დღეს ახალი დღე
დადგება,
ჩამავლი მზე ამოვა.
ყველა თუ ერთად
დავდგებით,
რაღაცა მაინც
გამოვა.
ყველამ ვიფიქროთ
საქმეზე
და არ მოვიქცეთ
ბავშურად.
ნუ, გადავაქცევთ
ჩვენს სურამს
ალბათ მიხვდებით............
ვინც ჩვენზე აუგს
გაივლებს
ზევსი განგმირავს
მეხით
ჩვენ არ გვჭირდება
ჯიპები,
ჩვენ ყველგან
ვივლით ფეხით
(სხვა სიტყვა
ვერ მოვიგონე
ამიტომ ვრითმავ
ხრაშუნთან)
მკაცრის სავიზო
რეჟიმი:
”სტეკლიანთან”
და ხაშურთან.
ყველას ეზოს კარ
მოვუვლით
იქნება როგორც
კორტი.
სურამულაზე გავხსნათ
გრანდიოზული პორტი.
ყველამ მომავალს
ვუმზიროთ.
საქმეც იქნება
საშურად
და არასოდეს იქცევა,
ჩვენი სურამი.......
ფინანსების არ ქონის გამო არსებობს მოხლოდ ტექსტი ამიტომ სანამ მუსიკა იქნება ვამბობთ მხოლოდ ტექსტს.
ტექსტი დამტკიცებულია ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” დაფუძნებელი სხდომის მიერ.
ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას - ”სურამზე გულდამწვართა
და გულდათუთქულთა კავშირშის" დამფუძნებელი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი წვერი და თავმჯდომარე
-
ლადო გოგოლაძე
13.12.14
08:45 სთ.
p.s. თუ ვინმეს ტექსტი არ მოწონს, იხ. ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” დამფუძნებელი სხდომის მიერ მიღებული წესდების #1 პუნქტის ბოლო 12 სიტყვა
No comments:
Post a Comment