უმაღლესში რომ ჩავაბარეეს იყო ჩემი პირველი ხანგრძლივი შეხება თბილისთან (მანამდე მაქსიმუმ 2-3 დღით დავრჩენილვარხოლმე). გზების გაგებაში არ ვიყავი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ #135 სამარშრუტო ტაქსი მიდოდა სასწავლებლამდე და მეც ჯაჭვზე გაბმულიძაღლივით მივყვებოდი და მოვყვებოდი. ერთხელაც ჩემმა დამ მითხრა რომ #201-ც იქ მიდიოდა,თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ მერე ვცადე, გავყვეი და მართალი აღმოჩნდა, მალევე გავარკვიე,რომ თურმე #186-ის მაწყობს, ჰოდა დავასკვენი, რომ რომელი "მარშუტკაც" ჩამოივლიდაყველა მიდიოდა სოხუმის უნივერსიტეტში. როცა ეს დასკვნა გამოვიტანე, მინინმუმ ისეთიგანცდა მქონდა როგორც არქიმედეს, როდესაც ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი აღმოაჩინა.მეორე დღეს პირველივე "მარშუკტა" გავაჩერე და გავყევი.ფილარმონიას, რომ მივუახლოვდით (ფილარმონიის არსებობა "იუმორინის" გადამკიდე90-იანებდან ვიცოდი)რაღაც ცუდი ვიგუმანე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეგავბედე და მძღოლს ვკითხე:
- ჯიქიაზემალე მივალთ?!
- შვილო, მეგრელი ხარ?
- არა ბიძია სურამიდანვარ - ამაყად ვთქვი ჩემი წარმომავლობა
- აბა, ამ დილაადრიანადეს გალურ პლანი სად მოწიე?!
მივხვდი, რომ ისეთისულეური კითხვა დავსვი, რომლის მსგავსი ქართულ პარლამენტშიც კი არ დასმულა და გაჩერებამოვითხოვე.
ამის მერე სამარშრუტოტაქსების ტრაფარეტს ისეთი გულმოდგინებით ვკითხულობ, ასეთი გულმოდგინებითთავის დროზე, რომ წიგნები მეკითხა დღეს საკუთარი მძღოლი მეყოლებოდა.
პ.ს. იმ დღეს ტყუილადდავხარჯე 50 თეთრი, გავაცდინე "შუა საუკუნეების ისტორიის" ლექცია და კიდევერთხელ დავწმუნდი, რომ სურამზე მაგარი ადგილი დედამიწაზე არაა.
No comments:
Post a Comment