდენად მიიღებს ხალხი ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. ყველას გვახსოვს ნაციონალების სლოგანი `გასაკეთებელი კიდევ ბევრია~ ამ ახალი ლოზუნგის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა ანუ ყველაფერი გაკეთდა და ამ გაკეთებულით უნდა მიიღოს სარგებელი ხალხმა?! ახალ ლოზუნგში ნაციონალებმა დაუშვეს იმის ალბათობა, რომ აქამდე ხალხზე მეტ სარგებელს სხვა ნახულობდა, რაც იოლად რომ ვთქვათ წინა საარჩევნოდ მათ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს.( დემოკრატიის მამამთავრები - ამერიკელები უდიდეს ყურდღებას აქცევენ საარჩევნო სლოგანებს და დიდი სიფრთხილითაც ეკიდებიან მას, რადგან არასწორად შერჩეულმა სლოგანმა შეიძლება ელექტორატის დიდი ნაწილი დააკარგვინოს კანდიდატს ან პირიქით, როდესაც რონალდ რეიგანი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ხალხმა ცნობილი მსახიობი ახალი იმიჯით გაიცნო – "კანდიდატი თითქმის ბავშვური ღიმილით”. მოგეხსენებათ რეიგანი ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ამომრჩევლთა ხმების უდიდესი ნაწილი მიიღო).სლოგანში წინაა წამოწეული ელექტორატი, ფაქტია, ხალხის წინ წამოწევით უნდათ მოახდინონ იმის აფიშირება, რომ სწორედ ხალხია უპირველესი საზრუნავი, მაგრამ შეიძლება გადაჭრით ითქვას, დღევანდელი სოციალური გარემოდან გამომდინარე ეს სლოგანი თავის ფუნქციას ოდნავ ვერ შეასრულებს, მეტიც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის გამაღიზიანებელიც აღმოჩნდეს.
კოალიცია ქართული ოცნება – აიხდინე ქართული ოცნება`
 ქართული ოცნების~ სლოგანში ჩადებულია სიტყვა `ქართული~ რაც ქართველებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენა, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ყველა ქართველს ერთხელ მაინც უოცნებია გაბრწყინებულ საქართველოზე, ხოლო სლოგანის ავტორები სწრედ ამ საქართველოს პირდებიან, რაც მათთვის მისაღებია. ჩნდება კითხვა -  რა ქნან საქართველოს იმ მოქალქეებმა ვინც არ არიან ქართველები? მაგრამ მე ვფიქრობ სლოგანის ავტორებმა ამაზე იფიქრეს, რა თქმა უინდა რთული იქნებოდა –აიხდინე, ქართული,სომხური,აზერბაიჯანული და სხვა ოცნება, სიტყვაში `ქართული~ იდეურად სწორედ იმ ხალხის ოცნება იგულისხმება ვინც საქართველოს მოქალაქეა. მოკლედ ამ ლოზუნგზე გადაჭრით მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ სწორადაა მორგებული არსებულ რეალობას და დიდი შანსია, რომ სწორადაც იმუშავებს.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ
ჩევნ რომ არ გვქონდეს გაგონილი არსენა მარაბდელის ან რობინჰუდის შესახებ შეიძლება ეს სლოგანი მისაღები და კარგად მორგებულიც მოგვჩვენებოდა, მაგრამ დღეს ვინც ამ სლოგანს გაიგებს ყველას ეცინება. ამასთან ერთად შუა საუკუნეების ეპოქა დასრულდა და რატომ უნდა წაართვა ვინმეს რამე, თუ მას ყველაფერი კანონიერი გზით აქვს ნაშოვნი? ლეიბორისტებს ყოველთვის უნდათ, ხაზი გაუსვან რომ ისინი მუდამ ჩაგრულთა მხარეს დგანან და ალბათ ეს სლოგანიც სწორედ ამიტომ აირჩიეს, თუმცა პოლიტიკაში სხვის ნათქვამის გამეორება და მით უფრო საარჩევნო სლოგანად არჩევა ცუდი ტონია, რაც პარტიაზე კარგ გავლენას ნამდვილად არ მოახდენს.
ქ.დ.მ – შვილებს-განათლება; მშობლებს-დასაქმება; პენსიონრებს-დაფასება
ქრისტიან-დემოკრატები როგორც წესი სოციალურ უზრუნველყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ სლოგანითაც ამაზე უსმევენ ხაზს, მაგრამ ერთია ყურადრების გამახვილება და მეორეა რამდენად სწორადაა მახვილი გაკეთებული.წინა სლოგანის უმთავრესი მესიჯი იყო კომუნალური გადასახდების ტარიფი,ხოლო ამ სლოგანში საერთოდ არაა გამახვილებული ამ საკითხზე ყურადღება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული თუ ტარიფი მართლაც შემცირდებოდა. წინა ლოზუნგსა და ამ ლოზუნგს შორის ძალიან დიდი სიცარიელეა დარჩენილი, რაც პოლიტიკური სუბიექტისათვსი დადებითი ნამდვილად არაა.
პარტია `მომავალი საქართველო~ - ვმართოთ საქართველო სუფთა ხელებით
ეს სლოგანი, უფრო მეტად ჰიგიენური საშუალებეის რეკლამს მაგონებს, ვიდრე პოლიტიკური პარტიისას.

აუცილებლად პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სლოგანი – ავსახოთ რეალობა. ამ სლოგანით ცესკოს თითქოს უნდა, რომ სმართლიანი იმიჯი შეიქმნას, მაგრამ ამომრჩევლის თვალში რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცესკოს ლოზუნგითაც ცდილობს დაუპირსპირდეს `ქართულ ოცნებას~, მოგეხსენებათ სიტყვები რეალობა და ოცნება ერთმანეთის ანტონიმებია,შესაძლებელია ეს უბრალოდ დამთხევაა, მაგრამ ასეთი დამთხვევბი როგორც წესი ძალიან იშვიათად ხდება.

