Wednesday, June 4, 2014

აქა ამბავი, ჩემი ერთი ”პახმელიისა”, როდესა ბავშვს მამაში ავერიე :D

ვინც მიცნობს ეცოდინება, რომ სასმელთან (ბუნებრივია ალკოჰოლურს ვგულისხმობ)ცუდი ურთიერთობა არ მაქვს და ხშირად ვუმტკიცებთ ერთურთს სიყვარულს,ხოლო მეორე დღეს როგორც წესი  - ვკვდები ხოლმე. ერთი ზაფხულს  მე და კახურმა რქაწითელმა ბოლომდე ავუხსენით ერთმანეთს სიყვარულ. მეორე დილა გათენდა. გავიღვიძე და ნეტავ არ გამეღვიძა. ვხვდები, რომ თავი რომელიც მხრებზე მადგას (ვისაც ჩემი თავი უნახავს დამეთანხმება, რომ ჩვეულებრივი ზომის არაა), ორჯერ იმაზე დიდია ვიდრე წესით უნდა იყოს და თან შიგნიდან რაღაც ენით აუწერელი ტკივილის განცდა გამოსჭვივის. მარტო ვარ სახლში და ერთადერთი რაც აზრად მომივიდა ის იყო, რომ მაყვალს ”ბუტკაში” გადავსულიყავი და მინ. წყალი მეყიდა (ჩემთვის ამ დროს მაყვალას ”ბუტკა” იგივე იყო რაც ნილ ამსტრონგისთვის მთავრე ). ავდექი, უჯრა ოდნავ გამოვწიე და პირველი რომელი შორტიც მომხვდა ხელში, ის ამოვიღე (დამატებითი შტრიხი - ამოღებისას გაიხა), ამოვიცვი და გავედი. თმა უზაროდ აჩეჩილი, პირი დასაბანი (ვინც ყოფილა ასეთ მძიმე ”პახმელიაზე” მიხვდება, რომ ასეთ დროს პირის დაბანვა უბრალოდ არ გახსოვს და თუ გახსოვს მაშინ მგელი ყოფილხარ)და მივდივარ  დანიშნულების ადგილისკენ, რომ იქ მისულმა ვთქვა - ჩემი ერთი ყლუპი არის უდიდესი ნაბიჯი კაცობრიობისათვის :D
ზაფხულია და სურამში უამრავი დამსვენებელია ჩამოსული, ჰოდა სახლიდან გამოსულმა დავინახე, რომ მოდიან პატარა გოგო (2-3 წლის) და დედამისი (სავარადუდ დედა). ბავშვი თავისთვის მობაჯბაჯებს, უცებ შემხედა და გაშეშდა. მე და დედამისი (რომელიც ჩემი ვარაუდით იყო დედა) ვუყურებთ რას იზამს (ვაღიარებ, რომ ველოდი პატარის ჩაბჟირებას)და უცებ ბავშვმა მთელი ხმით იყვირა: მამიკოოოო - გამოექანა და ჩამეხუტა. ძლივს აგვაწიწკნეს ერთმანეთს. სავარაუდო დედა მებოდიშებოდა, მე ჯენტლმენურად ვეუბნებოდი - როგორ გეკადრებათ ქალბატონო, რა არის აქ საბოდიშო-მეთქი, თან ვცდილობდი დახეული შორტი დამემალა და თმა მომეწესრიგებინა. ბოლო-ბოლო ბავშვი დაარწმუნეს, რომ მამიკო მე არ ვიყავი და წამართვეს ”შვილი”. თავის გზით წასულ ულამაზე ბავშვს და არა ნაკლებ ლამაზ სავარაუდოდ დედას ვუყურებდი და გული მეწვოდა - რა მახინჯი უნდა ყოფილიყო მამა, რადგან ბავშვმა ასეთ მდგომარებაში მყოფი მიმასგავსა მას.

No comments:

Post a Comment