უმაღლესში სწავლის პარალელურად დავდიოდი ჯოკრის კურსებზე ”გეპეიში”, სადაც ტრენერობას უანგაროდ მიწევდა ჩემი ბიძაშვლი ლადო მაისურაძე. ძალიან ჭკვიანი მოსწავლე აღმოვჩნდი და როგორც წესი ლექციების შემდეგ ლუდი სულ გვქონდა. ამბობენ, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და შესაბამისად ერთ დღეს, დადგა მომენტი, როდესაც ლადოსთვის ამ დათვური სამსახურის გამო, სამაგიერო უნდა გადამეხადა. ამის შანსი ძალიან მალე მომეცა. ლადოს გამოცდა ჰქონდა საგანში, რომელიც შეისწავლიდა დედამიწისი ატმოსფეროს. აქ იყო ერთი დიდი პრობლემა, რომ ჯოკრის მასტერ-კლასებს იმდენი დრო მიქონდა, ჩვენი ლადო ამ ლექციაზე დასწრებას ფიზიკურად ვერ ახერხებდა,ლექტორი კი ის ადამიანიa რომელიც ისევე ვერ იტანს ჯოკერს, როგორc მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ოფისის დარაჯი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს. ამიტომ ლექტორთან რამე ბომბი უნდა აგვეფეთქებინა. ერთ საღამოს (რომლის მომდევნო დილას ლადოს აქვს გამოცდა და ამზადებს ტექსტს თუ როგორ უთხრას მამას, ბატონ ვახტანგს, რომ ლექტორმა ნიშანი არ დაუწერა) მე შევთავზე ასეთი წინადადება - რა აზრი აქვს, რომელს არ დაგვიწერ ნიშანს შენ თუ მე?! ამიტომ მომეცი უფლება ვისარგებლო შენი გვარით (სახელი ერთი გვაქვს და ჩემიც გამოდგებოდა) და შევიდე გამოცდაზე-მეთქი. ვინც ლადოს იცნობს მის დიდსულოვნებაში დამეთანხმება და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა.
ლამაზი დილა გათენდა, ლადომ პატივი მცა და თავთით ”ბორჯომი” დამახვედრა და გამოცდამდე პერიოდი ისე მანებივრებდა თავი ზევსი თუ არა რანგით მეორე ღმერთი ნამდვილად მეგონა (”მარშუტკაშიც” კი გადამიხადა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ იცოდა ჩემი იმ დროინდელი ფინანსების ამბავი და საჭიროდ ჩათვალა გადახდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი გამიხევდა სახეს). აი გამოჩნდა, ”გეპეიც”, რომელიც ცინიკურად მიღიმოდა, თითქოს მეუბნებოდა - ჰაა, გოგის ბიჭო რაც გაქვს ჩაფიქრებული განა არ ვიცი, ჩემს კედლებს შენნაირები უნახავთ?!
შესვლისთანავე მივაშურე საგამოცდო აუდიტორიას, მაგრამ იქ მითხრეს, რომ რადგან ცოტა ბავშვი ხართ სამასწავლებლოში იქნება გამოცდა, ლადომ წარმატება მისურვა და მოსწავლეებისაკნე გაემართა, რომლებსაც ჯოკრის გაკვეთილი 10 წუთით დაუგვიანა.
სამასწავლებლოში, ათამდე ლექტორი იჯდა, რაც ჩემს გეგმას ოდნავ ართულებდა, მაგრამ ლადოს სახე, რომ წარმოვიდგინე, როდესაც ვახო ბიძიას ურეკავს, ამან ჩემზე ისევე იმოქმედა, როგორც ჟან-კლოდ ვან დამზე, შეყვარებულის დანახვამ ”სისხლიან სპორტში” როდესაც ყველას უკვე წასული გვეგონა ჟანის საქმე. სულ 5 ბავშვი ვაბარებდით გამოცდას (ეს გადატანილი გამოცდა იყო). ავიღე ბილეთი, რომელიც არათუ არ ვიცოდი, საკითხებიც კი არ მქონდა გაგონილი. ბუნებრივია, ჩემი რიგიც მოვიდა
- ლადო მაისურაძე - ამოიკითხა ლექტორმა - აბა რას მეტყვი
- არ ვიცი პატივცემულო
- მაისურაძე, მთელი წელი თვალით არ მინახიხარ და ახლაც მეუბნები, რომ საერთოდ არაფერი იცი?! ახლა ხომ ვიცი იტყვი ბებია მომიკვდა, ფილტვების ანთება მქონდა, ჰა რა მიზეზი გაქვს - მეუბნება და თავის თავში დარწმუნებული ირონიულად იღიმის რომ ისეთ მიზეზს ვერ ვეტყვი, რომელსაც ვერ გამიბითურებს
- პატივცემულო, ნეტავ ამას არ ვამბობდე და არაფერი მინდა. ამის თქმას მიწა გამისკდეს მიჯობს (აქ უკვე ინტერესის ნიშნებს ვატყობ, ვხვდები, რომ ანკესს ეპოტინება) - ცოტა ხმამღლა მომივიდა ნათქვამი, თან ხმაში კანკალი და თვალზე ცრემლი შევიპარე და გავაგრძელე - იცით ქალბატონო, 4 თვის წინ მამამ ოჯახი მიატოვა. ბედის ანაბარა დაგვტოვა მე, დედა და ჩემი 2 წლის და. ამიტომ იძულებული ვარ 3 ადგილას ვიმუშაო რათა დედა და და შევინახო
- და მამა? - უკვე ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მივხვდი სამიანი განაღდებული მაქვს
- არ ვიცი სადაა. შეიძლება გამიგოთ...მიჭირს მასზე საუბარი. არც ვინტერესდები. ჩემი ოცნება იყო სწავლა, კარგად დამთავრება, შემდეგ სამსახური, მაგრამ...
- არაუშავს შვილო, მთავარია სწორ გზას ადგახარ. მომეცი ჩათვლის წიგნაკი
მეც, მივაწოდე და დავაკვრიდი როგორ მოხაზა სამიანი და მითხრა:
- ბოდიში რომ სამს გიწერ, მთელი წელი, რომ არ გივლია, უხერხულია მაღალი ნიშანი
- როგორ გეკადრებათ ქალბატონო, პირიქით დიდი მადლობა - ვუპასუხე და მხოლოდ მერე გავიხედე სხვა ლექტორებისკენ, რომლებიც ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ და მითანაგრძნობდნენ. ამ დროს რატომღაც ველოდი, რომ ფარდა დაიხურებოდა და მაყურებელი ოვაციას მომიწყობდა, კიდევ კარგი მალევე მივხვდი, რომ ”გეპეიში” ვიყავი და არა რუსთაველის თეატრში
გამოცდიდან გამოსულმა პირველი რაც გავაკეთე მამაჩემს დავურეკე კითხვით:
- მამი, ხო ხარ კარგად?! რამე სიახლე ხომ არაა ჩვენსკენ?! :)))))))))))

No comments:
Post a Comment