17 მაისიდან ერთი წელი გავიდა. ბევრი ვიფიქრე თუ რა გვასწავლა ამ დღემ მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ერთი ეგაა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც მანამდე თანამშრომლების გარდა, მხოლოდ იმათ იცოდენენ ვისაც უშუალო კავშირი ჰქონდა, მთელმა საქართველომ გაიცნო და კიდევ ის, რომ ამ დღემ ძალიან ბევრი ადამიანის რეალური სახე დაგვანახა, თუმცა სწავლებით მაინც არაფერი გვასწავლა.
დარწმუნებული ვარ ცხონებული სერვანტესი არათუ არ იცნობდა ქართველებს, გაგონილიც არ ექნებოდა მათ შესახებ არაფერი, თორემ ქარის წისქვილთან მებრძოლი დონ-კიხოტის მონაკვეთი აუცილებლად ქართველების სახელობის იქნებოდა ( "სანამ კომენტარში დაწერთ - "შენ ქართველობას მიხედე", "შენნაირების გამოა ასეთ დღეში, რომ ვართ" და სხვ. ორიოდ წუთით დაფიქრდით ეგებ მართლას ვწერ, ა?).
შარშან ამ ამბის გამოძახილზე დავწერე, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას რატომ არ ვაპროტესტებთ ასე მაგრად-მეთქი და ისეთი ამბავი ატყდა ვიფიქრე ჩემი ბრალია აფხაზეთიც, ოსეთიც, ტაო-კლარჯეთიც და ლამის პომპეუსის შემოსვლაც-მეთქი, არად ისევ იგივე აზრზე ვარ. პანტაპუნტით იტაცებენ ჩვენ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან და თუ იქ ვერ ჩავდივართ, რომ თითი მაინც დავუქნიოთ რუსებს თუ ოსებს, აგერ თბილსში შვეიცარიის საელჩოსთან (მას მერე რაც საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა, სწორედ ეს ქვეყანაა ჩვენ შორის შუამავალი) მაინც მივიდეთ 500 ადამიანამდე და ჩვენი სათქმელი ვთქვათ, მაგრამ მორწმუნე ძმებს ამას როგორ ვაკადრებთ?! საიტერესოა,როდესაც რუსების სარწმუნოებაზე ვამბობთ იმაზე თუ გვიქრია, რომ სწორედ ამ სარწმუნოებით ნიღაბ აფარებულმა გადაგვიარა?!
რა ამის პასუხია და როდესაც "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლები წაღმა-უკუღმა ატარებენ აქციებს და სტლინის ბიუსტებს გვიგამენ მაშინ სად ვართ ქართველი ვაჟკაცები? როგორ დავიჯერო, რომ 10-15 ჰომსექსუალი უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე სტალინს და რუსეთს მოთაყვანე ახალგაზრდები?! ერთხელაც იქნება მართლა შემოგრიალდება ეს ჩვენი თახსირი მეზობელი, რწმენასაც შეგვიბღალავს და ადამიანობასაც, ამასობაში ჩვენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიდევრებს ვდიოთ, სადაც შეგხვდებიან კუდით ქვა ვასროლინოთ, თორემ ეგენი ხომ ქართველობას გვართმევენ.
ანტი დისკრიმინაციული კანონის მიღება არ მიღებაზე არაფერს არ დავწერ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: რამდენიმე ადამიანი მედავა, რომ ამ კანონით სულში ჩაგვაფურთხეს, კანონში პირდაპირ წერია, რომ ერთ სქესიანებს ქორწინება შეუძლიათ და სხვ. დემაგოგია, როდესაც ვკითხე წაკითხული ჰქონდა თუ არა ეს კანონი, აღმოჩნდა რომ არც გადაუშლია. შეიძლება ის კანონი მართლაც ქვეყნის დამაქცევარია, მაგრამ სანამ ამ თემაზე დებატებს გამართავ, რომ გადაიკითხო მაინც და "ფეიბუქზე" გაზიარებული სტატუსით არ იმსჯელო ვგონებ მართებული იქნება.
ჰო, სხვა რა ვთქვა. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჩვენი ცნობიერება ისეთ სტაგნაციას განიცდის ერთი წელი კი არა ერთი საუკუნეც არ გვეყოფა. აქ რასაც ვწერ აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩემი სუბიექტური აზრი და არავის არ ვთხოვ, რომ ეს ჭეშმარიტებად მიიღოს. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ძალიან დიდ სისულეებს ვწერდე, მაგრამ ნამდვილად გეუბნებით, რომ მასონი არა ვარ. ერთი უბრალო სურამელი ბიჭი ვარ.
პ.ს. საინტერესოა მეძავებმა რომ ჩაატარონ აქცია ან აღლუმი ვინმე დაარბევს?!
No comments:
Post a Comment