Monday, August 6, 2012

დედილო ასტრიდ ლინდგრენი

1992 წლის 19 ივლისს 6 წლის გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა მამამ ერთი შეხედვით სქელი წიგნი, რომელსაც არცთუ ისე მიმზიდველი ყდა ქონდა და ზედ ეწერა – სახურავის ბინადარი კარლსონი. დაახლოებით ერთი წელი გადაუშლელად მედო წიგნი, მაგრამ როდესაც გადავშალე – სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემთვის. დღემდე მესმის ის ზუზუნი რომლითაც შემოფრინდა კარლსონიკო ჩემს ცხოვრებაში და თან მოიყოლა პეპი, ემილი, ჩორვენი, პელე, კალე ბლუმკვისტი, ძმებო ლომგულები, რონია და სხვები.
სალტკროკა და სახურავი იყო ადგილები სადაც მთელ ოცნებას ვატარებდი. რამდენჯერ მიწანწალია რასმუსთან ერთად. ემილი, რომ ქალაქის ბაზრობაზე მიდიოდა მეც აუცილებლად მივყვებოდი ხოლმე.
კარლსონი და სალტკროკელი პელე ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. პეპიზე ვეჭვიანობდი რადგან ტომთან და ანიკასთან იყო ხშირად. ახალი სამყარო გამაცნო ასტრიდ ლინდგრენმა. დღეს 25 წლის ვარ, მაგრამ ჩემი წიგნების თარო, რომელიც ჩემი სიამაყეა (3 რამით ვამაყობ – ჩემი 3 თვის ნენე, სურამი და ჩემი წიგნების თარო) სავსეა ლინდგრენის წიგნებით. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა ჩემ შვილს უნდა წავაკითხო ლინდგრენი, ასე მგონია, რომ ამით ჩემ ბავშვობას დავიბრუნებ.
კარგად მახსოვს ერთხელ თვითმფრინავმა საკმაოდ დაბლა გადაიფრინა და მე ფანჯარა გავაღე, კარლსონი მეგონა. ჩემო კარლსონიკო შენ რომ იცოდე რამდენჯერ შენზე ნატვრაში ჩამძინებია, რომ იცოდე როგორ გელოდი აუცილებლად მოხვიდოდი ერთხელ მაინც. შენი ბოტოტა თითებით გამიფუჭებდი სათამაშოებს, მაგრამ შენ ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ მექანიკოსი ხარ და გამიკეთებდი. მერე ერთად შევჭამდით გუფთას (რომელსაც მხოლოდ შენი ხათრით ვჭამდი ხოლმე), ბოლოს მურაბას დავაყოლებდით.
დღემდე გელოდები და თუ მოხვალ უბედნიერეს ადამინად მაქცევ, მაგრამ ჩემსავით მილიონობით ადამიანი გელოდება და რამდენს უნდა გაწვდე? თუმცა მჯერა რომ ერთხელ აუცილებლად მოხვალ. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი.
არასოდეს არ ყოფილა, რომ კარლსონის არსებობაში ეჭვი შემეტანა, მაშინაც კი როცა იმ მომენტს ვკითხულობდი სადაც ბიჭუნა ეხვეწება კარლსონს - ერთხელ ჩემ მშობლებს ეჩვენე თორემ ლამის მეც აღარ მჯერ რომ არსებობ!. დღემდე მჯერა, რომ სტოკჰოლმის ერთი ლამაზი სახლის სახურავზე ცხოვრობს,ზის თავის ოთახში და ელოდება მფრინავ ძაღლებს, რომლებიც ისე ყავს აღზრდილი, რომ თუ დააგვიანეს ურეკავენ და აფრთხილებენ.
მარტოსულიცაა გოდორა კრალსონი, დარდობს – საღამოობით სახლის წინ რომ ჩამოვჯდები არავინ გამოივლის და – კარლსონს გაუმარჯოსო არავინ მეუბნებაო.
ბიჭუნა, ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო ჩემ წარმოსახვაში მას ყავდა ყველასათვის სანატრელი არსება.
ასტრიდ ლინდგერნი შვედი იყო, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა, მთელი მსოფლიოს პატარებს. ყველა პატარას საკუთარი ბებიასავით უყვარს ლინდგრენი. მახსოვს ერთხელ წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ვთხოვდი, რომ ჩემთან ჩამოსულიყო, რადგან სურამში კარგი ჰაერია და მოუხდებოდა. ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ ჩამოვიდოდა, რატომღაც მეგონა, რომ მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი გმირებიც და მათ წამოყვანასც ვთხოვდი.
როგორ მოუხდებოდნენ სურამს...
მართლა საოცარი წერის სტილი ქონდა ასტრიდ ლინდგრენს, ერთნაირად მისაღებად წერდა ყველა თაობისათვის, ალბათ იმიტომაცაა ყველასთვის საყვარელი მწერალი
ძალიან რთულია გერქვას მწერალი, კიდევ უფრო რთული საბავშვო წიგნების წერაა. ფაქიზია ბავშვის სამყარო რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ამ ფაქიზ სამყაროს გაულამაზებ ბავშვს და არა მარტო ბავშვს. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, მკითხევლის სიყვარული არასოდეს მოკლებია, სამაგიეროდ არც მკითხველს გვაკლებდა სითბოს და სიყვარულს.
ლინდგრენის ნაწარმოებები ჰუმანიზმის და სიყვარულის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს. ლინდგრენს ფრეკენ ბოკიც კი, რომელსაც კარსლონი და ბიჭუნა შინამტანჯველ ეძახდნენ ისე ყავს გამოყვანილი, რომ ძალაუნებურად გიყვარდება. ლინდგრენის ნებისმიერი ნაწარმოები ანდამატივითაა შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მეორედ ისევ არ მიუბრუნდე.
მადლობა დედილო ასტრიდ იმ ლამაზი წუთებისათვის, რაც მაჩუქეთ. მართლა გამილამაზეთ ბავშვობა. ყველაზე მეტად მენატრებით თქვენ გმირებთან ერთად. თქვენ მუდამ იარსებებთ სანამ დედამიწაზე ბავშვი იქნება, კარლსონიც კიდევ უამრავ ბავშთან შეფრინდება და უამრავი ბავშვის სახურავზე დადიდებს ბინას. პეპიც ბევრ ბავშვს წაიყვანს მამამისთან აფრიკაში. პელეს და ჩორვენის ბინის ყიდვით გამოწვეულ სიხარულსაც ბევრი გაიზიარებს. კიდევ ერთხელ მადლობა ასტრიდ რომ არსებობდით!!!
პ.ს. ჩემი შვილი ნენე ჯერ ცხრა თვისაა, მალე დავუწყებ ნაწარმოებების კითხვას, ასე რომ ძალიან მალე შეგხვდებით დედილო ასტრიდ:)

