...ცუდს არაფერს არ უგრძნობდა გული.. .
მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ არც ახლაგაზრდა აღარ იყო. უკვე ორი ვირთხის მამას ოჯახის მძიმე ტვირთი ქონდა აკიდებული და ამის გამო უფრო იყო შებერებული, თორემ სულ რაღაც 6წლისა უნდა გამხდარიყო სამ დღეში....როცა დაბადებულა დედამისი (დამსახურებული ვირთხა), მასზე მშობიარობას გადაყოლია. ალბათ ამის გამო თავიდანვე აითვალწუნეს ვირთხულ სამყაროში. განმარტოებით იზრდებოდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი. 7თვის იყო როცა პირველად მეზობელს გაყვა ბუნკერში სანოვაგის მოსაძებნად, მაშინ ნახა ყველზე დიდი მტერი –ადამიანი. პირველად, როცა დაინახა გაიფიქრა კიდეც რაღაცით მგავსო.2 წლისა დაოჯახდა. მეზობელის ვირთხა, თავსიზე 3თვით უფროსი ცაბუნია შეირთო. მამამისმა ისეთი ქორწილი გადაუხდა, რომ დიდი ხანი ყველას პირზე ეკერა. სუფრას ლორის კანით დაწყებული - სოსისის გაფცქვნილი ქერქით დათავრებული არაფერი აკლდა. მალე პატარა წრუწო შეეძინათ. ასე ეგონა, რომ მისი ბედნიერება არასოდეს დასმთავრდებოდა, მაგრამ მალე დიდი უბედურება ეწვია. მამა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო ტრაგიკულად დაეღუპა. იყო ერთი გლოვა და ვაება. თავი არ შეირცხვინა და როგორც მამას ეკადრებოდა ისეთი დაკრძალვა გაუკეთა. ნაგავსაყრელის საუკეთესო ადგილას დამარხა. მამის გარდაცვალების შემდეგ მთლიანად მას დააწვა ოჯახის მძიმე ტვირთი. საოცრად ღირსეულად უძღვებოდა ოჯახს. თავის 2 და ისე გაათხოვა, როგორც ოჯახს ეკადრებოდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, როცა საჯიშე ბიჭი ღრატო შეეძინათ, თუ აქამდე მხოლოდ 4-5 საათი დადიოდა საშოვარზე ახლა უკვე დილიდან-დღამებამდე ოჯახისათვის იყო გადამკვდარი. როგორც უკვე ვთქვით საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო და მეგობრებიც ცოტა ყავდა, ხოლო ძალიან ახლობელი მეგობარი თითქმის არ ყოლია. სხვებისგან გამორჩეულში. იყო რაღაც არა ვირთხული ალბათ ამიტომაც უჭირდა სხვა ვირთხებთან ურთიერთობა. ერთადერთი ადგილი სადაც სხვებთან ერთად იდგა – ტრიხინისგან მოწამლულთა საზოგადოების ყრილობა იყო, დანარჩენ დროს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვაში ატარებდა. შვილებსაც სწორად ზრდიდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, მაგრამ 6 საათზე ყოველთვის სოროში შემოდიოდა. ღრატოს გარადატეხის ასაკში როგორც ძმაკაცს ისე ექცეოდა, რომ ხელიდან არ გაქცეოდა. შვილების განათელბაზეც იზრუნა: ერთხელ ბუნკერში გადაგდებულ წიგნი ნახა, ისე გაიტაცა კითხვამ რომ ვერც იგრძნოი როგორ მიუახლოვდა ბოროტი ნუგზარი თავისი ძაღლით, როცა დაინახა სწრაფად გაიქცა, ის იყო სოროში უნდა შემძვრალიყო, რომ ნუგზარის ნასროლი ქვა მოხვდა ფეხში და სახსარში გადაუმტვრია. 2თვე მკურნალობდა, მაგრამ რაც მთავარია გამოქცევის დროს წიგნის წამოღება მოასწრო, რითაც შვილებს კითხვა ასწავლა და შეაყვარა. მას შემდეგ ოჯახში შესულ ყველა სტუმარს შესვლისთანავ თვალში მოხვდებოდა ოჯახის ძვირფასი რელიქვია – ალბერ კამიუ `შავი ჭირი~.არავირთხულად კეთილი და ერთგული იყო. ყველაფრის გულთან მიტანა იცოდა. ცაბუნია ხშირად ეტყოდა ხოლმე – შენ გული გაგისკდება ამდენი დარდითო....ახალი დამდგარ იყო 21-ე საუკუნე სულ რამდენიმე წლის. შემოდგომა იყო და უკვე კარგად გრილოდა. დილიდანვე გავიდა საშოვარზე. ცაბუნიამ გააფრთხილა:- ხომ იცი ეს დღეებია გარეთ საეჭვოდ ბევრი ხალხია და ფრთხილად იყავიო.-ბევრი ხალხით ვერ გამაკვირვებო – უპასუხა და წავიდა.მთელი დღე იარა. სარჩოც ბლომად იშოვა. უკვე ბინდდებოდა როცა სახლში მიდიოდა. კანალიზაციიდან ამოძვრა და ერთ-ერთი კორპუსის კედელთან მიდიოდა-მართლა რამდენი ხალხი ყოფილაო, გაიფიქრა და სვლას უმატა. არც ახლა უგრძნობდა ცუდს გული.უცებ ხმა მოესმა:- ვირთხაა, ტიპიური ვირთხაა!!!ჯერ ეგონა რომ ამაზე ამბობდნენ, მაგრამ გაშვერილ თითს გააყოლა თვალი და ადამიანის სილუეტი დაინახა. გაუკვირდა, ადამიანთან პირველი შეხვედრა გაახსენდა (როცა გაიფიქრა რაღაცით მგავსო), შემდეგ გადაწყვიტა ახლოდან ენახა ვის მიამსგავსე. (ხო,გეუბნებით ცუდს საერთოდ არ უგრძნობდა გული) ობიექტს ადვილად მიუახლოვდა და როცა დაინახა მოულოდნელად გულის არეში (აი იმ გულის ცუდს რომ არ უგრძნობდა) ტკივილი იგრძნო. მხოლოდ ის მოახერხა, რომ იქვე ბიძაშვილის სორომდე მიეღწია....
...როცა ცაბუნიას ხალხი ეკითხებოდა რით მოკვდაო:
- შეურაცყოფას ვერ გაუძლოო –პასუხობდა ქვრივად დარჩენილი ცაბუნია.

No comments:
Post a Comment