მთელი საღამო
არ მქონდა ძილი.
ისე, ბღაოდი ვითარცა
ძროხა.
თავი აღარ გაქვს
გამოსაყოფი
”ფურია როხა”,
”ფურია როხა”.
გუშინ თქვენ გავდით
თავწაცლილ ქათამს.
11 კაცი?! უფრო
ლანდები.
პეტრიაშვილი არ
ვიცი, მაგრამ
მე უსათუოდ მოგელნადებით.
ხომ გაგახსენდათ
წინა ფინალი?!
ასე გვასწავლეს
ჩათვლა ვალისა.
მთალდ ჰოლანდიურის
ნუ დააბრალებთ
ალბათ მოწიეთ
პლანი გალისა.
გირჩევთ შეეშვათ
ფეხბურთის თამაშს.
თქვენი საქმეა
- თოხი და ბარი.
გუშინ რაც ნახეთ
იყო კორიდა.
მე-მატადორი,
იკერი-ხარი.
თეთრი კი გეცვათ
თუმცა კი საქმე
ისე წავიდა, რომ
აღარც ჩანდით.
წადით მოძებნეთ
თქვენი დონისა
განა ცოტაა -
სომალი, ჩადი....
როცა დაკრძალავთ
ესპანთა ნაკრებს
მოვალ ყვავილებს
გაგატანინებთ.
ეს რა ჩვევა გაქვთ
მეხუთის მერე,
თავს იკლავთ ექვსს
კი არ ატანინებთ
დღეს აქ მოვრჩები
ამბის მოყოლას.
სხვის დარდზე
მეტი არ მინდა წერა.
ერთი ვერ მივხვდი
18+
რატომ არ იყო
არსად წარწერა?!
No comments:
Post a Comment