Friday, August 3, 2012

უჩვეულო სიზმარი


ჩვეულად დაიწყო დღე.
მაღვიძარამ 07:25 წუთზე დარეკა. გოდერძიმ გაიღვიძა და 08:05-ზე გადაწია საათი, ხოლო  მეორედ როცა დარეკა ადგა. ჩვეულად ისაუზმა (ყავა და ცარიელი პური); ჩვეულად მოირგო პიჯაკი, რომელიც იმდენი ხანია არ გაუხდია, რომ ალაგ-ალაგ გაცვეთილიც იყო. ჩვეულად განასკვა ჰალსტუხი, რომელიც იმიტომ უფრო ეკეთა, რომ ხაზი გაესვა თავის საქმიანი იმიჯისათვის, თორემ აუცილებლობას ვერც თვითონ ამჩნევდა და ვერც ისინი ვინც გოდერძის ამჩნევდნენ. ჩვეულად დამეშვიდობა თუთიყუშ ნოდარს, ჩვეულად გააღო რკინის კარი, ჩვეულად სამივე გასაღებით დაკეტა და... უჩვეულოდ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა და არა ლიფტით თან თავის თავს კითხა
- მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა. მეოთხე სართულზე იყო როცა გაიფიქრა დღეს უცნაური დღე მექნება, რადგან კიბით ჩამოვედიო, მაგრამ ცრურწმენების (და საქართველოს ნატოში შესვლის)არ ჯეროდა და ღიღინით გააგრძელა გზა.
კორპუსიდან გავიდა თუ არა მეზობლის ძაღლამ რომელსაც კუდი მხოლოდ იმიტომ ქონდა, რომ გოდერძის დანხვაზე ექიცინებინა, ღრენა დაუწყო. გაუკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია – იფიქრა ალბათ მუდამ ბოროტად მომღიმარ სანდროში ავერიეო და ისევ გააგრძელა გზა.
სიგაერტის საყიდლად შეირბინა. შორენას როგორც ყოველთვის გულიანად მიესალმა, ხოლო მუდამ მომღიმარი შორენასგან საოცრად უგულო სალამი მიიღო, ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
#33 ავტობუსი მაშინვე მოვიდა. გოდერძიმ როგორც დედამიწის ზურგზე ყველაზე მოწესრიგებულმა მოქალაქემ, ვისაც მოქალაქეობრივი თვითშეგნება ისე ქონდა გამჯდარი, რომ აღდგომას და ახალ წელს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა, მაშინაც კი იხდიდა საფასურს, ასვლისთანავე აიღო ბილეთი. მესამე გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა, ავტობუსის ნახევარმა დაუყონებლივ ომი გამოუცხადა, ხოლო გოდერძიმ ამაყად მიაწოდა ბილეთი და ასეთივე სახით გადახედა ყველას რადგან ხალხით გატენილ ავტობუსში ის იყო ერთდაერთი  ვისაც ბილეთი ქონდა.
მალევე მიაწღია სამსახურამდე. მისვლისას ზუსტად სამსახურთან ჩერდებოდა ავტობუსი, ხოლო წამოსვლისას გზის გადაკვეთა უწევდა ხოლმე.
სამსახური, რომელსაც 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულის მხოლოდ 2 ოთახი ეკავა ნამდვილად უყვარდა, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც თუთიყუში ნოდარის გარდა სხვასაც ელაპაკებოდა. სახლში ყოფნა არ უყვარდა. ძულდა მარტოობა, მაგრამ ცოლად არავინ მოყვებოდა (პრინციპში არც არავისათვის ჩამოუხევია კაბის კალთები) და ბოლო ნათესავი 3 წლის წინ დაკრძალა. ნოდარი იყო მისი მესაიდუმლეც (რომელიც არ გააჩნდა, მაგრამ აქ ნოველას მოუხდა ეს სიტყვა -მესაიდუმლე)და ერთადერთი ხმის გამცემი.
სამსახურის საქმეები მალე მოაგვარა. დარჩენილი 3 საათი თავის საყვარელ საქმეს -  კროსვორდების შედგენას მოახმარა, რომელიც მერე თვითონვე დაუბრკოლებლად ამოხსნა, შემდეგ ჩვეულად უთხრა კომპლიმენტი გვერდით  მჯდომ თინიკოს, ჩვეულად დამეშვიდობა დამლაგებელ როზა ბებოს, ჩვეულად შეისწორა ჰალსტუხი, ჩვეულად დაუკრა თავი ყველას, ჩვეულად გააღო კარი და ...უჩვეულოდ ისევ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა თან თავის თავს ისევ კითხა:
- მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა. როცა გარეთ გავიდა შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, ხოლო წამზომი იტყობინებოდა, რომ 20 წამი კიდევ ეს ფერი იქნებოდა. ამიტომაც თამამად გადაკვეტა გზა ...ერთადერთი მუხრუჭების ხმა გაიგონა და შიშისგან გულწასულს აღარც უგრძვნია როგორ გაისროლა სატვირთო მანქანამ მოპირადპირე მხარეს.
...ოფლში ცურავდა, რომ გამოეღვიძა, მაგრამ ბედნიერი იყო რომ ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა და ცოცხალი იყო.
-    სიზმარი ყოფილა! რა უაზრობაა სიზმარი, ნეტა იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვისაც სიზმრის ჯერა – თქვა ირონიულად გოდერძიმ.
გაღვიძებულმა ჩვეულად ისაუზმა (ყავა და ცარიელი პური); ჩვეულად მოირგო პიჯაკი, ჩვეულად განასკვა ჰალსტუხი, ჩვეულად დამეშვიდობა თუთიყუშ ნოდარს, ჩვეულად გააღო რკინის კარი, ჩვეულად სამივე გასაღებით დაკეტა და... უჩვეულოდ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა და არა ლიფტით თან თავის თავს კითხა - მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა.......................

Wednesday, July 25, 2012

ჭირისუფლები


სასაფლაო(ესპანეთი-საფრანგეთი საზღვარი).
 პროცესია ნელა მიუყვებოდა არცთუ ისე დიდ აღმართს. მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ესპანური ლაპარაკი (მოსაუბრეებს ეტყობოდათ, რომ ჩქარობდნენ)
- შვილი ხარ და გეცოდინება რითი გარდაიცვალა?
- 2წელია არ მინახავს და მგონი ავადმყოფობდა
- ოო, გასაგებია.
- პადრეს ვთხოვე მალე აუგებს წესს და უნდა გავიქცე თორემ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
- ჩემი დეიდა იყო და აქეთ მქონდა საქმე და მაგიტომ მოვედი, თორემ ამხელა გზას რა გამოივლიდა.თუმცა რაღა დეიდა. შვილივით გამზარდა.
ნელ-ნელა ჩაეშვა მიწაში მაკაგონის ხისგან დამზადებული კუბო. პადრე ხორხემ, რომელიც გაფრთხილებული იყო, რომ მალე დაემთავრებინა ქადაგება შეასრულა ჭირისუფლის(?) თხოვნა და საოცარი სისწრაფით აუხსნა შვილებს, რომ ახლა ლოცვა ჭირდებოდა მიცვალებულს. პადრეს ქადაგების შემდეგ მხოლოდ გარდაცვლილის ერთდერთი შვილის (რომელიც მარტომ დიდი გაჭირვებით გაზარდა)დაცვის უფროსის შენიშვნები ისმოდა, რომ დასაცავი ობიექტი უსაფრთხოდ მისულიყო
ავტომობილამდე.
სასაფლაოს მეორე შესასვლელიდანაც პროცესია მოემართება. 5-6 ადამიანით მეტი შემადგენლობით. ფრანგული ღუღუნი სასიამოვნოდ ისმის სასაოფალოზე, რომელიც ტყეშია ჩაფლული და მხოლოდ აქა-იქ მოფართხალე ჩიტები თუ არღვევენ მყუდროებას.
-  შარშან ვიყავი და ვნახე, კარგად დავტოვე და რომ დამირეკეს გარდაიცვალაო ცოტა არ იყოს გამიკვირდა. 
- აბა, აბა არ მახსოვს წეილწდში ერთხელ არ გენახოს მაინც, მეტიც შარშან წინ ორჯერაც იყავი ჩამოსული.
- ჩემმა დამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა 120კილომეტრი როგორი გასვლელია?! მერე  გუშინ სკაიპი ჩამართვევინა და რომ დაინახა მიცვალებული იტირა. ცარიელი გულია და ვერ გაუძლო. ბევრი შვილი მინახავს, მაგრამ ამან მაინც განსაკუთრებულად იცის ყველაფრის გულთან მიტანა
- პადრემ მალე მოვრჩებიო და უნდა გავიქცე, მამიდაა ჩემი და კი გავჩერდებოდი, მაგრამ საქმეა ხო იცი.
- ხო მეც კონფერნციაზე მივდივარ აქედან.
ნელ-ნელა ჩაუშვეს ძვირფასი მასალისგან დამზადებული სასახლე. პადრე სებასტიანს თითქმის არც უქადაგია. ყველანი მალე დაიშალენ. წამოსვლისას გარდაცვლილის შვილმა აღნიშნა 
- უი, დედაჩემის გვერდითაც დაუსაფლავებიათ ახლახანს ვიღაც.
 თითქოს ყველაფერი დამთავრად, ყველა წავიდა, მაგრამ ტირილს ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა ესპანეთის სასაზღვრო სოფელში
- როგორ მიმიღე, მართლა შვილივით მექცეოდი და ასე მიმატოვე. არც ვიზა მაქვს და დეპროტს ვეღარ ავცდები. ისე,წახვედი არც დაუბარე შვილს რომ მოეხდა, მაგრამ სად ეტყოდი წელიწადია არ გინახავს. ალბათ მე მალე წავალ ჩემ ქვეყანაში, ეჰ, მართლა ძალიან მომენატრები 
საოცარია, საფრანგეთის ტერიტორიიდანაც ყველა ვალმოხდილი წავიდა, მაგრამ მაინც ისმის ქვითინის ხმა
- რავა დამტიე და წაი?! შენი უგულო შვილები რაღას მომხედავენ მე?დეპროტია ჩემი ბოლო გზა, არადა როგორ შეგეგუგე. რა ტკბილი და თბილი მოხუცი იყავი. 
მშობლიური ენის გაგონება გაუკვირდებათ ჭირისუფლებს, ერთმანეთს გაოცებული შეხედავს ორივე ქალი და ყელში მობჯენილი ცრემლის ბურთულა მხოლოდ ერთ წინადადების თქმის საშუალებას აძლევს ორ შაოსანს:
- მე გორიდან ვარ, 3 წელი ვუვლიდი
- მე, ქობულეთიდან 3 დღეში ხდებოდა 4 წელი რაც ვუვლიდი
არცერთი იყო ესპანელი და არც მეორე ფრანგი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.

