ძველ დროში ერთი კაცი იყო, ხელო ერქვა. რა იყო რომ მისი ხელიდან არ გაკეთებულიყო. ალექსანდრიის შუქურის ფითილი, ჰალიკარნასის მავზოლეუმის დედა ბოძი, სემირამიდას დაკიდული ბაღების საკიდი, ზევსის ქანდაკების გვირგვინი, პირამიდების ნახაზი, არტემიდას ტაძრის მარცხნიდან მეშვიდე ბოძი და როდოსის კოლოსის კოლოსი სწორედ მისი გაკეთებულია. მოკლედ მაგარი ვინმე იყო ხელო, მაგრამ შვილი არ ყავდა. 40 წლის ასაკში მეუღლე დაეღუპა და შვილის ყოლის ისედაც მცირე იმედი სულ გადაეწურა. რამდენჯერ ტკივილნარევი იუმორით უთქვამს: ” ყველაფერს ვაკეთებ და ბალღი ვერ გავაკეთეო”. 60 წლის იყო ხელო, როცა კართან ხმაური გაიგონა, გავიდა გარეთ და ნაჭრებში გახვეული ბავშვი შერჩა. პირველი რაც გააკეთა ”იმას” დახედა და სქესი გაიგო, მერე თქვა ალბათ ღმერთებს შევეცოდე და გამომიგზავნესო, ბოლოს კი სახელი დაარქვა - ანი (ამბობენ, რომ სწორედ ამან უშველა ფარნავაზს ქართული ანბანის პირველის ასოს მოგონებაში).
გაიზარდა ანი, დამშვენდა და გალამაზდა. ვინც კი უყურებდა ყველა დაბლა ხრიდა თავს, რადგან მის მშვენებას თვალს ვერ უსწორებდნენ. მამას დაემსგავსა ყველაფერი გამოსდიოდა. ბაბილონის გოდოლის ”პრარაბად” დაუძახეს, ვიდრე ხელფასსს აძელვდნენ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როცა კი დაუგვიანეს დაკრა ფეხი და წამოვიდა, იმიტომაც აერიათ მშენებლობა. ანის, ”ipon"-ის გამოგონება უნდოდა, მაგრამ რადგან ფიჭური კავშირი მაშინ არ იყო (გამოგონება დაეზარა) ამიტომ გადაიფიქრა. მალე გარდაიცვალა ხელო, ისე დაკრძალაეს როგოც ხელოვანთ ეკადრება. ამის მერე თუ სოფლად ვინმეს რამე უნდოდა ეტყოდნენ: ხელოს ანი, თუ გაგიკეთებს მაგასო. აქედან მოდის სიტყვა - ხელოსანი
ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

No comments:
Post a Comment