Monday, June 16, 2014

ბახვა


ბახვა კეთილი იყო...
სამი დის მერე ნანატრი ბიჭი იყო ბახვა. სახელზე დიდხანს არ უფიქრიათ, ვის სახლშიც ცხოვრობდნენ იმ ოჯახის უფროსის სახელი დაარქვა მამამ. ძალიან დინჯი და შრომისმოყავრე ბავშვი იყო. წიგნებზე არ გიჟდებოდა, სამაგეიროდ საათობით შეეძლო მულტფილმის ყურება, თუმცა თუ ვინმე შეამჩნევდა შეშინებული გაიქცეოდა ხოლმე.
სკოლაში არ მიიყვანეს, რადგან მათ ჯიშში სკოლაში არავის უვლია და ცოდვა გამხელელი ჯობს - მათთვის არც არსებობდა სკოლა
ბახვა კეთილი ბიჭი გაიზარდა. გოგოების გულთამპყრობელი, ერთი ეგაა, რომ ვეგეტარიანელი იყო და მხოლოდ მცენარით იკვებებოდა, ისევ თავის სიკეთე იყო ვეგეტარიანელობის მიზეზი. ამას რომ გაიგებდნენ ყველა გოგო ამრეზით უყურებდა. ერთ დღესაც ის გაიცნო. პირველივე დანახვაზე მოეწონა. არც ის დარჩა გულგრილი. მას მერე ცალ-ცალკე ვერ ნახავდით. ოჯახებმაც მოუწონეს შვილებს არჩევანი, მერე მამებმა და დედებმაც გაიცნეს ერთმანეთი. მათ ერთად დანახავს არაფერი ჯობდა, თუმცა ბახვა მაინც კეთილად რჩებოდა და ისევ ვეგეტარიანელი იყო.
ერთ დღესაც პაემანზე წავიდნენ, როცა მან უთხრა, თუ მართლა გიყვარვა სისხლი უნდა დალიოო. გაგიჟდა ბახვა, ეგ როგორო?! როგორ და თუ გიყვარვარ იზამო. მე ხომ კეთილი ვარო უთხრა ბახვამ. თუ გიყვარავ იზამო -იგივე გაუმეორა. წამი საუკუნედ ექცა ბახვას, თუმცა სიყვარულმა ძლია. არჩევდა მომენტს, რომ ბიჭუნას სისხლი დაელია და უცებ...ბახ... მხოლოდ ეს ხმაღა გაიგო. მერე თვალებში დაუბნელდა, გრნობდა როგორ სრესდა ვიღაცის ხელი, საკუთარ სხეულში არსებული სისხლი გარეთ ეღვრებოდა...
- დეე, ნახე კოღო მოვკალი - გახარებული გამორბოდა მოკლე შარვალში გამოწყობილი ბიჭუნა - მეორეც იყო, მაგრამ გაფრინდა.

...ბახვა კეთილი იყო...

No comments:

Post a Comment