ძველ დროში, სოფ. ტყვირში არავისაგან არაფრით გამორჩეული კაცი ცხოვრობდა. მისი სახელი არავინ იცოდა. ერთხელ უძახეს, უძახეს და ვერ გააგონეს, იქვე მდგარმა რუსმა თქვა: ეგ ალბათ კრუა. ამის მერე ყველა კრუას ეძახდა. როგორც მისი თანამედროვეები ამბობენ ისე გალია ცხოვრება რომ არაფერი გამორჩეული არ გაუკეთებია, მეტიც, ჯოკრის თამაშისას მესამე ან მეორე რომ იყო და პირველი ერთს იტყოდა, ჯოკერიც არასოდეს ჰყოლია რომ პასი ეთქვა და პირველი და ბოლოც გაეხიშტა. კრუას ცოლიც ყავდა და შვილიც, რომელსაც ზინა ერქვა. როგორც ტყვირში ამბობენ ზინასავით კეთილი და ტკბილი გოგო, დუნიაზე არ გაჩენილა და არც გაჩნდებაო. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ზინას, სიტყვებს: არა-ს და ვერა-ს რომ ამბობდა კრუნჩხვაში ვარდებოდა, ამიტომაც მისი ლექსიკონიდან ეს სიტყვები ამოღებული იყო. ზინას ეს ნაკლი კარგად იცოდა სოფლის ბიჭ-ბუჭობამ და ყველა ემეგობრებოდა ზინას. კრუა, გაკვირვებით ეტყოდა ხოლმე - შვილო, ე, გარდატეხის ასაკში მყოფ ბიჭებს როგორ ყველას შენთან მეგობრობა უნდათ, განა სხვა გოგო დაილიაო?! ზინა გაიმნაზებოდა ხოლმე და იცინოდა. ასე გადიოდა წელი, მთელი სოფლის ბიჭები ზინას ხელში ტყდებოდნენ და ესეც ამტვრევდა. ერთ დღეს სოფელს ფრანგი მოგზაური ეწვია, რომელსაც 2 წელი იყო ადამიანი არ ყავდა ნანახი. გაუხარდა ხალხის ნახვა. ხალხსაც გაუხარდა ფრანგის ნახვა. დიდი სუფრა გაიშალა კრუას ოჯახში. ზინას მაშინვე მოეწონა ფრანგი, არც ფრანგი დარჩა გულგრილი ....იმ ღამესაც ვერ თქვა ზინამ: არა და ვერა.
მეორე დღეს ზმორებით გაიღვიძა ფრანგმა და ნამცხვრის ჭამა დაიწყო. ჭამა-ჭამით გარეთ გამოვიდა და იქვე მდგომ კრუასაც გაასინჯა ნამცხვარი. უჰ, რა ტკბილია თქვა კრუამ, რა ქვია ამ ნამცხვაროს?
- შენ შვილს რომ ანი ერქვა კრუასანის დავარქმევდი, მაგრამ კრუასზინა არ გამოდის ლამაზადო - უთხრა ფრანგმა
- მერე ეგ რა პრობლემაა, ახლავე შევუცლი სახელსო - უთხრა კრუამ და ზინას ანი დაარქვა.
ვიცოდეთ ჩვენი წინაპრების ისტორია.
No comments:
Post a Comment