ხუანი, მონიკა და რასმუსენი
მეეჭვება საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელიც 1992 წლამდეა დაბადებული და "ველური გული" არ ქონდეს ნანახი (მერე დაბადებულებსაც აქვთ ნანახი, მაგრამ ზოგს არ ახსოვს). მახსოვს როდესაც ეს სერიალი იწყებოდა სურამში მოძრაობა წყდებოდა. "ველური გული" იმ დროინდელი ფანჯარა იყო მსოფლიოში. მოკლედ, ხუანმა და მონიკამ დაქორწინება გადაწყვიტეს. სერიას, სადაც ქორწილი უნდა ყოფილიყო და ვუყურებთ მე, Sofo Gogoladze, Tamuna Qoqoshvili დაSoso Qoqoshvili. პატარები ვართ, ყველაზე უფროსია თამუნა 13 წლის. ყველას გვაქვს გაგონილი - პირველი ღამე. ჰოდა ისიც ვიცით რომ ეს ქორწილის მერე ხდება. გულში ოთხივე ვლოცავთ განგებას, რომ დიდებული სერიის ჩვენება ისე დაგეგმა, რომ უფროსები სახლში არ არიან. დივანზე ვსხედვართ ოთხივე და ხმას ვერ ვიღებთ (მახსოვს წყალი მინდოდა და იმის შიშით რამე არ გამომეპაროს-მეთქი ლამის დავიხრჩე). აი, მორჩა ქორწილი, ყველა დავიძაბეთ, ხუანი და მონიკა ავიდნენ საკუთარ ოთახში, კარები დაკეტეს, მონიკა დაწვა ლოგინზე და....კადრი ხეებზე გადავიდა, რომელსაც ქარი აშრაილებდა და მორჩა. ოთხ ხმაში - ეეეეეეჰჰჰჰჰჰ - პირველად გავიგე. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში უდიდესი იმედგაცრუება. რაზე გამახსენდა ეს ამბავი, სექტებერში ნატოს სამიტია, რომელსაც ზუსტად ისე ველოდები როგორც იმ სცენას ველოდი და Anders Fogh Rasmussen, ღმერთი არ გაგიწყრეს და კადრი ხეებზე არ გადაიტანო
No comments:
Post a Comment