Tuesday, December 29, 2015

საიდან მოდის დიპლომატია

ძველ დროში ალწყაროს მაღლა, დაუსახლებელ ადგილას ერთი კაცი ცხოვრობდა, რომლის დასახლებითაც დაუსახლებელი ადგილი დასახლებულ ადგილად გადაიქცა. კაცს დიპლო ერქვა (ალბათ ბევრს ეგონება, რომ მან აიღო პირველი დიპლომი ან ეს იყო პირველი დიპლომატი, მაგრამ ვერ მოგართვით).  დიპლომ ჭადრაკი იცოდა, ისე მაგრად თამაშობდა რომ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მოწინააღმდეგე არავინ ყავდა, რადგან მის გარდა არვინ იცოდა ეს თამაში, თუმცა მაინც გაუჭირდა ჩემპიონობა ამიტომაც თვლიდა რომ ღირსეულად გახდა ჩემპიონი. როგორც გამარჯვებული რუსთა ქვეყანაში მიიწვიეს. მთელმა სოფელმა გააცილა დიპლო. რუსთა ქვეყანაში ჩასულს გაუჭირდა მარტო ყოფნა, ამიტომ მთხოვა, ვითომ ერთი ჩემი სოფლელი ადრე წავიდა და ის დამხვდაო, თორემ მარტო ცოდო ვარო, კაი-მეთქი ჰოდა, რუსთა ქვეყანაში ჩასულს თავის სოფლელი ჯემალი დახვდა, რომელსაც დედა რუსი ყავდა და სხლავდა რუსთა ენას. დაიწყო ჩემპიონატი, დიპლო როგორც გამოცდილი განთესილებში აღმოჩნდა, მაგრამ პირველივე მეტოქე ძლიერი შეხვდა. ჯემალი რაღაც მიზეზთა გამო თამაშს ვერ ესწრებოდა და გვაინ მოვიდა თან ვიღაც ასაკოვანი ქალი მოიყვანა. ყველა თამაში დამთავრებული იყო, მხოლოდ დიპლოს დაფაზე გრძელდებოდა ომი, მთელი ხალხი იქ იყო ძალიანდ დაძაბული დაჰყურებდნენე დაფას, თან ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და დიპლოს გაოცებული უყურებდნენ.  როცა ჯემალი მოვიდა, ეგონა რომ თამაში დასრულებული იყო და გახარებულმა დიპლოს დაუძახა: დიპლო, დიპლო, ეს ჩემი მატია. ამ დროს დიპლოს გონება განხევნა და თქვა ჯადოსნური სიტყვები - მატი. იმ ჩემპიონატში დიპლომ ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა თუმცა ჯემალის მოხერხებული მინიშნების წყალობით ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოგვარებას დიპლომატია ეწოდა.

ვიცნობდეთ ჩვენს გმირ წინაპრებს.