ვირთხა. ა,პოლიტიკური ნოველა

...ცუდს არაფერს არ უგრძნობდა გული.. .
მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ არც ახლაგაზრდა აღარ იყო. უკვე ორი ვირთხის მამას ოჯახის მძიმე ტვირთი ქონდა აკიდებული და ამის გამო უფრო იყო შებერებული, თორემ სულ რაღაც 6წლისა უნდა გამხდარიყო სამ დღეში....როცა დაბადებულა დედამისი (დამსახურებული ვირთხა), მასზე მშობიარობას გადაყოლია. ალბათ ამის გამო თავიდანვე აითვალწუნეს ვირთხულ სამყაროში. განმარტოებით იზრდებოდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი. 7თვის იყო როცა პირველად მეზობელს გაყვა ბუნკერში სანოვაგის მოსაძებნად, მაშინ ნახა ყველზე დიდი მტერი –ადამიანი. პირველად, როცა დაინახა გაიფიქრა კიდეც რაღაცით მგავსო.2 წლისა დაოჯახდა. მეზობელის ვირთხა, თავსიზე 3თვით უფროსი ცაბუნია შეირთო. მამამისმა ისეთი ქორწილი გადაუხდა, რომ დიდი ხანი ყველას პირზე ეკერა. სუფრას ლორის კანით დაწყებული -  სოსისის გაფცქვნილი ქერქით დათავრებული არაფერი აკლდა. მალე პატარა წრუწო შეეძინათ. ასე ეგონა, რომ მისი ბედნიერება არასოდეს დასმთავრდებოდა, მაგრამ მალე დიდი უბედურება ეწვია. მამა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო ტრაგიკულად დაეღუპა. იყო ერთი გლოვა და ვაება. თავი არ შეირცხვინა და როგორც მამას ეკადრებოდა ისეთი დაკრძალვა გაუკეთა. ნაგავსაყრელის საუკეთესო ადგილას დამარხა. მამის გარდაცვალების შემდეგ მთლიანად მას დააწვა ოჯახის მძიმე ტვირთი. საოცრად  ღირსეულად უძღვებოდა ოჯახს. თავის 2 და ისე გაათხოვა, როგორც ოჯახს ეკადრებოდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, როცა საჯიშე ბიჭი ღრატო შეეძინათ, თუ აქამდე მხოლოდ 4-5 საათი დადიოდა საშოვარზე ახლა უკვე დილიდან-დღამებამდე ოჯახისათვის იყო გადამკვდარი. როგორც უკვე ვთქვით საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო და მეგობრებიც ცოტა ყავდა, ხოლო ძალიან ახლობელი მეგობარი თითქმის არ ყოლია. სხვებისგან გამორჩეულში. იყო რაღაც არა ვირთხული ალბათ ამიტომაც უჭირდა სხვა ვირთხებთან ურთიერთობა. ერთადერთი ადგილი სადაც სხვებთან ერთად იდგა – ტრიხინისგან მოწამლულთა საზოგადოების ყრილობა იყო, დანარჩენ დროს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვაში ატარებდა. შვილებსაც სწორად ზრდიდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, მაგრამ 6 საათზე ყოველთვის სოროში შემოდიოდა. ღრატოს გარადატეხის ასაკში როგორც ძმაკაცს ისე ექცეოდა, რომ ხელიდან არ გაქცეოდა. შვილების განათელბაზეც იზრუნა: ერთხელ ბუნკერში გადაგდებულ წიგნი ნახა, ისე გაიტაცა კითხვამ რომ ვერც იგრძნოი როგორ მიუახლოვდა ბოროტი ნუგზარი თავისი ძაღლით, როცა დაინახა სწრაფად გაიქცა, ის იყო სოროში უნდა შემძვრალიყო, რომ ნუგზარის ნასროლი ქვა მოხვდა ფეხში და სახსარში გადაუმტვრია. 2თვე მკურნალობდა, მაგრამ რაც მთავარია გამოქცევის დროს წიგნის წამოღება მოასწრო, რითაც შვილებს კითხვა ასწავლა და შეაყვარა. მას შემდეგ ოჯახში შესულ ყველა სტუმარს შესვლისთანავ თვალში მოხვდებოდა ოჯახის ძვირფასი რელიქვია – ალბერ კამიუ `შავი ჭირი~.არავირთხულად კეთილი და ერთგული იყო. ყველაფრის გულთან მიტანა იცოდა. ცაბუნია ხშირად ეტყოდა ხოლმე – შენ გული გაგისკდება ამდენი დარდითო....ახალი დამდგარ იყო 21-ე საუკუნე სულ რამდენიმე წლის. შემოდგომა იყო და უკვე კარგად გრილოდა. დილიდანვე გავიდა საშოვარზე. ცაბუნიამ გააფრთხილა:- ხომ იცი ეს დღეებია გარეთ საეჭვოდ ბევრი ხალხია და ფრთხილად იყავიო.-ბევრი ხალხით ვერ გამაკვირვებო – უპასუხა და წავიდა.მთელი დღე იარა. სარჩოც ბლომად იშოვა. უკვე ბინდდებოდა როცა სახლში მიდიოდა. კანალიზაციიდან ამოძვრა და ერთ-ერთი კორპუსის კედელთან მიდიოდა-მართლა რამდენი ხალხი ყოფილაო, გაიფიქრა და სვლას უმატა. არც ახლა უგრძნობდა ცუდს გული.უცებ ხმა მოესმა:-    ვირთხაა, ტიპიური ვირთხაა!!!ჯერ ეგონა რომ ამაზე ამბობდნენ, მაგრამ გაშვერილ თითს გააყოლა თვალი და ადამიანის სილუეტი დაინახა. გაუკვირდა, ადამიანთან პირველი შეხვედრა გაახსენდა (როცა გაიფიქრა რაღაცით მგავსო), შემდეგ გადაწყვიტა ახლოდან ენახა ვის მიამსგავსე. (ხო,გეუბნებით ცუდს საერთოდ არ უგრძნობდა გული) ობიექტს ადვილად მიუახლოვდა და როცა დაინახა მოულოდნელად გულის არეში (აი იმ გულის ცუდს რომ არ უგრძნობდა) ტკივილი იგრძნო. მხოლოდ ის მოახერხა, რომ იქვე ბიძაშვილის სორომდე მიეღწია.... 
...როცა ცაბუნიას ხალხი ეკითხებოდა რით მოკვდაო: 
-    შეურაცყოფას ვერ გაუძლოო –პასუხობდა ქვრივად დარჩენილი ცაბუნია.

