Saturday, January 31, 2015

სოფიო გიორგის ასული გოგოლაძის ბიოგრაფია

1982 - ამ წელს მხოლოდ დაიბადა;
1983 - გაიარა და მას შემდეგ დადის;
1984 - ძალიან უნდოდა, ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა ფეხბურთელებისათვის, ეგულშემატკივრა მაგრამ როცა მოუნდა უკვე დამთვარებული იყო ჩემპინატი. (პირველი იმედგაცრუება სოფოს ცხოვრებაში);
1985 - ჩააქრო 4 სანთელი ტორტზე (90-იანებში ხშირად იყენებდა ამ გამოცდილებას);
1986  - დედიკომ და მამიკომ უყიდეს ძმა (მაშინ მეორადები არ იყო მოდაში და ახალი ძმა უყიდეს);
1987 - დაინახა პიონერთა რაზმი და დაიწყო ოცება როდის გახდებოდა პიონერი (ამიტომ იმთავითვე გაემაიჯნა ეროვნულ მოძრაობას, რომლებიც მიზნად საბჭოეთის დანგრევას ისახავდენ, რითაც სოფოს პიონერობაზე ოცნება ვერ ასრულდებოდა).
1988 - მივიდა სკოლაში და იმ დღესვე გაკვეთილების შემდეგ წამოვიდა (ასე გაგრძელდა 11 წელი)
1989 - სოფოში პირველად გაიღვიძა ჰუმანიზმა და მეზობელს გაუწიწკნა კევი (ყოველგვარი ანგარების გარეშე)
1990 - ამ წელზე ისტორია დუმს. სავარუდოდ ჩანაწერები სოფოს შესახებ განადგურებულია. არის ვერსია, რომ მან კლასობანაში ვერ აიღო კარები (ხაზზე ედგა ფეხი) და ამიტომ ჩანაწერები გაანადგურეს.
1991 - იყო ქორწილში და პირველად ახლოდან ნახა პატარაძალი
1992 - შენიშნეს თენგიზ კიტოვანის გვერდით. ამ ფაქტს სოფოს დღემდე უარყოფს (რას იზამ სოფო, ერთი ბნელი ლაქა ყველას გვაქვს, სამაგიეროდ როგორი იყო აეროპორტში შევადნაძეს რომ არ დაუჩოქე?!)
1993 - გადადის სურამის მესამე სკოლაში (დრო მოვა, სკოლის შესასვლელში იქნება მემორიალური დაფა წარწერით: ამ  სკოლაში სწავლობდა სოფო გოგოლაძე და სოფოს პროფილი იქნება ქვაში ამოქანდაკებული).
1994 - უნდოდა ლუკაშენკოს ინაუგურციაზე წასვლა, მაგრამ დედამ არ გაუშვა. ამის გამო ისე იდარდა 2კვირა ჩაწვა (სოფოს ცხოვრების მეისტორიე შენიშნავს: ამ პერიოდში სკოლაში უწევდა საკონტორლო წერა ფიზიკაში და ცოტა ბუნდოვანია, სოფოს ავად გახდომა, რამდენად უკავშირდება ლუკაშენკოსთან არ გაშვებას)
1995 - პირველად ნახა ეფრემ ვერდის -სიზმრის ახსნა. მას შემდეგ ხშირად ხედავდნენ მოშვებულ ონაკნთან იჯდა და ლაპარაკობდა. როგორც ფსიქიატრი გია ჯობაძე ხსნიდა: ეს არ იყო ფსიქოსამტური შეტევის ის სახე, რომელიც პრაქტიკაში ქონია.
1996 -  დაიზეპირაველური გულისმუსიკა -კომოკო ბრალე ალა ვირა (http://www.youtube.com/watch?v=TwK5UDzWwOY ) რითაც მოემატა 3 ”პაკლოვნიკი”.
1997 - გახდა 15 წლის და სიმღერა, რითაც ხელ-ფეხი გაეხსნათ ზემოთხენებულპაკლოვნიკებსრათა ემღერათ - ”შენ თხუთმეტი წლის გახდი დღეს
1998 - მიიღო პირველი სამიანი. და ჩაწვდა შემდეგი გამოთქმის აზრს: სამიანი და ჯანმრთელობა