Friday, December 18, 2015

ოხოტის ზღვა

უხსოვარ დროში, მაშინ როცა ჯანო ანანიძე ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო, სოფელ ქემფერში ფრიად სიმპატიური კაცი ცხოვრობდა სახელად გოჩა. გოჩა თავის ფიზიკურ მშვენებას კარგად იყენებდა, განსაკუთრებით, სუსტ სქესთან და ამიტომაც ბევრი მტერი გაიჩინა. ამავე სოფელში, ერთი ჯამბაზი კაცი იყო, რომელიც აბოდებდა შორისდებულზე ”ოხ”, ამიტომაც სოფელი ”ოხო”-ს ეძახდა. ერთ არცთუ ისე ლამაზ დღეს, რომლის წინა ღამესაც გოჩამ ნაირასთან გამოიყენა თავის მშვენება, ნაირას ქმარმა თავში აგური ჩასცხო გოჩას და გათიშა. გათიშული გოჩა, იქვე შემთხვევით მოხვედრილ ქარავანს გააყოლეს და მექარავნეს უთხრეს, როცა გაიღვიძებს ისევ დააძინეთ და კარგა შორს რომ წახვალთ გადააგდეთო. ასეც აპირებდა ქარავნის მეპატრონე, მაგრამ გოჩამ 2322 კმ-ს გავლის შემდეგ გაიღვიძა, ამ პერიოდში კი მისი შეყვარება მექარავნის შვილმა მოასწრო და მამას სთხოვა არ მოკლაო, ვიყოლიებო, თან გოჩას ამნეზია ჰქონდა და ქალმა მოატყუა სულ შენი ცოლი ვიყავიო. შეეგუა გოჩა ახალ ოჯახს, ცოტა სიცივე კი აწუხებდა, მაგრამ საღამოობით ისე ჩაათბუნებდა ხოლმე მექარავნის გოგო, რომ სიცივე კი არა ყველაფერი ავიწყდებოდა. ერთ დღეს ხმა დაირხა ჯამბაზები მოვიდნენ და წარმოდგენას მართავენო. წავიდა გოჩა მეუღლესთან ერთად. სცენა დიდი წყლის პირას იყო მოწყობილი, გოჩა როგორც მდიდარი კაცი ზემოთ დაჯდა და იქიდან უყურებდა წარმოდგენას. უცებ ერთი ჯამბაზი იცნო, კარგად დააკვირდა, მერე მთელი წარსული გაახსენდა და იყვირა
- ოხო, ტი? - ჯამბაზში, ქემფრელი ”ოხო” იცნო, სახელი მოიგონა, ხოლო ენა ვერ გაიხსენა და იმ ენაზე მიმართა სადაც ცხოვრობდა
- ჰო, გოჩა მე ვარ მეე - იყვირა გახარებულმა ოხომ, მაგრამ ამ დროს სიხარულისაგან გოჩას გული გაუსკდა და იმ დიდ წყალში ჩავარდა რომლის პირასაც წარმოდგენა იყო. მადლიერმა შთამომავლობამ ის დიდი წყალი ზღვად გადააკეთა და გოჩას საპატივსაცემოდ მისი ბოლო სიტყვები - ”ოხოტი”  დაარქვა. ასე წარმოიშვა ოხოტის ზღვა

ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ.