Tuesday, July 24, 2012

ჩემი პაპუკა

ჩემი პაპუკა



ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება პაპების და შვილიშვილების ურთიერთობაზე, მაგრამ ჩემი და ჩემი პაპუკას ურთიერთობა სულ სხვა იყო, ყველაგან განსხვავებული, ყველაზე თბილი და ყველაზე პაპურ-შვილიშვილური.
პირველად გულის მაშინ გავუხარე როცა გავჩნდი (საჯიშე ბიჭი).როგორც მამამ მითხრა პაპუკას რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ ვლადიმერს დამარქმევდნენ და როცა დაბადების მოწმობა უნახავს, მეორედ დაბადებულა. სწორედ ჩემი პაპუკას გამო მიყვარს ასე ძალიან ჩემი სახელი. 
ჩემს გამო დაანება სკოლას თავი და ერთად ვიზრდებოდით. ყველას რომ გავისტუმრებდით სახლიდან მერე იწყებოდა ჩვენი საქმეები. Uუპირველესი იყო ზღაპრების კითხვა – პაპუკა სავარძელში, მე მის მუხლებზე და ჩვენს გარშემო: მეფეები და უფლისწულები. აქა-იქ ბოროტი ჯადოქარიც გამოჩნდებოდა ხოლმე, რომელსაც პაპუკას დახმარებით იმდენად იოლად ვამარცხებდი, რომ მიკვირდა. ალბათ მაშინ გამიჩნდა იმედი, რომ პაპუკა მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა, მთელი ცხოვრება და ყველა სირთულის დაძლევაში დამეხმარებოდა. 
საოცარი დარიგება იცოდა. სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომელიც ბოლოს ყოველთვის გულში ჩახუტებით მთავრდებოდა, ჩახუტებით რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორ უხაროდა სტუდენტი, რომ გავხდი. როცა თბილისში წამოვედი სასწავლებლად ვითომ ისე სხვათაშორის მკითხა – სურამში ხო ხშირად ჩამოხვალ ხოლმეო? დარწმუნებული ვარ რამხელა შიში ქონდა სანამ მკითხავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულივით მიცნობდა და ჩემი პასუხიც იცოდა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე მაინც ეშინოდა რომ სხვა პასუხი გამეცა. კი-მეთქი ვუპასუხე და არც მომიტყუებია. ბოლოს უკვე ცუდად, რომ იყო ორშაბათ დღეს წამოვედი თბილისში და შევპირდი ოთხშაბათს ვისვენებ,სამშაბათს მამიდა მოდის თბილისში და ერთად ჩამოვალთ მეთქი. რატმოღაც არ წამოვედი და მამიდა რომ დაუნახავს პირველი ის უკითხავს ლადო საადააო? პირველად ვატკინე გული. რომ დავურეკე და ველაპარაკე გულნატკენმა მითხრა – გელოდიო. 
ჩემი პირველი მესაიდუმლოე იყო, როცა გაიგო, რომ სეყვარებული ვიყავი ჩემზე მეტად პაპუკას უხაროდა. ყოველ ნახვაზე მაყოლებდა როგორი გოგო იყო გვანცა, განა ერთხელ მოყოლილი ავიწყდებოდა, არა უბრალოდ უხაროდა, რომ ვუყვებოდი. როგორი გახარებული იქნებოდა გვანცას რომ ნახავდა. ჩემი ბედნიერებით თვითონ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა თან შემპირდა, რომ ჩემ ქორწილში უნდა ეცეკვა...
უზომოდ უყვარდა ჩვენი გვარი. საოცარი იყო გარადცვალებაც – სწორედ იმ დღეს ჩამოვიდა მამიდა სოფლიდან, სოფოც ამ დღეს ჩამოვიდა. დაახლოებით საღამოს 8საათი იყო უკვე ბოლო წუთებს ითვლიდა პაპუკა, მაგრამ მაინც ბრძოლობდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა, აჰა გაიღო კარები და მამა შემოვიდა, მოვიდა პაპას საწოლთან და პაპუკაც გარდაიცვალა. თავის მონაგარი გოგოლაძეები სანამ ყველა არ შევიკრიბეთ არ დაგვტოვა. . 
9 შვილიშვილის უსაყვარლესი ადამიანი იყო. დანარჩენი 8 არ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ მე სხვებზე სულ,სულ ოდანვ მეტი ვიყავი პაპასთვის ალბათ იმიტომ, რომ მე უნდა გავაგრძელო ოჯახის ტრადიცია, პაპასავით უნდა გავიხარო როცა ჩემ შვილიშვილს ჩემ სახელს დაარქმევენ; პაპუკასავით უნდა ვუკითხო ზღაპრები და ერთად უნდა ვეომოთ ყველა ბოროტს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, რადგან მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი, მაგარი როგორიც ჩემი პაპუკა იყო. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი.
გენიალური სიტყვაა – გარდაიცვალა. არა მგონია სხვა ენებზეც ასე ლამაზად და სწორად ჟღერდეს. მართლაც გარდაიცვალა პაპუკა, თორემ ის არასოდეს მოკვდება. სანამ შორენა, ნათია, ილია, ლანა, ორი თამუნა, სოფო, სოსო და მე ვიქნებით პაპუკა სულ მუდამ იქნება. იქნება ისეთივე კეთილი, თბილი და მოსიყვარულე როგორიც მუდამ იყო
პ.ს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული შიოს და ნენეს რომ ვერ მოესწრო ჩემი პაპუკა. როგორ გაიხარებდა ცელქი შიო და ნაზი ნენემ რომ ენახა.
უზომოდ მენატრება...........
ღმერთს ებარებოდე ბაბუ...

