Monday, August 17, 2015

კიდევ ერთი ხაშურული ისტორია

ძველ დროში, ხაშურში ანზორი ცხოვრობდა, რომელიც რკინიგზის მუშა იყო,
მართალია მაშინ რკინიგზა არ არსებობდა, მაგრამ იმ დროს ელოდა როცა იარსებებდა და ამ ლოდინით გაყავდა დრო. ერთ დღესაც ცოლმა უთხრა: ანზორ, ლოდინი ვჭამო?! ადე საქმეს ეწიეო. ანზორიც ადგა და ევროპას მიაშურა, სადაც რკინიგზის გაყვანას ის-ისაა იწყებდნენ, კვალიფიუციურ მუშა-ხელს ეძებდნენ და ანზორიც მალე მოეწყო სამსახურში. ცოტას ოჯახს უგზავნიდა და თავიც მშვენივრად გაჰქონდა. ერთ დღეს, მაშინ როცა ანზორი სამსახურში მიდიოდა შავმა კატამ გადაურბინა, მაგრამ  დალტონიკი იყო იფიქირა, შეიძლება ყვითელია და მე შავი მეგონაო, ამიტომაც ყურადღება არ მიაქცია. სამსახურში მისულმა საქმეები უცებ მოითავა და გარეთ გამოვიდა. ფიქრებში წასულს, სურამული ნაზუქი მოენატრა და ვერც შეამჩნია როგორ წამოედო დიდ რკინას და ძირს დაეცა. მოტეხილობა ძალიან მძიმე აღმონდა, მაშინვე მოვარდნენ უფროსებიც და უმცროსებიც. იქვე ვერნერ ფონ სიმენსიც იყო რომელიც ანზორს დიდ პატივს სცემდა და პირველი ის მოიჭრა
- რა დაგემართა ანზორ?!
- რა და ტრამვაი, ჰო წავიქეცი, ფეხი მოვიტეხე და ავიკიდე ტრამვაი - უპასუხა ანზორმა
- რა აიკიდე ანზორ?! - ვერ გაიგო სიმენსმა
- რა და ტრამვაი - გაუმეორა ანზორმა
- ჰმ, ტრამვაი, მშვენიერია - ჩაილაპარაკა სიმენსმა და გვერდით მდგომ თანაშემწეს ქაღალდზე რაღაც ჩააწერინა
ანზორი მალე გამოჯანმრთელდა, ხოლო სიმენსმა თავის გამოგონებას ტრამვაი უწოდა.
ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ


No comments:

Post a Comment