Friday, October 16, 2015

სკანვორდის სახელის ისტორია

ძველ დროს სოფ. ქვედა სორტაში (დღევანდელი ქვედა სორტა) პაატა ცხოვრობდა, რომელიც როგორც ყველა ნაღდი მეგრელი, მეგრული გვარის მატარებელი იყო. პაატა ბალღობიდანვე ქუჩისაკენ იყო მიდრეკილი, ბევრი ეცადნენ მაგრამ ვერ მოდრიკეს (ამაზე გადარეულა პაპამისი, თხილის ტოტი მოუდრიკავს, მერე მშვილდი გაუკეთებია, შიგ ისარი ჩაუდია და სანადიროდ წასულა თან დაუბარებია – თავში ქვა გიხლიაო). სულ ქუჩაში იყო პაატა, ყველა საქმე პაატასთან ადიოდა და ისიც არჩევდა და არჩევდა (ერთხელ ბებიას უთქვამს – მაგის გარჩევას მოდის სიმინდი გამარჩევნიეო – ამას პაატას მამა ყვებოდა, სიცილით მოკვდებოდა კაცი). ერთ დღესაც, პაატასთან კაცი მოვიდა, პოლიციის მსგავსი ინსტიტუციის დაარსებას ვაპირებთ და პრობლემები შეგემქნებაო. რაღაც იზამდა პაატა შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წავიდა. ხან გერმანიაში იყო, ხან საფრანგეთში და ბოლოს ბრიტანეთში დაფუძნდა. რა უნდა ექნა პაატას, ერთადერთი საქმის გარჩევა იცოდა და ბრიტანეთში იგივეს კეთება დაიწყო, მალე გაითქვა სახელი, ყველას სორტელი პაატა ეკერა პირზე. ვიქტორიანულ ეპოქაში უამრავი საქმე ხდებოდა და პაატა მართლაც დროულად მოევლინა ბრიტანელებს. ერთ დღესაც მასთან ნიუკასლელი ჯონი მივიდა, თან 15 კაცამდე მიყვა და ურთულესი საქმის გარჩევა სთხოვა. პაატამ როგორც სჩვეოდა ყველას მოსმენა დაიწყო. 13 კაცს რომ მოუსმინა მიხვდა ასეთი რთული,  მიხვეულ–მოხვეული საქმე არ ჰქონია, მერე მეთოთხმეტესაც მოუსმინა და მეთხუთმეტეს ელოდა, რომელიც დუმდა. პაატას ყელში ამოუვიდა და უთხრა
– Hey, brother, tell me skan word (ჰეი, ძმაო მითხარი შენი სიტყვა) – უცებ ცრემლი მოაწვა, მიხვდა რომ თავისი მშობლიური სიტყვა წამოცდა და your–ს ნაცვლად სკან თქვა. ბევრი იტირა პაატამ, ჯონი და კიდევ 14 უცდიდა, როდის მორჩებოდა ტირილის, ამ ლოდინში ჩხუბისგან მოგვრილი წყენა დაავიწყდათ, ხელი გადახვიეს ერთმანეთს და იქვე, ჯეიმსი პაბში წავიდნენ დასალევად (რომ დათვრნენ ისევ გაახსენდათ ჩხუბი და დაუნგრიეს ერთმანეთს თავ–პირი).