Monday, July 16, 2012



სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის საგანგებო განცხადება
სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირი არც თუ ისე დიდი ხანია დაარსდა (დაახლოებით ნახევარი საათია), მგარამ უკვე მივიღეთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სურამი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა კავშირის ხელმძღვანელობას (ანუ მე) დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ იცოდეს, უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ სურამი როგორც ასეთი დასახლება საერთოდ არ იციან. სწორედ ამიტომ კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება და მოვითხოვოთ სურამის დამოუკიდებლობა (ლანძღვისგან და სეპარატისტად გამოცხადებისაგან თავი შეიკავეთ ვიდრე ბოლომდე არ წაიკითხავთ განცხადებას). ეს მეტად რთული გადასწყვეტი იყო, მაგრამ ისევ სურამის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა თუ რა დადებითი შედეგი მოყვება ამ ყევალფერს ახლავე მოგახსენებთ:
1. გამოვაცხადებთ თუ არა რომ სურამს უნდა დამოიკიდებლობა მაშინვე ჩვენთან გაჩნდებიან მედიის ისეთი გიგანტი წარმომადგენლები, როგორებიც არიან “რუსთავი2” და “იმედი”, რაც საშუალებას, მოგვცემს რომ მინიმუმ ოთხჯერ (12,3,6,.9 საათიან გამოშვებაში)ახსენებს სურამს!
2. კავშირმა აწარმოა მოლაპარაკება ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელთან (დირბი, აძვისი, ბრეთი. საღოლაშენთან ჯერ კიდევ მოლაპრაკების პროცესში ვართ) რომლებიც უყოყმანოდ დაგვთანხდნენ, რომ გვაღიარებენ (ნაურუ და ვენესუელა ბუნებრივია, რომ გავღიარებენ და მათთან ჯერ არ გავსულვართ კონტაქტზე, სავარუდოდ როცა გაიგებენ აქეთ გამოვლენ)
3. ხაშურის და გვირაბის მხრიდან იქნება სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ყველა შემომსვლელი გადაიხდის ჰაერის გასადახადს, რომელიც იქნება 2დან 10 ლარამდე (გააჩნის პიროვნების წონას, თუ რა რაოდენობით ჰაერს მოიხმარს). ეს თანხა ბუნებრივია შევა სურამის ბიჯეტში და საშუალება გვექნება გამოვუშვათ გაზეთი, რათა საინფორამციო ომში პაექრობა გავუწიოთ ბეჭდური მედიის ისეთ გიგანტებს როგორებიცაა `primetime~, `ტაბულა~ და `ხაშურის მოამბე~.
4. პირველი ერთი წელი გაუქმებული იქნება სავიზო რეჟიმი (ამ დროს ყაზარმულ რეჟიმზე იქნება გადასული სურამის პოლიციის განყოფილება, რადგან იზრდება საშიშროება ჯაშუშების შემოსვლისა ქემფერიდან და ვერტყვიჭალიდან), ხოლო ერთი წლის შემდეგ ვიზის ღირებულება იქნება 10 ლარი (ვინც 2 ვიზას შეიძენს მესამე გადეცემა საჩუქრად). ღა თქმა უნდა ეს ფულიც სუარმის ბიუჯეტის საკუთრება იქნება და უკვე შეგვეძლება ტელევიზიაც დაავარსოთ, რომ ზემოთხსენებულ გიგანტებს გავუწიოთ კონკურენცია.
5. ახლად შექმნილ სახელმწიფოს დასჭირდება უამრავი ადამიანური რესურსი, შესაბამისად მოხდება ადგილობრივების დასაქმება, არაა გამორიცხული, რომ ღვაწლმოსილი სურამლები მოვიწვიოთ და დავასქმოთ ხე-ტყის განვითარებაში.
6. ბუნებრივია კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მოხდება კონსტიტუციის დამუშავება, ხოლო დამუსავების შემდეგ მოხდება მწარედ დაგინება, რომ მინიმუმ 200 წელი არაფერი შეიცველბა კონსტიტუციაში. Kკონსტიტუციურად სურამის სახელწოდება განისაზღვრება – სურამის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ენად დავტოვოთ ქართული, ხოლო ისეთ რეგიონებში როგორიცაა ბაინათხევი, კაკალათხევი და გვერდისუბანი გარდა ქართულისა იყოს ადგილობრივი ენებიც.
7. Bბიუჯეტის ხარჯით მოხდება სომეხი ისტორიკოსების მოწვევა, რომლებიც დაგვიწერენ ისტორიას (სავარუდოდ ამ ისტორიის დაწერის შემდეგ ჩვენი აღმოჩნდება ბარსელონას დიდი ნაწილი და ნიუიორკის ჩინელთა დასახლება)
8. საკანონმდებლო ორგანო იქნება პარლამენტი, რომელშიც იქნება ორი პალატა – ზედა და ქვედა (შესაძლებელია იყოს მარტო ქვედა, მაგრამ ზედა და ქვედა უფრო მაგრად ჟღერს).
9. საპარლამენტო არჩევნები იქნება 4 წელიწადში ერთხელ.
10. აუცილებელია კულტურული ღონისძიებები. კავშირმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მოეწყობა სურამის კარნავალი, რომელიც დაიწყება ჯაფინაურიდან და დასრულდება საკონსერვო ქარხანასთან. ამ დროს გამოვლინდება `შალახოს~ საუკეთესოდ შემსრულებელი, რომელსაც გადაეცემა დიდი ცხვირსახოცი წარწერით – დაპატა-დაპატა-დაპატა.
11. მოხდება ნაზუქის დაპატენტება სვაჭრო ნიშნით - სურამული ნაზუქი. გაყალბება დაისჯება უმკაცრესად!
12. ყოველ წელს ნდი (ნამდვილი დემოკრატია იფურჩქნება), ჩაატარებს გამოკითხვებს და თუ კარგ პასუხებს დაწერენ შეიეძლება მინისტრობასაც გამოკრან ხელი.
ესაა მოკლედ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. თითოეული სურამელი ვადებულები ვართ ამ საშვილიშვილო საქმეში წვლილი შევიტანოთ. ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველბი შემეხმიანეთ მე. საწევრო სიმბოლურად შეადგენს 5 ლარს (ხელმოწერებისათვის თაბახის ფურცელი დაგჭირდება, რომელიც ძალიან გაძვირდა).ვინც ახლავე დამიკავშირდება 5 თვე განთავისუფლდება გადასახადისაგან.
ძალიან გამიჭირდა ზემოთთქმული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეგებ ამის შემდეგ როგორც მეზობელი მაინც გავახსენდეთ საქართველოს მთავრობას და მოგვაქციოს ყურადღება, თორემ ისე ჩვენსკენ არ იხედებიან.
სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე ლადო გოგოლაძე.
2012წ. 16 ივლისი.


Wednesday, July 11, 2012



უმუშევრობის დაძლევის ეროვნული პროგრამა
------------------------------------------------
 