1999 - ჩააბარა უმაღლესში. ამ მოვლენას ქართველმა ალპინისტება ევერესტზე ასვლა მიუძღვნეს, ხოლო  პორტუგლიამ ჩინეთს დაუბრუნა მაკაო. (არის ვერსია, რომ ბორის ელცინიც ამიტომ გადადგა);
2000 - მთელი წელი გაატარა დავაში იყო თუ არა უკვე 21- საუკუნე;
2001 - უხაროდა რომ ახლა ნამდვილად მოვიდა 21- საუკუნე. ამ დროს თქვა გენიალური სიტყვები ( ვარაუდობენ, რომ 100 წლის მერე სოფოს ეპიტაფიაც ეს იქნება): მართალია აინშტაინს მსოფლიო იცნობს, სამაგიეროდ მე 21- საუკუნეს მოვესწარიო;
2002 - ჩაბარა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და იმდენად მოხიბლა ლექტორი, რომ ლექტორმა უთხრა: შვილო მოდი ერთი წელიც ამ კურსზე ისწავლე, რომ გიყუროო;
2003- ცოდვას ვერ ვიტყვი და არავითარი მონაწილოება არ მიუღიავარდების რევოლუციაში”. მეტიც, როცა ამ პერიოდში რუსთაველის პროსპექტზე უწევდა გავლა შენიშავდა ხოლმე:  - ესენი კიდევ აქ დგანან?! უსაქმურები!!!
2004 - პირველად ნახა ცოცხალი შავკანიანი და დარწმუნდა რომ მასზე შავებიც არსებობენ;
2005 - გულთან იგრძნო ღიტინი და ეგონა რომ შეყვარებული იყო. სინამდვილეში აღმოჩნდა რომ გაკრახმალებულ მაისურს ხაო ქონდა და ის უღიტინებდა;
2006 -  გაიხსენა ახლაგაზრდობა და მაგნიტოფონის კასეტა გადაახავიაპასტით”;
2007 - ამ წელსაც სოფოს გარეშე ჩაიარა ნობელის პრემიის დაჯილდოვებამ;
2008 - გახდა რა 26 წლის, დაფიქრდა, იმაზე თუ რა გაუკეთებია, საქართველოსათვის და ატირდა. ტირილმა ცოტა შვება მოგვარა და შვება მოგვრილმა, უყურა ამინდის პროგნოზს, რომელიც ამ დღეს დიანა ჯოჯუამ გაგვაცნო.
2009 - მასში კიდევ ერთხელ იძალა, ჰუმანიზზმა და ცოლად გაყვა გლეხ ტეტელოშვილს რათა მცირედი კეთილშობილება მიენიჭებინა ამ გავრისათვის
2010 - სოფოს ცხოვრებაში გაჩნდა შიო :*
2011 - გადაწყვიტა ეთარგმნა ჟან-ჟაკ რუსო, მაგრამ ფრანგულის არცოდნის გამო შეეშვა.
2012 - მუშაობდა ჯოკონდას ღიმილის საიდუმლოზე. სწორედ ამიტომ ხშირად ხედავდნენ სარკესთან მომღიმარი სახით
2013 - მთელი წელი, ტელევიზორთან იჯდა და ამაოდ ელოდა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, გვიანღა გაიგო რომ ჩემპიონატი მომავალ წელს ტარდებოდა
2014 - ერთხელაც არ მდგარა დონატების რიგში
2015 - უყურა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს და გაკვირვებული იყო, როგორ გამომრჩა თუ ფეხბურთში ხელით თამაში დაამატესო. ბოლოს როცა გაიგო რომ რაგბს უყურებდა შეიცხადა და 2016 წელს დაუწყო ლოდინი
2016 - იყო არჩევნებზე და მთელი წელი ელოდა არადნებს
2017 - ელოდება როდის იქნება საზღვარგარეთის პასპორტებზე ფასდაკლების აქცია რომ აიღოს პასპორტი და ისარგებლოს ვიზალიბერალიზაციით
....2082 - სოფო ბებიამ შვილიშვილის შვილებთან ერთად იზეიმა 100 წლის იუბილე :*
სოფოს ძმა - ლადო :)


No comments:

Post a Comment