თურმე იმ დროს როცა პაატამ მეთხუთმეტეს მიმართა – Hey, brother, tell me skan word (ჰეი, ძმაო მითხარი შენი სიტყვა), ერთი კაცი დადიოდა, რომელსაც ქაღალდზე რაღაც ოთხკუთხედები ჰქონდა დახაზული, შიგ კითხვები ჰქონდა ჩაწერილი, მაგრამ რა დაერქმია არ იცოდა, პაატას ნათქვამიდან მხოლოდ ბოლო სიტყვები  – skan word გაიგონა,მოეწონა  და ქმნილებას უწოდა.
ვიცოდეთ ჩვენი გმირი წინაპრების ისტორია



Monday, August 17, 2015

კიდევ ერთი ხაშურული ისტორია

ძველ დროში, ხაშურში ანზორი ცხოვრობდა, რომელიც რკინიგზის მუშა იყო,
მართალია მაშინ რკინიგზა არ არსებობდა, მაგრამ იმ დროს ელოდა როცა იარსებებდა და ამ ლოდინით გაყავდა დრო. ერთ დღესაც ცოლმა უთხრა: ანზორ, ლოდინი ვჭამო?! ადე საქმეს ეწიეო. ანზორიც ადგა და ევროპას მიაშურა, სადაც რკინიგზის გაყვანას ის-ისაა იწყებდნენ, კვალიფიუციურ მუშა-ხელს ეძებდნენ და ანზორიც მალე მოეწყო სამსახურში. ცოტას ოჯახს უგზავნიდა და თავიც მშვენივრად გაჰქონდა. ერთ დღეს, მაშინ როცა ანზორი სამსახურში მიდიოდა შავმა კატამ გადაურბინა, მაგრამ  დალტონიკი იყო იფიქირა, შეიძლება ყვითელია და მე შავი მეგონაო, ამიტომაც ყურადღება არ მიაქცია. სამსახურში მისულმა საქმეები უცებ მოითავა და გარეთ გამოვიდა. ფიქრებში წასულს, სურამული ნაზუქი მოენატრა და ვერც შეამჩნია როგორ წამოედო დიდ რკინას და ძირს დაეცა. მოტეხილობა ძალიან მძიმე აღმონდა, მაშინვე მოვარდნენ უფროსებიც და უმცროსებიც. იქვე ვერნერ ფონ სიმენსიც იყო რომელიც ანზორს დიდ პატივს სცემდა და პირველი ის მოიჭრა
- რა დაგემართა ანზორ?!
- რა და ტრამვაი, ჰო წავიქეცი, ფეხი მოვიტეხე და ავიკიდე ტრამვაი - უპასუხა ანზორმა
- რა აიკიდე ანზორ?! - ვერ გაიგო სიმენსმა
- რა და ტრამვაი - გაუმეორა ანზორმა
- ჰმ, ტრამვაი, მშვენიერია - ჩაილაპარაკა სიმენსმა და გვერდით მდგომ თანაშემწეს ქაღალდზე რაღაც ჩააწერინა
ანზორი მალე გამოჯანმრთელდა, ხოლო სიმენსმა თავის გამოგონებას ტრამვაი უწოდა.
ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ


