Tuesday, May 19, 2015

მაკედონიის დაარსების ისტორია

ძველ დროში ფლავისმანის დასავლეთით ერთი უსახელო სოფელი იყო, სადაც ნოდარი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ. ნოდარი დიდმა ბაბუამ დაარქვა, რომელსაც "წინასწამეტყველას" ეძახდნენ, რადგან უშეცდომოდ იცნობდა ხოლმე რომ დღეს ღამე მოყვებოდა და ღამეს დღე. ბევრს შრომობდა ნოდარი, წელების არსებობა მაშინ ჯერ არ იცოდნენ და ამიტომ მასზე ვერ იდგამდა ფეხს, მაგრამ ამ გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ  - აბა რა სიკვდილს შვებოდა!!!  
მაინც უჭირდა ოჯახს, ამიტომ ნოდარმა უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა, ეგებ ცოტა ბედს ვეწიოო. გაამზადა საგზალი და გზას გაუდგა. ცენტალურ მაგისტრალზე დადგა და გამვლელ ურემს ბათუმამდე გაყვა, იქ გემზე ავიდა და შორეულ ზღავს მისცა თავი. ძველ ელადაში ჩავიდა, სადაც თავის მეზობელი ცხოვრობდა. კარგად მოეწყო. ზეთისხილს კრეფდა და ქოთნებში ამზადებდა საექსპორტოდ, ამასობაში, რაღაც ფინური კომპანიის მიერ გამოშვებული მტრედი იყიდა და სახლში წერილს-წერილზე გზავნიდა ხოლმე. ოჯახსაც უხაროდა. პატარა ორი კაპიკი იშოვა თუ არა ძროხა იყიდა, რომელსაც თავის ესპანელი მეგობრის ცოლის საპატივსაცემოდ "დონია" დაარქვა. გაიზარდა "დონია" და როგორც ბუნების წესია, ბუღა მოუნდა, რომელიც იქვე გვერდით ბოსელში ნახა, მოსახდენიც მოხდა და "დონია" დაურსულდა. გახარებული იყო ნოდარი, ხბოს ჩემებს გავუგზავნიო, მაგრამ ერთ დღეს "დონია" გაქრა. ბევრი იარა ნოდარმა, მაგრამ ვერას გახდა, ვისაც ეკითხებოდა ყველა უკაცრიელი მიწისკენ იშვერდა ხელს. წავიდა ნოდარიც უკაცრიელ მიწაზე და ერთი კაცი ნახა:
- "დონია" ხომ არ გინახავს კეთილო კაცო?
- ვინ?!
- ვინ და "დონია"
- ვინ დონია?!
- მაკე "დონია"
ამ დროს სანატრელი ბღავილიც გაისმა და ბუჩქებიდან "დონია" გამოძვრა, გახარებულმა ნოდარმა მოკიდა ხელი და უკან წამოვიდა. ის კეთილი კაცი კი იმ მიწების მეფე იყო და განამრტოებულიყო, რათა ქვეყნისთვის სახელი მოეფიქრებინა, ნოდარის მიერ გულწრფელად ნათქვამმა " მაკე-დონიამ" იმდენად მოხიბლა რომ ქვეყანას ეს სახელი უწოდა.

ვიცოდეთ გმირი წინაპრების ისტორია

No comments:

Post a Comment