”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” საგანგებო განცხადება
”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირი” 2012 წლის 6 ივლისს დაარსდა, თუმცა უკანასკნელი დღეებია მის გარშემო განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება, ამიტომ მე როგორც კავშირის დამაარსებელი და დღემდე ერთადერთი წევრი ვთვლი რომ საჭიროა წესდება, რომელის მიხედვითაც მოხდება კავშირში წევრთა მიღება
1. წევრობის მსურველმა ზეპირად უნდა იცოდეს ყველა ისტორიკოსისს სახელი ვისაც კი ერთხელ მაინც უხსენებია სურამი ( კონტრკითხვა - აბა შენ თუ იცი ჩამოთვალე არ მიიღება, ვინაიდან მე ვარ დამაარსებელი და მეპატიება, თუ ვინმეს არ მოწონს პუნქტი #1 შეუძლია თავად შექმნას ალტერნატიული კავშირი, დაუშალა ვინმემ?!)
2. წევრობის მსურველი ვალდებულია ერთხელ მაინც იყოს ნამყოფი სურამის ყველა სკოლაში (ეს პუნქტი საჭიროა იმისათვის რომ გამოირიცხოს შემდეგი გარემოებები, მაგ:
- სად ცხოვრობ?
- მეორე სკოლასთან.
- ეგ სადაა?
3. წევრობის მსურველი ვალდებულია, სიმთვრალეში ერთხელ მაინც იყოს ასული სურამი ციხეზე (ეს პუნქტი ჩაემატა იმის გამო რომ ვერავინ მეტყვის შენ თუ ხარ ასულიო. Irakli Shubitidze დამემოწმება)
4. წევრობის მსურველი ვალდებულია წაკითხული ჰქონდეს დანიელ ჭონქაძის ”სურამის ციხე” და ნანახი ჰქონდეს სერგო ფარაჯანოვის იგივე სახელობის ფილმი, თუ არ ექნება ნანახი ჩვენ თვალწინ უყუროს, ხოლო წიგნი წაიკითხოს და ჩაგვაბაროს მოკლე შინაარსი.
5 წევრობის მსურველი ვალდებულია მინიმუმ ერთხელ მაინც ყოფილიყო ის ადამიანი ვინც სურამ-ხაშურის ”მარშუკტას” შეავსებდა ”ერთი კაციც და გავედით”, გამოთქმის მერე
6. წევრობის მსურველი ვალდებულია იცოდეს სურამზე დაწერილი მინიმუმ ერთი ლექსი მაინც, შეუძლია თვითონაც დაწეროს. ( ”მე მქვია გურამი და მიყვარს სურამი” - ლექსად არ ჩაითვლება)
7 წევრობის მსურველს, ხაშურში არ უნდა ჰქონდეს ზედიზედ 5 ღამე გათენებული. თუ ვინმე ასეთია მის საკითხს კომისია ცალკე განიხილავს ( Nana Gelashvili შენ გამონაკლის შემთხვევა ხარ და სურვილის შემთხვევაში ჩვენი კარი შენთვის ღიაა, საერთოდაც ხაშურში ელჩობაზე რა აზრის ხარ?)
8. წევრობის მსურველი ვალდებულია მინიმუმ 2 დამსვენებლი მაინც ყავდეს ტაბა-კლდეზე აყვანილი (თავიდან მინიმუმ ერთს ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭს რომ ეთქვა ერთი გოგო მყავდაო, გონება ცუდის ფიქრს დაიწყებდა და ამიტომ ორზე შევჯერდი.)
9 წევრობის მსურველი ვალდებულია იცოდეს ვის აქვს კარგი ღვინო. ეს პუნქტი მტკიცდება საქმით
10. წევრობის მსურველი ვალდებულია არ ქონდეს ზედმეტი ამბიციები და არ მოინდომოს ჩემი სკამი, თუ მოინდომებს მომიტანოს სანაცვლო სკამი და ჩემსას გავატან
11. წევრობის მსურველი ვალდებულია იცნობდეს სურამის წარსულს და იცნობდეს სურამის კოლორიტებს: ქეთინოს, ზურაბ დოლიძეს და სხვ. ( თუ ეს ხალხი არ იცის ასეთ ადამიანს საერთოდ რა უნდა კავშირში?!)
12. წევრობის მსურველი ვალდებულია ყოველ წელს, კავშირის ხელმძღვანელობას აჩუქოს საკუთარი ხელით დაყენებული მინიმუმ 10 ლიტრი ღვინო. ეს იმისათვისაა საჭირო რომ ეს ადამიანი დალოცოს კავშირის ხელმძღვანელობამ (კავშირის ხელმძღვანელობისთვის უმნიშვნელოვანესია ყველა წევრის ჯანმრთელობა)
13. საწევრო იქნება 5 ლარი, მაგრამ ვინც ახლავე გამოთქვამს წევრობის სურვილს საჩუქრად მიიღებს სალათი "ოლივიეს" შესანახ კონტეინერს.
14. წევრობის მსურველი ვალდებულია იცოდეს ისეთი სტრატეგიული ადგილები როგორიცაა: რკინის წყალი, "კანფეტას ბუტკა", კინოს წინ, "შავი ბოგირი" და სხვ
15. წევრობის მსურველი ვალდებულია ხაშურის ხსენებაზე პირჯვარი გადაიწეროს და თქვას: ჯვარი აქაურობას
16. წევრობის მსურველი ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იხ. პუნქტი პირველის ფრჩხილებში მოქცეული ტექსტის ბოლო 12 სიტყვა.
ტექსტი დამტკიცებულია ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” დაფუძნებელი სხდომის მიერ.
ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას - ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირშის" დამფუძნებელი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი წვერი და თავმჯდომარე - ლადო გოგოლაძე
12.12.14
No comments:
Post a Comment