ჩემს
მამიდას ნათელა ჰქვია. ქართველი მამიდის ფენომენი "ჩაკრულოსთან" ერთად რომ გაეგზავნათ კოსმოსში დარწმუნებული ვარ უცხოპლანეტელები, თუ არსებობენ უკვე ჩვენი ახლო
მეგობრები იქნებოდნენ, მაგრამ ნათელა მამიდა კიდევ სხვა ფენომენია.
ნათელას
სიცოცხლე უყვარს და მასზე ისეა შეყვარებული, რომ მის გვერდით მყოფთ ყველას შეგვაყვარა.
ნათელას როცა ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ რატომ გამომარჩია უფალმა და ასეთი მამიდა
მე რატომ მარგუნა. საოცრებაა ნათელასთან ერთად ყოფნა, ათასი ადამიანი რომ იყო მის გარშემო
მაინც მოახერხებს და ყველას გაუნაწილებს ყურადღებას, ალბათ ამიტომაა რომ მასზე განაწყენებული
ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.
ორი
ძმიშვილი და 7 დისშვილი ვყავართ მამიდას, მაგრამ ვერცერთი ჩვენგანი ვერ ვიტყვით რომ
რომელიმეს განსაკუთრებულ ყურადღებას გავქცევს, თუმცა ყველა ვიტყვით (გვითქვამს კიდეც),
რომ ძალიან გვიკვირს როგორ ახერხებს ამას. ალბათ ნათელა მამიდად უნდა დაიბადო ეს რომ
შეძლო.
სიხარულის
გაზიარების საოცარი უნარი აქვს მამიდას, თუ შეგატყო გიხარია ისე გაუბრწყინდება თვალები,
კიდევ უფრო რწმუნდები, რომ სასიხარულო გაგიკეთებია.
ნათელა
მამიდა ძალიან მშიშარაა, ოთახიდან-ოთახში რომ გავუგზავნივარ რაღაცის მოსატანად მაშინაც
კი ნერვიულობს ხოლმე. მამიდა იმაზეც კი ნერვიულობს
ჟურნალისტობას რომ მივყავი ხელი, ვაითუ ვინმეს არ მოეწონოს რასაც წერ და რამე არ გითხრასო,
დარდობს და რა ქნას. თვითონ იმდენად კეთილია რომ არასოდეს აზრად არ მოსვლია ბოროტება,
ეგ კი არა როდესაც ვინმეზე რომ იტყვიან კორუფციაშია გარეული და მილიონები იშოვაო, არ
იჯერებს, უკვირს - როგორ შეიძლება ადამიანმა ეს გააკეთოსო.
ერთადერთი
ვის მიმართაც შეუძლია დაუნდობელი იყო ისაა, ვინც საქართველოზე ცუდს იტყვის. მართლა
არავინ მეგულება საქართველოზე ასე უანგაროდ შეყვარებული ადამიანი. ერთხელ ვთქვი სიამოვნებით
წავიდოდი სადმე საცხოვრებლად-მეთქი და ძალიან ეწყინა. ეწყინა იმიტომაც რომ მამიდას
გაზრდილი ვარ და ეს როგორ გავიფიქრე, თანაც არამარტო გავიფიქრე ვთვქი კიდეც.
მამიდა
არაა გათხოვილი და ჩემთან ცხოვრობს, მისი დამსახურებაა თუ მე რამე ვიცი. საერთოდ, დედობა
ძალიან რთულია, მაგრამ უფრო რთულია როდესაც
ადამიანს დედა ყავს და მაინც ზრუნავ მასზე, შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდია, მამიდა ამ
ხიდზე ისე დადის რომ არასოდეს შეშინებია ჩავარდნის, ამიტომაცაა ჩემთვის და სოფოსთვის დედა-მამიდა.
ნათელას
ემოციურობა ცალკე თემაა, ჯერ მოგისმენს, მერე ორივე ხელს მთელი ძალით დაირტყამს მუხლზე
- შენ მოგიკვდა მამიდაშენიო იტყვის და დარდს იწყებს. შეიძლება სრულიად მცირე რამე თვეობით
იდარდოს, თავადაც განიცდის ყველაფერ რომ ასე მიაქვს გულთან, მაგრამ ედარდება და რა
ქნას?!
მამიდა
ისტორიის პედაგოგია, უყვარს თავის პროფესია, გაკვეთილზე ყველაფერს გასცემს და სანაცვლოდ
თავის მოსწავლეების სიყვარულს იღებს და ბედნიერია, ხოლო თუ მისი რომელიმე მოსწავლე
რაიმე დიდ წარმატებას მიაღწევს მამიდა ბედნერების ზენიტშია. ჩემი ისტორიის მასწავლებელიც
მამიდა იყო, მაგრამ არასოდეს არ მიგრძვნია პრივილეგია, მეტიც, ჩემს მიმართ გაცილებით
უფრო მომთხოვნი იყო. ალბათ ამ სამართლიანობის გამოცაა, რომ მას ყველა პატივს სცემს.
ყველა მოსწავლის უფროსი მეგობარია მამიდა.
ამაგის
საზომი შკალა რომ არსებობდეს, მის ყველა ნიშნულს დიდი ხნის გაცელილი იქნებოდა მამიდას
ამაგი.
ბედნიერი
ვარ რომ ჩემია, მინდა ხშირად გავახარო, გავულამაზო სიცოცხლე როგორც თვითონ მილამაზებდა
მთელ ბავშვობას. პირველად მამიდასთან ერთად
ვიმოგზაურე, 1-2 წლის ვიყავი ამიყვანდა ხოლმე ხელში, გადავიფარებდით საბანს და ოთახებში
დავდიოდით, მამიდა მღეროდა - "ვიაროთ, ვიაროთ, ვიაროთ, ქვეყანა შემოვიაროთ".
ახლაც მახსოვს როგორ მიხაროდა. მამიდას ოცნებაა პირამიდების ნახვა, შეპირებული ვარ
რომ უნდა წავიყვანო.
მამიდი,
ვერ წარმოიდგენ კიდევ რამდენი რამის თქმა მინდა, თანაც ისე მინდა ვთქვა შენ რომ შეგშვენის,
რადგან შენ მსოფლიოში საუკეთესო მამიდა ხარ!
შენი
ცხოვრების სტიმული ჩვენ ვართ, შენი ძმიშვილები და დისშვილები ამიტომ გპირდებით რომ
ყოველთვის გაგახარებთ, გაგახარებთ იმიტომ რომ შენი ბედნიერება ჩვენთვის ძალიან ბევრს
ნიშნავს და შენი ნათქვამი - შენ შემოგევლოს მამიდაშენი, მართლა ისე მევლება და ყველაფრისაგან
მიცავს როგორც მაგიური წრე.
დღეს
ჩემი მამიდას დაბადების დღეა. მინდა ძალიან ბედნიერი და გახარებული იყოს. მინდა მცირდეით
მაინც დავუბრუნო ის სიკეთე რომელიც უანგაროდ გამიკეთა, მინდა ბევრჯერ გავახარო, მინდა
სურამში მოულოდნელად ჩასვლისას ნათელას სიხარული ძალიან დიდხანს მხვდებოდეს.
მამიდი,
ძალიან მიყვარხარ, იმაზე გაცილებით მეტად ვიდრე გამოვხატავ და გგონია.
შენ
შემოგევლე მე <3
შენი
ლადო
05.01.2015
No comments:
Post a Comment