უმუშევრობა მთელი მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემად იქცა. უამრავი ადამიანი ცდილობს, გამონახოს გზა და შეებრძოლოს მას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაოა. არცთუ დიდი ხნის წინ, საყოველთაო საზრუნავით გულდამძიმებული, დავჯექი და გადავჭერი კიდევაც ეს პრობლემა. შესაბამისად ჩვენ, როგორც მსოფლიოს ნაწილს, შეგვიძლია მთელ კაცობრიობას მხსნელად მოვევლინოთ და უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი და ასი პრცენტით გამართლებული პროგრამა შევთავაზოთ. მოკლედ გაგაცნობთ პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს (პროგრამა ქართულ სინამდვილესაა მორგებული მაგრამ მსურველს შეუძლია, საკუთარ ქვეყანას მოარგოს).
მაშ ასე: უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები და 150 პარლამენტარის ნაცვლად გვეყოლება 1000 (სასურველია 1500). ამ ნაბიჯით გადავჭრით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის პრობლემას. განვიხილოთ როგორ: 1000 პარლამენტარისგან ყველას ჰყავს: მძღოლი; იქმნება დეპუტატის ბიურო, რომელშიც მინიმუმ, 20 კაცი დასაქმდება. ათას კაცში, მინიმუმ 30-40 ნათესავი ყველას ეყოლება. რომელი თავმოყვარე პარლამენტარი ეტყვის თავის ნათესავს დასაქმებაზე უარს?!
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიან უნდა მივიღოთ ამდენი პარლამენტარი? პროგრამის მიხედვით, ხდება რაიონების დაყოფა. მაგალითად, იქნება ზემო, ქვემო და შიდა ხაშური. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ეს დაყოფაც უმუშევრობის აღმოფხვრის სურვილითაა განპირობებული. ზემო, ქვემო და შიდა ხაშურს გამგებელი არ უნდა? გამგებლებს – მოადგილეები და ასე შემდეგ, ანუ ამ ერთი შეხედვით მარტივი ცვლილებით (რაიონების დაყოფით) ვაგვარებთ არანაკლებ მილიონი ადამიანის პრობლემას. რაღა დარჩა 3 მილიონი ადამიანი რომელთა დასაქმებაც იმდენად მარტივია, რომ ბოლოს მუშა-მოსამსახურეების დეფიციტიც კი შეიქმნება ქართულ ბაზარზე.
აუცილებლად უნდა გავზრდოთ სამინისტროების რიცხვიც.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფონზე აუცილებლად უნდა შევქმნათ ლტოლვილთა და შესახლების სამინისტრო, თორემ, ვინც გამოსასახლებელი იყო ყველა გამოასახლეს, ახალი სამინისტრო მათ შესახლებაზე იზრუნებს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს სპორტისა და ხანდაზმულთა სამინისტროც. ამ სამინისტროში დასაქმდება ასაკოვანი ხალხი. ისინი ისევე როგორც ყველა სხვა სამინისტროს თანამშრომლები, არაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს იქნება ერთადერთი სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებსაც ექნებათ გასამართლებელი მიზეზი: `დავბერდით, ბაბუ და მეტი აღარ შეგვიძლია~.
აუცილებლად უნდა დაარსდეს დემონტაჟისა და პროფესიული ნგრევის სამინისტრო, სადაც ქვეყნის ყოფილი დამანგრევლები  დასაქმდებიან. ამ სამინისტროს არასოდეს ექნება კადრების დეფიციტი, მეტიც, აქ იმდენი პროფესიონალი მოიყრის თავს, რომ შეგვეძლება უცხოეთში გავგაზავნოთ ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად.
კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, როცა გაუხარდება, მაშინ შექმნას, თვითონ რომ უნდა იმის სამინისტრო, მაგრამ უნდა აიკრძალოს ერთი კაცის მიერ ორი ან მეტი სამინისტროს შექმნა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი პრიორიტეტული დარგების მონოპლიზაცია, როგორიცაა სუბტიტრების სამინისტრო, წვეთოვანი მორწყვის სამინისტრო, ჰიბრიდული ჯიშების სამინისტრო, ლაზიკის განვითარების სამინისტრო და სხვა.
გარდა ამისა, უნდა დაიყოს დღეს არსებული სამინისტროები. რა დაშავდება იმით, თუ ცალკე იქნება ეკონომიკისა და ცალკე მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე, ცალ-ცალკე უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები და ა.შ.
ამ ღონისძიებების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 100 000-მდე უმუშევარი დარჩება. ისინი შეგვიძლია კულტურულ მემკვიდრეობად ჩავთვალოთ, რადგან ამ დროისთვის ცნება `უმუშევარი~ ისეთივე უცხო იქნება, როგორც დღესაა `დასაქმებული~.
პ.ს. როდესაც ამ ყველაფერს მოვრჩებით, ქართულ ციტრუსთან, მინერალურ წყალთან და ღვინოსთან ერთად, თამამად შეგვიძლია სიღარიბის დაძლევის პროგრამაც გავყიდოთ ან გავაჩუქოთ. მხოლოდ ერთს გთხოვთ: ჩემი სახელის მიწერა არ დაგავიწყდეთ. იქნებ რომლიმე ქვეყნაში იყოს საჩემო ვაკანსია და მუშაობა დამაწყებინონ.
ლადო გოგალაძე 

