Monday, December 1, 2014

თემურ ლენგი

ტანში ამტვრევდა. კანკალებდა. გუშინდელ დღეს ნაწილ-ნაწილ იხსენებდა. ბოლო სადღეგრძელო, რომ სამშობლოს დალია ახსოვდა. კოჭლობდა, სახე დაღრეჯილი ჰქონდა. ვერ მიხვდებოდი სახეს კოჭლობით გამოწვეული ტკივილი უღრეჯდა თუ მუდამ ასეთი იერი ჰქონდა. დანახვისთანავე იცნეს.
- კიდევ მთვრალია ეს საცოდავი
- ახლა დაიწყებს მოყოლას თუ როგორ უნდა დაიპყროს მსოფლიო
- გურჯისტანში ოთხჯერ ჩავალო, მაგასაც იტყვის
ასეთი შეძახილები ისმოდა, მამაკაცი ყურადღებას არ აქცევდა.
- ორი ჭიქა მაგარი სასმელი, ფული არა მაქვს და პირადობას დაგიტოვთ - უთხრა სახედაღრეჯილმა მამაკაცმა
- ხომ არ გავიწყდებათ უკვე რომ გაქვთ ვალი - მიუგო ბარმენმა თან უკვე სასმელს ასხამდა

- მალე მსოფლიოს დავიპყრობ და სრულად გაგისტუმრებთ - უთხრა და პირადობის მიაწოდა, სადაც ორი სიტყვა ეწერა: თემურ ლენგი

No comments:

Post a Comment