Wednesday, August 12, 2015

ლამპიონი, რომელსაც ასფალტი შეუყვარდა

ლამპიონმა, თვალი რომ გაახილა, პირველად მის ქვეშ მყოფი ასფალტი დაინახა,
ჰოდა შეუყვარდა.  სიმართლე ითქვას სხვას ვერც ვერაფერს ხედავდა, ერთადერთი თვალი მასზე ჰქონდა მიშვერილი, მაგრამ სხვებიც ხომ ასე იყვნენ, თუმცა მათ არ უყვრადათ, ამას კი უყვარდა. ერთი სული ჰქონდა ღამე როდის მოვიდოდა, რომ თავლი გაეხილა და სატრფო დაენახა. სატრფოც კეკლუცობდა, სულ ლამაზად უნდოდა ყოფილიყო, პატარა საქმე ხომ არაა ვიღაცას რომ უყვარხარ. ყოველ ღამე იწყებოდა მათი ჰარმონია და განათებისას სრულდებოდა, ზამთარი უყვარდათ, რადგან გრძელი ღამე იყო. თავდაპირველად კეკლუცმა ასფალტმა უარი უთხრა სიყვარულზე, ლამპიონმა ისე იდარდა, 4-5 დღე ვეღარ აანთეს. მონტიორი თემური ამბობდა, ასეთი არაფერი მინახავს, ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც არ ინთებაო. მერე ასფალტმა უთხრა, მეც მიყვარხარო და ისე გაბრდღვიალდა იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ქალაქში პატივსაცემი სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ პირველ რიგში ლამპიონის სანახავდ მოჰყვადათ. ყველას უკვირდა ასეთი ლამაზი როგორ გააკეთეთ ან სხვები რატომ არაა ასეთივე ლამაზიო, მაგრამ ქალაქის თავს სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და პასუხს არ სცემდა, ან რა ეპასუხა როცა თავადაც არ იცოდა პასუხი. ასე გრძელდებოდა წლები, მერე ყველაფერი აირია, ყველა ლამპიონი ჩაქრა,  მხოლოდ ეს იყო ანთებული, ქალაქის ბოლოდან მოდიოდნენ ამის სანახავად, ვერავინ ხვდებოდა საიდან იყო ანთებული, სხვა ლამპიონები შურისაგან იწვებოდნენ, ჰოდა თემურმა თქვა ალბათ ეს მოხეტიალე დენის ფაზაზე ზის და სხვებზე მოკლეს ახდენს, თვითონ ანთია, სხვები იწევბიანო და გადაჭრა. ამის მერე კვირეები ისე გადიოდა, რომ თვალს ვეღარ ახელდა, იშვიათად, როცა გადააბავდნენ მხოლოდ მაშინ თუ გაახელდა თვალს, შეყვარებულებს  ძველებურად უხაროდათ ერთმანეთის ნახვა, მაგრამ უკვე ძალიან იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. კეკლუცი ასფალტი ამ ამბავს ძალიან განიცდიდა, ერთ დღესაც ნახა რომ დარდისაგან ბზარი გასჩენოდა, შესჩივლა იმ საღამოს შემთხვევით ანთებულ სატრფოს, მაგრამ მე რა ვქნა რით გიშველოო უპასუხა ლამპიონმა. განერვიულებულს ცოტა უხეშად მოუვიდა თქმა, მთელი ღამე იდარდა ასე რატომ ვუთხარიო, ბოლო გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა, მოუხადა კიდეც, მაგრამ ასფალტს ნერვიულობისაგან ახალი ბზარები დამატებოდა. მერე მოთოვა, ბზარებში ჩასულ თოვლს ყინვამ მოსუწრო და ასფალტი, რომელიც ერთ დროს ყველაზე ლამაზ ასფალტად ითვლებოდა ნელ-ნელა გაილია. ამასობაში ისევ შეიცვალა ყველაფერი, ახალი უფროსები მოვიდნენ ქალაქში და ლამპიონი ისევ განათდა, მაგრამ ადრე თუ დაღამებას მოუთმენლად ელოდა ახლა ზარავდა ღამის მოსვლა, რადგან საკუთარი სატრფოს დანახვა არ უნდოდა, ეცოდებოდა. ერთ დღეს რაღაც გრუხუნი გაიგონა, შავი მანქანა იყო, რომელიც მის სატრფოს მისდგომდა და ანგრევდა, ლამპიონი ისე გამწარდა რომ გადაიწვა, თუმცა ამან მის სატრფოს ვერ უშველა. მის ადგილას სხვა. სიმართლე რომ ვთქვათ უფრო ლამაზი ასფალტი დააგეს, რომელმაც კეკლუცობა დაუწყო ლამპიუონს, მაგრამ ლამპიონის გულის სხვას ეკუთვნოდა, ერთ დღე ყველასთვის მოულოდნელად ჩაქრა, თემურმა ხან ნათურა შეუცვალა, ხანაც კაბელი მაგრამ მაინც ვეღარ აანთო, სხვა ლამპიონები დანანაებით იქნევდნენ თავს,  ამბობდნენ, დარდს გადაყვა უბედურიო, რომ ვერაფერი უწამლეს, ერთ არცთუ ისე ლამაზ დღეს მოჭრეს და მის ადგილას სხვა ლამპიონი დადგეს, რომელსაც მხოლოდ თავის თავი მოსწონდა. როცა მის ადგილას მდგარი ლამპიონი ამბავი მოუყვნენ ბევრი იციმციმა, ვის გაუგია ლამპიონის სიყვარულიო. პრინციპში, მართალიც იყო სად ლამპიონი ან თუნდაც ასფალტი და სად სიყვარული....

