...თამადა ისე, მადიანად, ჭამს მგონი ვერც მიხვდა რომ მამალია, თან ბებერი მამალი. ხარშვისას კი დამტანჯა, ”ალიოშამ”, მაგრამ გემრიელი კი გამოდგა. რადგან ყოველ დილით ”ალიოშას” ყიყლიყო აღარ გამაღვიძებს რას ვჩივი - ფიქრობდა დიასახლისი, თან მოკრძალებული ღიმილით იღებდა ქათინაურებს გემრიელი ჩახოხბილისათვის.
- ჩახოხბილი თუ გამაკვირვებდა რას წარმოვიდგენდი - როხროხით ამბობდა თამადა - ეტყობა, რომ ქორფა ვარიკა გაიმეტეთ სვავებისათვის.
საერთო სიცილი მოყვა თამადის ხუმრობას.
... ”ალიოშას” მედიდური სიარული უყვარდა. ჯერ კიდევ წიწილი იყო როცა პირველად შეეჩეხა მტერს და გამარჯვებული გამოვიდა (ღორი ”ნორბეგი” ცდილობდა ქათმების საერთო ჯამიდან წყლის დალევას და ”ალიოშამ” აღკვეთა მისი ეს მცდელობა).ამის შემდეგ ერთ-ორად გაიზარდა ”ალიოშას” ავტორიტეტი დედლების თვალში. გამოჩეკვიდან ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად დაიყივლა. საკუთარი გულის ცემის ხმა ესმოდა ისე გაუხარდა პირველი ყიყლიყო. ამის შემდეგ ”ალიოშა” იყო მთელი სოფლის პირველი ხმა. ყოველი დილა ”ალიოშას” ყივილით იწყებოდა. თვითონ მას ეგონა, რომ თუ ის არ დაიყივლებდა არ გათენდებოდა და ყოველდღე ადრე იძინედბა, რომ თავის დროზე გაღვიძებოდა, რათა სოფელი და საერთოდ დედამიწა დაეცვა გაუთენლობისაგან.
ერთ-ორჯერ დაფიქრდა სანამ ის გამოიჩეკებოდა როგორ თენდებოდა, მაგრამ მისი ტვინი ბევრ ფიქრს ვერ იტანდა და შეეშვა.
”ალიოშას” ერთი ოცნება ქონდა - უნდოდა გამოთქმის - ვაშლივით წითელის მაგიერ ხალხს ეთქვა - ”ალიოშას” ბიბილოსავით წითელი, მაგრამ ამ ოცნებას ვერავის უმხელდა. ფიქრობდა საზოგადოება თვითონ მიხდება ამას და ჩემგან თქმა უხერხულიაო.
როცა მოიზარდა დედლების გულთამპყრობელი გახდა. სამეზობლოში რამდენ დედალს წასვლია გული ”ალიოშას” დანხვაზე; რამდენ დედალს უნატრია ”ალიოშასგან” კვერცხის დადება. ცოდვა გამხელილი ჯობს და ”ალიოშაც” არ წყვეტდა გულს არავის, ამის გამო იყო ოჯახს რომ ვერ მოეკიდა ჩვენი გმირი. კი, შვილები ბევრი ყავდა, მაგრამ ოჯახი მაინც სულ სხვა რამეა ნამდვილი მამალისათვის.
- ოჯახისათვის ჯერ მზად არა ვარ - ხშირად უთქვამს ”ალიოშას”.
ქათმებისგან განებივრებულს არც პატრონის ბატონი გურამის ყურადღება არ აკლდა. ასე უზრუნველად გაატარა სიცოცხლის 364 დღე (ნაკიანი წელიწადი არ იყო). 365-ე დღეც ”ალიოშამ” გაათენა. ბატონმა გურამმა ხორბალი დაუყარა და ცოლს გასძახა
- მე, ვჩაქრობ და დათოს ვეტყვი და დაკლავს.
თითქოს რაღაც ცუდი იგუმანა ”ალიოშამ”, მაგრამ მერე თავისთვის თქვა:
- მე თუ დამკლეს ვინღა იყივლებს დილით? თუ არ ვიყივლე არც გათენდება და სულ ღამეში ხო არ დარჩებიან? ალბათ სხვა რამე იგულისხმა გურამმა.
თუმცა ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენი ”ალიოშა” ფიქრობდა. მეზობლის პირტიტველა ბიჭმა, რომელსაც სამყაროსათვის იმის მემლიონედი არ ქონდა გაკეთებული რაც ”ალიოშას”, ცულის ერთი მოქნევით წააცალა თავი სამყაროზე უანგაროდ მზრუნველ მამალს. თავისთვის, რომელიც უსასოოდ აღებდა პირს ყურადღებაც აღარ მიუქცევია, უთავო ტანი კი დიასახლის მიუტანა და მადლობის მოლოდინში გაიჯგიმა.
- ეჰ, რას წარმოვიდგენდი თუ დამკლავდნენ, თორემ არ დავიყივლებდი დღეს და არ გავათენებდი - ამასღა ფიქრობდა ”ალიოშას” მოჭრილი თავი.
...სტუმრები კმაყოფილები ჩანდნენ. მასპინძლებიც, რადგან ვერავინ მიხდვა, რომ ჩახოხბილში ქორფა დედლის მაგიერ ”ალიოშა” იყო
მორალი: ?!
No comments:
Post a Comment