Tuesday, July 10, 2012


20 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს სურამი (ნაწილი II)
მას შემდეგ რაც ამ თემის პირველი ნაწილი გამოვაქვეყნე, ტურიზმის დეპარტამენტის ოფიცილაური ინფორმაციით  სურამს 28-ით მეტი ტურისტია ეწვია. ვერ გეტყვით რის ბრალია (მტრები აქტიურად მუშაობენ ვერსიაზე, რომ სასაუზმე `ნაპერწკალში~ ქაბაბის ხორცით კეთება დაუწყიათ და მაგიტომ მოგვაწყდა ამდენი ტურისტი), მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოველივე ამის ფონზე მათთვის ვინც ჯერ ისევ ვერ შეიგრძნო სურამის ფასი გადავწყვიტე კიდევ 20 მიზეზით შევეშველო, რომ ამ ქვეყნიური სამოთხის ფასი იგრძნოს(მეზობლად მცხოვრებ ხალხებს არ ეხებათ, მათთან მიმართებაში ეს იგივე იქნება რაც წყლის ნაყვა).
1) ლონდონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცნობილი მკვლელს ჯეკი მფატრავს არავითარი კავშირი არ ქონია სურამთან. შეასბამისად ვინც ამის გამო იკავებდა თავს სურამის სიყვარულისგან გზა ხსნილია.
2) სურამის შესახებ ცნობები გვხვდება ძველ ეგვიპტურ ჩანაწრებში, სადაც ფარაონი რამზეს მეორე თავის ცოლს ეუბნება – ჰატშეფსუტ, თუ კაიროში ვერ ვნახეთ შენთვის კარგი კაბა, სურამში წავიდეთ და ებრაელებში ვიყიდოთ! შესაბამისად ვისაც უყვარს ეგვიპტე უნდა უყვარდეს სურამიც.
3) სურამში არის ლესია უკრაინკას სახელობის მესამე სკოლა. სკოლა რომლის მსგავსი დედამიწაზე არაა და არც არასდროს არ იქნება. შესაბამისად ვინც ეს სკოლა დაამთავრა აუცილებლად უნდა უყვარდეს სურამი(ისე, ძალიან მეეჭვება ვინც ეს სკოლა დაამთავარ იმათ სურამი რომ არ უყვარდეთ).
 4) ბოლო დღეებია მისმა აღატებულებამ საქართელოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა – სურათი, მარტივი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ ნელ-ნელა ცდილობს, რომ წარმოთქვას – სურამი. ცდილობს და წვალებას ნუ დავუკარგავთ. შესაბამისად ვისაც გიყვართ მისი აღმატებულება საქართველოს პრეზედიენტი უნდა გიყვარდეთ სურამი.
5) უტყუარი ფაქტებით მტკიცდება, რომ კოლუმბს ჯერ სურამი უნდოდა ენახა და მერე წასულიყო ინდოეთის აღმოსაჩენად, მაგრამ ხაშურში რომ მოსულა ჭალაზე ცოცხალი უყიდია და ისე მოწამლულა, რომ მაშინვე თბილისში გადაყვანა გამხდარა საჭირო, ხოლო როცა გამოკეთდა ესპანეთის დედოფლის წერილი დახვდა, დროზე წადი და ინდოეთის გზა ნახე, თორემ აქ აღარ დაგინახო ჩამოთრეული. შესაბამისად ვისაც გიყვართ კოლუმბი უნდა გიყვარდეთ სურამი.
6) ნიგერიის მცხუნვარე მზის ქვეშ არის ქალაქი სურამი (ჰტტპ://ენ.წიკიპედია.ორგ/წიკი/შურამე) შესაბამისად ვისაც გიყვართ Nნიგერია უნდა გიყვარდეთ სურამი.
7) როდესაც ჩარლ ბებიჯმა პირევლი კომიუტერი შექმა უნდოდა, სურამი დაერქმია, მაგრამ მერე გადაიფქირა – არანაირი შეხება არ მაქვს სურამთან და საერთოდ სადაა არ ვიცი და რატომ დავარქვაო?! (ისე, ვერ გაამტყუნებ). შესაბამისად ვისაც არანაირი შეხება არა გაქვთ სურამთან მაინც უნდა გიყვარდეთ სურამი.
8) კრწანისის ომში სანამ წავიდოდნე 300არაგველს უნდდა სურამში, მუხებში დაელიათ, მაგრამ მაშინ იქ მუხები არ ყოფილა გაშენებული და გადაიფიქრეს. შესაბამისად ვისაც გიყვართ 300არაგველი უნდა გიყვარდეთ სურამი.
9) რომეო და ჯულიეტას თავდაპირველ ვარინატში, სიკვდილის წინ რომეო ჯულიეტას ეუბნებოდა :       საამაყო კი ბვერი მაქვს,
           მაგრამ ვამაყობ თუ რამით –
           ვამაყობ მხოლოდ შენით და
           რაღათქმა უნდა სურამით!
შემდეგ შექსპირს ეს სიტყვები მარკეტინგული თვასაზრისით ამოუღია (ხაშურლები არ იყიდიანო გამომცემელს უთქვამს). შესაბამისად ვისაც გიყვართ შექსპირი უნდა გიყვარდეთ სურამიც.
10) 1555წელს ამასიის ზავის ხელმომწერ შაჰ თამაზს დედა ყოლია ცედნიდან (სავარაუდოდ გოგოლაძის ქალი), რომლესაც უყვარდა ჯაფინაურელი თამაზი გელაშვილი და შაჰ თამაზსაც მაგიტომ დაარქვა მისი სახელი. შესბამაისად თუ ვინმეს გიყვართ შაჰ თამაზი უნდა გიყვარდეთ სურამი.
11) ძველი ბერძენი მეცნიერი და ისტორიკოსი პლუტარქე ამტკიცებდა, რომ ქარონს (მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები.)ნავზე წარწერა ქონდა ხაშური-სურამი-ჩუმათელეთი, როცა ეკითხებოდნენ ეს რა აწერიაო, მხოლოდ ამოიხრებდა და იტყოდა –დრო მოვა ყველა გაიგებსო. შესაბამისად ვისაც გიყვართ ბერძნული მითოლოგია უნდა გიყვარდეთ სურამიც.
12). პირველად სურამში მოხდა მაგნიტოფონის კასეტის საწერი კალმით გადახვევა და გაწყვეტილი ადგილის მანიკურით დაწეპება. შეაბამისად ვისაც ეს გაგიკეთებიათ აუცილებლად უნდა გიყვარდეთ სურამი.
13) ქართული მხატვრული ფილმის `ფეოლას~ დასკვნითი სცენა, სადაც კიევის დინამოს სატდიონზე თამაშობენ ბავშვები, უნდა გადაეღოთ სურამში, მაგრამ მაგ დროს გვერდისუბანი-ბაინათხევი ცხვარზე და ოციანზე თამაშობდნენ და გადაღებაც ჩაშლილა.შესაბამისად ვისაც გიყვართ ცხვარი და ოციანი უნდა გიყვარდეთ სურამი.
14). 1980წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე დახურვისას რომ დათვის გააფრინეს (ჰტტპ://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=იP3ღA4უწ0X4) სად გაქრა დღემდე არ იციან, არად მე მაქვს უტყუარი ცნობა, რომ ბაიანთხეველ მონადირემ (გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე სახელს და გვარს არ ვასახლებ)ჩამოაგდო. ჩვეულებრივი დათვი ეგონა და ესროლა. მერე პირად საუბარში კი მითხრა - რო დაფრინავდა და ბუშტები ეჭირა კი გამიკვირდა, მაგრამ დათვებისას რას გაიგებო! შესაბამისად ვისაც გიყვართ მონადირული ამბები უნდა გიყვარდეთ სურამი.
15) დიდ ქართველ მწერალს გოჩა მანველიძეს თავის უკვდავი ნაწარმოების `მგლების~ არც ერთ ნაწილში არ აქვს ნახსენები სურამი. (ვაღიაროთ რომ ამხელა პატივი სურამისთვის არავის უცია), შესაბამისად ვისაც  წაგიკითხავთ თუ არ წაგიკითხავთ `მგლები~ მაინც უნდა გიყვარდეთ სურამი
16). მეცნიერებმა დიდი კვლევის შემდეგ დაადგინეს ჯოკონდას ღიმილის მიზეზი, თურმე როცა და ვინჩი ჯოკონდას ხატავდა სურამელი ნანული ლომიძე (რომელიც ამ დროს ლეონარდოს ბებიას უვლიდა), უკნიდან მიეპრა და იღლიაში მოუღიტინა. ლეონარდომაც სიცილი ატეხა(ალბათ შეყვარებული იყო) და ჯოკონდას სახეზეც გამოხატა ეს ღიმილი. შესაბამისად ვისაც გიყვართ დიდი ხელოვნება უნდა გიყვარდეთ სურამი.
17). დინოზავრები რომ შენდებოდნენ ერთ დინოზავრს უთქვამს – მარტო სურამზე დამწყდება გულიო და გადაშენებულან. შესბამისად ვისაც უყვარს დინოზავრები უნდა უყვარდეს სურამიც.
18). პომპეუსმა რომ ილაშქრა საქართველოში, უკეან რომ დაბრუნებულა პორტში ზღვა ხალხი დახვედირა და კითხვაზე რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტადო უპასუხია – სურამული ნაზუქიო, მაგრამ გასაყიდი კი არა ოჯახში რომ აცხობენ ისო (კიდევ უკითხავთ რას ვერ აპატიებდი მეგობარსო და მასაც უპასუხია ღალატსო). შესბამისად ვისაც გიყვართ პომპეუსი და ნაზუქი უნდა გიყვარდეთ სურამიც.
19) 1986 წლის 19 ივლისს სამყაროში დიდი ძვრები მომხდარა. მეცნიერებს ეგონათ უდიდესი კატაკლიზმების ხანა იწყებოდა, რეალურად კი გავჩნდი მე. შესაბამისად ვისაც მე გიყვარვართ (როგორ შეიძლება ჩემსავით სათნო, კეთილშობილი, ზომიერად ფერხორციანი ადამიანის არ შეყვარება?!)ყველას უნდა გიყვარდეთ სურამი.
20) ესაა მიზეზი რითაც ბევრჯერ მიამაყია, ქართული მწრლობის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა გურამ დოჩანაშვილმა თავისი უკვდავი ნაწარმოების - `სამოსელი პირველი~ - ბოლო სტრიქონები დაწერა სურამში:)
კიდევ მილიონობით მიზეზია თუ რატომ უნდა გიყვარდეს ეს ულამზესი დაბა, მაგრამ თუ ადამიანს ამ ყველაფრის მერე მაინც არ მოუბრუნდა გული ჩვენზე ე.ი. საქართველოს პრეზიდენტია.
რიგითი სურამელი ლადო გოგოლაძე. 2012წ. 10.07.12