Tuesday, July 7, 2015

საიდან მოდის სიტყვა ბურუსი. სულისშემძვრელი ქართული ისტორია

ძველ დროში ნებოძირში ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ისე გაიზრადა მისი სახელი არავინ იცოდა, თუ ვინმეს საქმე ექნებოდა - ოე-თი მიმართავდნენ ხოლმე. ერთ დღესაც გადაწყვიტეს მოდი სახელი დავარქვათო, კაცსაც გაუხარდა. ბევრი იფიქრეს და რადგან თავს 180 გრადუსით ატრიალებდა ბუ დაარქვეს. გაიხარა სოფელმაც, გაიხარა ბუმაც. ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები. ერთ დღესაც ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდა თავს, მტერი შემოვიდა. სოფლის ლაშქარს ბუ ჩაუდგა სათავეში. ისე ვაჟკაცურად ეჭირა თავი, ბუ კი არა ნამდვილი არწივი ეგონებოდა მნახველს. სიტყვით მიმართა მოლშქრეებს და უთხრა: ჩემო ძმებო, რუსი კარსაა მომდგარი, მართალია მეზობელია, მაგრამ მაინც მტერია (ამ დრო ვიღაცას უყვირია - რუსი მტერი არააო, ეს კაცი გვარად ჭყოიძე ყოფილა) ამიტომ ისე უნდა დავხდეთო როგორ წესი და რიგიაო.
იხუვლა ლაშქარმა, მედგარდ დახვდნენ მტერს და ”პერერივამდე” დაუნდობლად ჟლიტეს. 13:00 საათზე შესვენება გამოცხადდა, დასხდნენ, მაგრამ ბუ არ ჩანდა. ბევრი უძახეს, მაგრამ ვერ გააგონეს, შემდეგ ერთი კაცი დასაზვერად გაგზავნეს რომ ეგებ ეპოვათ ბუ. დაახლოლებით 20 წუთში მოვიდა მზვერავი.
- ნახე ბუ? - ჰკითხეს ერთხმად
- კი ვნახე - უპასუხა მზვერავმა
- მე სადაა ბუ?
- ბუ, რუსითაა მოცული
- რითაა მოცული?
უცებ თოფის ხმა გაიგეს და მზვერავი მოკვდა. ომი გაგრძელდა, მტერი განდევნეს, მაგრამ ბუს კვალს ვერ მიაგნეს, ბუსთან დაკავშირებით მხოლოდ მზვერავის მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვები ახსოვდათ - ბუ, რუსითაა მოცული.
ამის მერე თუ სოფელში რაიმე გაურკვეველი იქნებოდა ერთხმად ამბობდნენ - ბურუსითაა მოცული.
პ.ს. იმ ჭყოიძეს, რომელიც თვლიდა რომ რუსი მტერი არ იყო ხან რომელ გადაცემაში ცემდნენ და ხან რომელში

Thursday, June 11, 2015

კრუასანის შექმნის ისტორია - კიდევ ერთი ქართულოი ისტორია :)


ძველ დროში, სოფ. ტყვირში არავისაგან არაფრით გამორჩეული კაცი ცხოვრობდა. მისი სახელი არავინ იცოდა. ერთხელ უძახეს, უძახეს და ვერ გააგონეს, იქვე მდგარმა რუსმა თქვა: ეგ ალბათ კრუა. ამის მერე ყველა კრუას ეძახდა. როგორც მისი თანამედროვეები ამბობენ ისე გალია ცხოვრება რომ არაფერი გამორჩეული არ გაუკეთებია, მეტიც, ჯოკრის თამაშისას მესამე ან მეორე რომ იყო და პირველი ერთს იტყოდა, ჯოკერიც არასოდეს ჰყოლია რომ პასი ეთქვა და პირველი და ბოლოც გაეხიშტა. კრუას ცოლიც ყავდა და შვილიც, რომელსაც ზინა ერქვა. როგორც ტყვირში ამბობენ ზინასავით კეთილი და ტკბილი გოგო, დუნიაზე არ გაჩენილა და არც გაჩნდებაო. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ზინას, სიტყვებს:  არა-ს და ვერა-ს რომ ამბობდა კრუნჩხვაში ვარდებოდა, ამიტომაც მისი ლექსიკონიდან ეს სიტყვები ამოღებული იყო. ზინას ეს ნაკლი კარგად იცოდა სოფლის ბიჭ-ბუჭობამ და ყველა ემეგობრებოდა ზინას. კრუა, გაკვირვებით ეტყოდა ხოლმე -  შვილო, ე, გარდატეხის ასაკში მყოფ ბიჭებს როგორ ყველას შენთან მეგობრობა უნდათ, განა სხვა გოგო დაილიაო?! ზინა გაიმნაზებოდა ხოლმე და იცინოდა. ასე გადიოდა წელი, მთელი სოფლის ბიჭები ზინას ხელში ტყდებოდნენ და ესეც ამტვრევდა. ერთ დღეს სოფელს ფრანგი მოგზაური ეწვია, რომელსაც 2 წელი იყო ადამიანი არ ყავდა ნანახი. გაუხარდა ხალხის ნახვა. ხალხსაც გაუხარდა ფრანგის ნახვა. დიდი სუფრა გაიშალა კრუას ოჯახში. ზინას მაშინვე მოეწონა ფრანგი, არც ფრანგი დარჩა გულგრილი ....იმ ღამესაც ვერ თქვა ზინამ: არა და ვერა.
მეორე დღეს ზმორებით გაიღვიძა ფრანგმა და ნამცხვრის ჭამა დაიწყო. ჭამა-ჭამით გარეთ გამოვიდა და იქვე მდგომ კრუასაც გაასინჯა ნამცხვარი. უჰ, რა ტკბილია თქვა კრუამ, რა ქვია ამ ნამცხვაროს?
- შენ შვილს რომ ანი ერქვა კრუასანის დავარქმევდი, მაგრამ კრუასზინა არ გამოდის ლამაზადო - უთხრა ფრანგმა
- მერე ეგ რა პრობლემაა, ახლავე შევუცლი სახელსო - უთხრა კრუამ და ზინას ანი დაარქვა.
ვიცოდეთ ჩვენი წინაპრების ისტორია.

