![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEivpbFV-TUW-tcPUsuhvAyNfkt2m-RhaUC75DObswZBUXTFVH7WFqST6eGNMmSr2Nnf4HF-uyTmiSTtUPX5XAvicfldfJoX3rnWQYipAGj4IwJZ79xmcUSgGcLYQ_EWuxnMDk98lUMSSg6d/s1600/download.jpg)
...ჩემი
პატრონი ახლაგაზრდა კაცი იყო, როდესაც მასთან გადავედი საცხოვრებლად, თავდაპირველად
ისე მივლიდა ვიფიქრე, ჩემი უწინდელი პატრონი, რომ მარხულობდა და იძახდა სამოთხეში უნდა
მოვხვდეო, ალბათ ამას გულისხმობდა-მეთქი. ქუჩაში ჩემს თანამოძმეებს რომ ვხედავდი ზოგი
ისე დაჩიავებული გამოიყურებოდა შეხედვა მრცხვენოდა. ერთი იყო ჩემთან ერთად, ისე ყოყლოჩინობდა,
რომ მის გვერდით ვერავინ ვდგებოდით ხოლმე, იმ დღეს შემხვდა...რას დამსგავსებულა უბედური.
მე გამიმართლა.
2-3
თვე იქნებოდა გასული, როდესაც მაგარ წვიმაში მოვყევით მე და ჩემი პატრონი, სახლში მისულმა
ისე მიმაგდო, გულმა რეჩხი მიყო, დილითაც რომ ადგა და ჩემსკენ არ გამოიხედა ცუდად მენიშნა
(არადა ვიცოდი პაემანზე მიდიოდა და როგორ ველოდი, რომ წამიყვანდა),მართალიც აღმოვჩნდი.
იმ საღამოს ჩემნაირი მოიყვნა, ბევრად უფრო ახალი და კოხტა, თან მეგობარს ეუბნებოდა
- თეამ, რომ დამინახა ეს მეცვა გაგიჟდაო -
თუ ძირი არ გამძვრებოდა არ მეგონა. რამდენი დამცირება გადავიტანე მის გამო, წვიმაში
მე ვსველდებოდი, რომ მას არაფერი ეგრძნო, დილაობით იმდენ საღებავს ვისმევდი, რათა ლამაზი
ვყოფილიყავი, რომ საკუთარი სახე დამავიწყდა, სუნით არასოდეს შემიწუხებია და ამ ყველაფრის
მერე მაინც გვერდით მიგდება დავიმსახურე. მართალი ყოფილა, როდესაც ამბობენ, ფეხსაცმელის
გარჯა დაუფასებელიაო.
ახლა
ვზივარ ჩემთვის ნაგვის ურნის ძირში, ალბათ ვინმე გაჭირვებული წამიყვანს. იმასაც ბოლომდე
ვუერთგულებ, იმედია ის მაინც არ იქნება უმადური, თორემ ამდენის გადატანა ნამდვილად
გამიჭირდება.