![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgrhgQiWcsVHrv5YPAUhgHPzacGZnrRdJrnasheyDRjGduiQxFkZNvaPUHAWOMhir-Fv9Y935P_X45x1xD0If5nGMb0F3ValGYMv6tb86uSNRHuvvp91nhFyPaphRFZDRPEropAgd6VdD85/s1600/sleeping-bunny.jpeg)
-
ჰაჰა, ვაჟკაც შენც გღვიძავს?! - ვუთხარი და დაახ. 20 წუთიანი მონოლოგი მოვცხე. აზრზე არა ვარ რას ველაპარაკებოდი,
მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს არაფერი. ზოგადად დიდად მოლაპარაკე არ იყო, მაგრამ მთალდ
ასეთმა სიმუნჯემაც გამაკვირვა
-
რა იყო ბიჭო, ხმა მაინც გამეცი, რომ მიხვდე ცოცხალი ხარ თუ არა - მაინც რომ არ გამცა
ხმა შიშით გავხედე და გაუნძრევლად იწვა. მეგონა რომ გავიდა იმ ქვეყნად, ვერც ვერავის
ვაღვიძებ და ვფიქრობ იმაზე, რომ ოჯახს როგორ გავაგებინო ამის სიკვდილი, როგორია სტუმრად
ჩამოვიდა და მოკვდა. მოკლედ 2-3 საათი სერიოზულ განცდებში ვარ (ამასობაში კი ის ჩემი
ცოდვით სავსე ერთხელაც არ შეინძრა) და ჩამეძინა, დილით რომ გავიღვიძე იმას უკვე ეღვიძა.
ცოცხალი რომ დავინახე ისე გამიხარდა, როგორც ”კაპიტან გრანტის შვილებში” გაუხარდა აირტონს
”დუნკანის” დანახვა.
მოკლედ,
რაზე გამახსენდა ეს ამბავი. დილიდან ვფიქრობ და მგონი ჩვენს ქვეყანას ძინავს კურდღლის
ძილით. მკვდარი აშკარად არაა, თვალების გახელილი აქვს, მაგრამ აშკარად არ ტოკავს
No comments:
Post a Comment