Monday, May 25, 2015

საიდან მოდის სიტყვა -ხელოსანი. მამა-შვილის სულისშემძვრელი ისტორია

  
ძველ დროში ერთი კაცი იყო, ხელო ერქვა. რა იყო რომ მისი ხელიდან არ გაკეთებულიყო. ალექსანდრიის შუქურის ფითილი, ჰალიკარნასის მავზოლეუმის დედა ბოძი, სემირამიდას დაკიდული ბაღების საკიდი, ზევსის ქანდაკების გვირგვინი, პირამიდების ნახაზი, არტემიდას ტაძრის მარცხნიდან მეშვიდე ბოძი და როდოსის კოლოსის კოლოსი სწორედ მისი გაკეთებულია. მოკლედ მაგარი ვინმე იყო ხელო, მაგრამ შვილი არ ყავდა. 40 წლის ასაკში მეუღლე დაეღუპა და შვილის ყოლის ისედაც მცირე იმედი სულ გადაეწურა. რამდენჯერ ტკივილნარევი იუმორით უთქვამს: ” ყველაფერს ვაკეთებ და ბალღი ვერ გავაკეთეო”. 60 წლის იყო ხელო, როცა კართან ხმაური გაიგონა, გავიდა გარეთ და ნაჭრებში გახვეული ბავშვი შერჩა. პირველი რაც გააკეთაიმასდახედა და სქესი გაიგო, მერე თქვა ალბათ ღმერთებს შევეცოდე და გამომიგზავნესო, ბოლოს კი სახელი დაარქვა - ანი (ამბობენ, რომ სწორედ ამან უშველა ფარნავაზს ქართული ანბანის პირველის ასოს მოგონებაში).
გაიზარდა ანი, დამშვენდა და გალამაზდა. ვინც კი უყურებდა ყველა დაბლა ხრიდა თავს, რადგან მის მშვენებას თვალს ვერ უსწორებდნენ. მამას დაემსგავსა ყველაფერი გამოსდიოდა. ბაბილონის გოდოლისპრარაბადდაუძახეს, ვიდრე ხელფასსს აძელვდნენ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როცა კი დაუგვიანეს დაკრა ფეხი და წამოვიდა, იმიტომაც აერიათ მშენებლობა. ანის, ”ipon"-ის გამოგონება უნდოდა, მაგრამ რადგან ფიჭური კავშირი მაშინ არ იყო (გამოგონება დაეზარა) ამიტომ გადაიფიქრა. მალე გარდაიცვალა ხელო, ისე დაკრძალაეს როგოც ხელოვანთ ეკადრება. ამის მერე თუ სოფლად ვინმეს რამე უნდოდა ეტყოდნენ: ხელოს ანი, თუ გაგიკეთებს მაგასო. აქედან მოდის სიტყვა - ხელოსანი
ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.