Wednesday, December 5, 2012

გილოცავთ საბჭოთა კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ კონტიტუციის ყდასავით მყარ შემოსავალს :)


ეს იყო შორულ 1936 წელს. სადღაც შორს, სისხლისმსმელი ადოლფი იკრებდა ძალას. ოკეანის გაღმა ეკონომიკური კრიზისს ებრძოდა ხალხი. აქ კი კრემლის თბილ კედლებში ჩვენზე ზრუნვაში მორიგი ღამე დაათენდა ძია სოსოს,კალინინს, მოლოტოვს, ზინოვიევს და წრუწუნას, რომელსაც სორო კარადის უკან ქონდა და ხმაურში ვერ იძინებდა. 1936წლის 5 დეკემბერს, როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და დასრულდა კონსტიტუციაზე მუშაობა.
დღეიდან საბჭოთა ხალხს ახალი კონტიტუცია ექნება. განა ასეთ სიხარულს ყოველდღე გვჩუქნის ბუნება? ყირგიზი ხალხი სიხარულის ნიშნად საბჭოთა კავშირში გაწევრიანდა. დიახ 5დეკემბერმა ჩაუყარა საფუძველი:
  1. თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩას;
  2. პირსისხლიანი ადოლფის დამარცხებას;
  3. თბილისი-მოსკოვის რეისს 37 მანეთად;
  4. წონის კარაქში შუაგულის ამოჭრას;
  5. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასანთზე და საპონზე ფასების გაიაფებას;
  6. გაზეთს ”ახალგაზრდა კომუნისტი”;
  7. ყოველ წელს 5 დეკემბრის აღნიშვნას;
  8. ”ერევნის რადიოს” არსებობას;
  9. ლენინის თავიან 25 მანეთიანს, რომლის გამოც ბევრ ბავშვს უხაროდა ახალ წელს მეკვლედ წასვლა;
10.  გრიშა ონიანის ნოსტალგიას საბჭოთა კავშირისადმი;
11.  ანეგდოტების გმირებს: საქულას და მაქულას;
12.  საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბებას;
13.  თამაშებს: ”ქურდი ქალი”, ”ტვალეტობანა”, ”დურაკა”;
14.  საინფორმაციო გამოშვებას ”ვრემია” (რომელმაც თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა ”კურიერს”);
15.  ხუთწლედის შესრულებას 4-ში;
16.  ჯაზის და როკის იატაკქვეშ მოსმენას;
17.  ნობელის პრემიის ანტისაბჭოურ ელემენტად გამოცხადებას;
18.  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას (რომელმაც თავისმხრივ საფუძველი ჩაუყარა ”ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას);
19.  3-4 მანეთად ერთი კილო კიბოს კისერის გაყიდვას;
20.  რევაზ ლაღიძის ”თბილისოს” შესრულებას ქართულის შემდეგ რუსულად;
კიდევ მრავალ მოსაგონებელ ჩაუყარა ამ დღემ საფუძველი, მაგრამ ყველაფერს აქ რას დავტევთ.
გილოცავთ საბჭოთა კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ კონტიტუციის ყდასავით მყარ შემოსავალს :)

No comments:

Post a Comment