ლოზუნგი, სლოგანი - მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, მოწოდება, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნილება; (მ. ჭაბაშვილი, ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი,,)
დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ 21 წელს ითვლის, მაგრამ ამ ხნნის მანძილზე იმდენი ლოზუნგი იყო, რომ მთელ მსოფლიოს თუ არა ევროპის დიდი ნაწილს ნამდვილად ეყოფოდა.ლოზუნგები განსაკუთრებულ აქტუალობას წინა სააარჩევნოდ იძენს.ბუნებრივია ამ პროცესებს არც საქართველო ჩამორჩება, არჩევნები კარსაა მომდგარი და საარჩევნო სლოგანებიც გაახმაურეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა.
ნაციონალური მოძრაობა – “მეტი სარგებელი ხალხს”
აშკარაა, რომ სლოგანი გათვლილია მასაზე, მაგრამ რამდენად მიიღებს ხალხი ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. ყველას გვახსოვს ნაციონალების სლოგანი `გასაკეთებელი კიდევ ბევრია~ ამ ახალი ლოზუნგის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა ანუ ყველაფერი გაკეთდა და ამ გაკეთებულით უნდა მიიღოს სარგებელი ხალხმა?! ახალ ლოზუნგში ნაციონალებმა დაუშვეს იმის ალბათობა, რომ აქამდე ხალხზე მეტ სარგებელს სხვა ნახულობდა, რაც იოლად რომ ვთქვათ წინა საარჩევნოდ მათ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს.( დემოკრატიის მამამთავრები - ამერიკელები უდიდეს ყურდღებას აქცევენ საარჩევნო სლოგანებს და დიდი სიფრთხილითაც ეკიდებიან მას, რადგან არასწორად შერჩეულმა სლოგანმა შეიძლება ელექტორატის დიდი ნაწილი დააკარგვინოს კანდიდატს ან პირიქით, როდესაც რონალდ რეიგანი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ხალხმა ცნობილი მსახიობი ახალი იმიჯით გაიცნო – "კანდიდატი თითქმის ბავშვური ღიმილით”. მოგეხსენებათ რეიგანი ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ამომრჩევლთა ხმების უდიდესი ნაწილი მიიღო).სლოგანში წინაა წამოწეული ელექტორატი, ფაქტია, ხალხის წინ წამოწევით უნდათ მოახდინონ იმის აფიშირება, რომ სწორედ ხალხია უპირველესი საზრუნავი, მაგრამ შეიძლება გადაჭრით ითქვას, დღევანდელი სოციალური გარემოდან გამომდინარე ეს სლოგანი თავის ფუნქციას ოდნავ ვერ შეასრულებს, მეტიც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის გამაღიზიანებელიც აღმოჩნდეს.
კოალიცია ქართული ოცნება – აიხდინე ქართული ოცნება`
ქართული ოცნების~ სლოგანში ჩადებულია სიტყვა `ქართული~ რაც ქართველებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენა, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ყველა ქართველს ერთხელ მაინც უოცნებია გაბრწყინებულ საქართველოზე, ხოლო სლოგანის ავტორები სწრედ ამ საქართველოს პირდებიან, რაც მათთვის მისაღებია. ჩნდება კითხვა - რა ქნან საქართველოს იმ მოქალქეებმა ვინც არ არიან ქართველები? მაგრამ მე ვფიქრობ სლოგანის ავტორებმა ამაზე იფიქრეს, რა თქმა უინდა რთული იქნებოდა –აიხდინე, ქართული,სომხური,აზერბაიჯანული და სხვა ოცნება, სიტყვაში `ქართული~ იდეურად სწორედ იმ ხალხის ოცნება იგულისხმება ვინც საქართველოს მოქალაქეა. მოკლედ ამ ლოზუნგზე გადაჭრით მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ სწორადაა მორგებული არსებულ რეალობას და დიდი შანსია, რომ სწორადაც იმუშავებს.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ
ჩევნ რომ არ გვქონდეს გაგონილი არსენა მარაბდელის ან რობინჰუდის შესახებ შეიძლება ეს სლოგანი მისაღები და კარგად მორგებულიც მოგვჩვენებოდა, მაგრამ დღეს ვინც ამ სლოგანს გაიგებს ყველას ეცინება. ამასთან ერთად შუა საუკუნეების ეპოქა დასრულდა და რატომ უნდა წაართვა ვინმეს რამე, თუ მას ყველაფერი კანონიერი გზით აქვს ნაშოვნი? ლეიბორისტებს ყოველთვის უნდათ, ხაზი გაუსვან რომ ისინი მუდამ ჩაგრულთა მხარეს დგანან და ალბათ ეს სლოგანიც სწორედ ამიტომ აირჩიეს, თუმცა პოლიტიკაში სხვის ნათქვამის გამეორება და მით უფრო საარჩევნო სლოგანად არჩევა ცუდი ტონია, რაც პარტიაზე კარგ გავლენას ნამდვილად არ მოახდენს.
ქ.დ.მ – შვილებს-განათლება; მშობლებს-დასაქმება; პენსიონრებს-დაფასება
ქრისტიან-დემოკრატები როგორც წესი სოციალურ უზრუნველყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ სლოგანითაც ამაზე უსმევენ ხაზს, მაგრამ ერთია ყურადრების გამახვილება და მეორეა რამდენად სწორადაა მახვილი გაკეთებული.წინა სლოგანის უმთავრესი მესიჯი იყო კომუნალური გადასახდების ტარიფი,ხოლო ამ სლოგანში საერთოდ არაა გამახვილებული ამ საკითხზე ყურადღება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული თუ ტარიფი მართლაც შემცირდებოდა. წინა ლოზუნგსა და ამ ლოზუნგს შორის ძალიან დიდი სიცარიელეა დარჩენილი, რაც პოლიტიკური სუბიექტისათვსი დადებითი ნამდვილად არაა.
პარტია `მომავალი საქართველო~ - ვმართოთ საქართველო სუფთა ხელებით
ეს სლოგანი, უფრო მეტად ჰიგიენური საშუალებეის რეკლამს მაგონებს, ვიდრე პოლიტიკური პარტიისას.
აუცილებლად პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სლოგანი – ავსახოთ რეალობა. ამ სლოგანით ცესკოს თითქოს უნდა, რომ სმართლიანი იმიჯი შეიქმნას, მაგრამ ამომრჩევლის თვალში რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცესკოს ლოზუნგითაც ცდილობს დაუპირსპირდეს `ქართულ ოცნებას~, მოგეხსენებათ სიტყვები რეალობა და ოცნება ერთმანეთის ანტონიმებია,შესაძლებელია ეს უბრალოდ დამთხევაა, მაგრამ ასეთი დამთხვევბი როგორც წესი ძალიან იშვიათად ხდება.
No comments:
Post a Comment