რომელი წელია არ ვიცი(სავარაუდოდ 80-იანი წლებია, თუ ვინმეს ძალიან დააინტერესებს დავუდგენ)...ხაშურის ”ივერიას” გასვლითი შეხვედრა აქვს წითელწყაროში (დღევანდელი დედოფლისწყარო) . მოკლედ, გაზიპინებული ”ლაზით” მიდიან კახეთში , იციან რა, რომ ნახევარი ხაშურის გული მათ მიყვება. გზაში ხუმრობენ დაძაბული მატჩის მოლოდინში (სამთავრობო ხუმრობებს მაშინ ერიდოებოდნენ, ძირითადად საქულა და მაქულა იყო ”ხადავოი”). დაახლოებით 2-3 საათის მგზავრობის შემდეგ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი წითელწყაროში, მორიდებით აღნიშნა, რომ გზა რომელსაც ადგნენ წითელწყაროში არ მიდიოდა, მეტიც საერთო არაფერი ქონდა კახეთთან. ამ აღმოჩენიდან ძალიან მალე, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და მოვედითო დაიძახა (მემატიანე ამბობს, რომ ავტობუსში ტანგლა მიტოს მიერ შესრულებული ჰანგები იფრქვეოდა. ეს ძალიან დამაჯერებლია, მით უფრო რომ მაშინ დიდი ნინო ჩხეიძე, ჯერ მხოლოდ პატარა ნინო ჩხეიძე იყო). ჩამოვიდნენ ფეხბურთელები,ავტობუსიდან და ზემოთხსენებულმა ფეხბურთელმა თქვა: ეს წითელწყარო არააო, ეს თეთრიწყაროა.
ამაზე ავტობუსის მძღოლმა მიუგო (საკუთარ თავში დარწმუნებულმა. ეს ის დროა როცა ავტობუსის მძღოლები მუდამ მართლები იყვნენ):
- წითელი და თეთრი არ ვიცი მე (მძღოლს რომ წაკითხული ქონოდა სტენდალი ალბათ წითელს და შავს იტყოდა - ლ.გ.) წყარო, წყაროა და თუ თამაში არ გინდოდა ამხელა გზაზე რაღას მოდიოდიო.
...”ივერიას” გამოუცხადებლობის გამო წაგება 0-3 ჩაეთვალა:)))
No comments:
Post a Comment