Thursday, May 22, 2014

ახსნა იმისა თუ რატომ მძულს იგორ გიორგაძე


სტუდენტობისას ზედმეტი ორი კაპიკის შოვნა რამხელა ბედნიერებაა ყველას მოგეხსენებათ, მით უფრო თუ ეს ორი კაპიკია ათი ლარია, თანაც 2003  წელს, როდესაც ათი ლარი ლარობდა. ერთ დღეს სოსოს ჯგუფელმა გვითხრა, იგორ გიორგაძის პარტია თუ ვინმე ახალგზარდა მივა და გაწევრიანდება 10 ლარს აძლევა, ხოლო თუ ვინმეს მიიყვანთ კიდევ დამატებით იძლევიანო. გამოხდა ხანი. ერთ დილით მე და სოსომ ნამეტანი მძიმე ”პახმელიაზე” გავიღვიძეთ და ძალიან მოგვინდა ხინკალი, რომლის ყიდვის არც თავი გვქონდა და არც სხვა ადგილი. ”პახმელიაზე” (არ ვწერ ნაბახუსევს, რადგან ეს ძალიან  იოლი ფორმაა) ვინც ყოფილა დამეთანხმება, რომ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეშმაკსაც კი მიყიდის სულს. ამ დროს გაგვახსენდა იგორ გიორგაძე და ათი ლარი ანუ თითოს ათი და ჯამში ოცი ლარი, რაც სრულებით საკმარისი იყო ხინკლისათვის. გავეშურეთ პარტიის ოფისისაკენ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა. როდესაც მივედით ადგილზე მხოლოდ პარტიის მდივანი დაგხვდა. შეგვიპატიჟა და გვკითხა რამ შეგვაწუხა. მე როგორც პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სოსო გავაფრთხილე იყუჩე და მე ვილაპრაკებ-მეთქი
- თქვენს პარტიაში გვინდა გაწევრიანება
- თქვენი სურვილით - ეს იმდენად გაოგნებული სახით ვთქვა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავს ”გამოიმასქნებული” სახე
- დიახ - ვუთხარი ისე ამაყად, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი
- თუ საიდუმლო არაა რატომ გადაწყვიტეთ? -  ისევ ”გამოიმასქნებული” სახით მეკითხება
ამ შეხვედრამდე, დაახლოებით 1 თვით ადრე უნივერსიტეტში გავდიოდი საგანს - პოლიტიკურ პარტიები-მიზნები და ამოცანები - თუ რაღაც ამდაგავარი და ამ საგნის მიხედვით დავიწყე და დავიწყე:
- ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია თქვენ ხართ. თქვენი პარტიის გზა არის გზა ერთიან ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველომდე - მერე ჩავარიხინე პატივცემული ელგუჯა ქავთარაძის ახსნილი საგნის მთავარი აზრები და საუბრის დაწყებიდან სადღაც მეთხუთმეტე წუთზე სოსოს სახეს მოვკარი თვალი,რომელიც მთლად არ იყო ”გამოიმასქნებული”, მაგრამ ნელ-ნელა ”იმასქნდებოდა”, ხოლო თვითონ მდივანი არათუ ”გამოიმასქნებული” იყო არამედ უკვე ”ის” იყო და გავჩუმდი
- მადლობა, რომ ასეთმა ახალგაზრდება ჩვენთან მოსვლა გადაწყვიტეთ. თქვენ რატომ გინდათ ჩვენთან - მიუბრუნდა სოსოს
-მეე? აი რაც ლადომ თქვა - უპასუხა და დაფიქრდა სად იხარშებოდა ყველაზე მალე ხინკალი
- შემიძლია გითხრათ რომ უკვე ჩვენი პარტიის წევრები ხართ - გვითხრა მართლა ბედნიერმა და კარებისკენ წაგვიძღვა
- უკაცრავად, ჩვენ გვითხრეს, რომ გაწევრიანების სანაცვლოდ 10 ლარს აძლევთ - ვუთხარი გამწარებულმა
- რას ვიზამთ ასეთ უმსგავსო ჭორებს გვივრცელებენ
- ჰმ, უმსგავსოები - ჩაიდუდღუნა სოსომ და კარებიც მოიკეტა.
იმ დღეს ”პახმელიამ” დაგვამარცხა, მალე მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც შევარდნაძე დაამარცხა....იავნიშვილის მოსვლამდე კიდევ ბევრი ”პახმელია” იყო დარჩენილი

პ.ს. აი, ესაა მიზეზი რატომაც მძულს იგორ გიორგაძე

No comments:

Post a Comment