Friday, September 12, 2014

დიფტერია,ექთანი და მე

დიფტერია,ექთანი და მე
1996 წელია. 10 წლის ვარ, კაცად მომაქვს თავი. გოგოებსაც ჩუმ-ჩუმად თვალს ვაყოლებ (ვთვლიდი რომ ისინიც მაყოლებდნენ თვალს), სურამიდან-ხაშურში მარტო დავდივარ, მოკლედ დიდი ვარ რა. ერთ დღესაც დედამ თვქა, რომ დიფტერიაზე აცრები იწყება და შესაბამისად მეც მიწევს. გულწრფელად ვიტყვი რომ არ მომეწონა აცრის პერსპქეტივა (ამბობენ, ჯეიმს კუკსაც არ მოეწონა შეჭმის პერსპექტივა მაგრამ ვერ გაუშვეს ღრანჭში?!)თუმცა რა უნდა მექნა?!
კარგად მახოვს პარასკევი იდგა, აცრა 12 საათმდე იყო ამიტომ სკოლაში არ გამიშვეს და სურამის პოლიკნიკაში დაიწყო ჩემი დღე. როდესაც მივედი ჩემნაირი გაჭირვებულების მთელი პლეადა იქ იყო. ყველა ვმალავადით შიშს, არადა ახლა რომ ვიხსენებ ყველას ბიუსტის ფერი გვედო, მაგრამ რომელი თავმოყვარე იტყოდა, რომ აცრის ეშინოდა. რიგის ვისაც მოგვიწევდა დიდსულოვნად ვუთმობდით მომდევნოს თითქოს აცრის გადავადებას ვცდილობდით. აჰა, მოაწია ჩემმა რიგმაც (არ მახსოვს კლასელ გოგონას ველაპარაკებოდი თუ მეზობელს, მაგრამ გოგო რომ იყო ნაღდია) და წავედი ასაცრელად, თან ისეთი სახით მივდიოდი ”მამაც გულში” მელ გიბსონის გმირი რომ გადამწყვეტი შეტევის წინ სახეს იღებს,  უბრალოდ მე ”FREEDOM" არ მიყვირია.
აცრის კაბინეტი ისეთი პატარა იყო დედა ვერ შემომყვა და დავრჩი ”ჯალათი” ექთნის წინაშე, რომელიც ისეთი ცივი სახით ამზადებდა საინექციო ნემსს, რომ გული გამეყინა.
- აბა შვილო ჩაიხადე შარვალი
შემრცხვა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მომერიდა და სამი ნახვერტით გადაწეული ქამარი (გამხდარი ვიყავი და ჩვეული ქამარი არ მიკავებდა შარვალს) შევიხსენი
- ტრუსიც შვილო
გავიხადე ტრუსიკიც და თეთრეულზე, რომელიც ექთნის საწოლზე იყო გადაფარებულ ჩემი გაწითლებული სახის ანარეკლი დავინახე
- უი, შვილო რა გამხდარი ხარ, აქ სად უნდა გაგიკეთო ”შპრიცი”?! - თქვა და ისე გაიცინა დედაბერი რომ იცინის ”ფიფქიაში”, როდესაც დაინახავს, რომ ფიფქიამ ვაშლი ჩაკბიჩა. წამისვა სპირტი საჯდომზე და ისეთი ძალით მატაკა ნემსი, ეგეთი ძალით გიორგი კანდელაკს არ უცემია რუს მოკრივე, რომელიც ”მოქალაქეთა კავშირმა” ჩამოუყვანა წინასაარჩენოდ ,საცემად. ვერც დაყვრიება მოვასწარი და ვერაფერი
- მორჩა - მითხრა ბედნიერი სახით. გარეთ გამოსულს ყველა მეკითხებოდა - რთული იყო?!
- კაი რა, ვერაფერი გავიგე - ვპასუხობდი ამაყი სახით
სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ფეხი მიკავდებოდა და ბოლოს გამიშეშდა, თურემ ნერვში მოურტყავს და  ერთი კვირა ფეხი გაშეშებული მქონდა და ეს პერიდი ლოგინში ვიწექი.  სწორედ ამ დროს წავიკითხე ნოდარ დუმბაძის ”მე,ბებია, ილიკო და ილარიონი”, სამწუხაროდ არ მახსოვს ის ექთანი ვინ იყო, მაგრამ დიდი მადლობა კი ეკუთვნის ჩემგან.
პ.ს. დიფტერია დღემდე არ შემხვედრია

No comments:

Post a Comment