Thursday, December 18, 2014

ჩემი ბაიანთხევი


ჩემი ბაიანთხევი <3

 1999 წელია, პირველად ჩამოვედი თბილისში რამდენიმე დღით დასარჩენად. ეს 13 წლის ყმაწვილისთვის ცოტას არ ნიშნავდა. ჩემი და პირველი კურსისი სტუდენტი იყო და ოქტომბრის არდადეგებეზე მასთან გამომიშვეს მშობლებმა. ჩემი ჩამოსვლა ”თბილისობას” დაემთხვა, რომელიც ზუსტად ისეთი იყო როგორც ახლა. ჩემმა დამ და მამიდაშვილებმა წამიყვანეს კონცერტზე რომელიც რიყეზე ტარდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ისე გახარებული ვიყავი, რომ მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი. დილიდან საგულდაგულოდ დავიმახსოვრე იმ ”მარშუტკების” ნომრები რომელიც სახლთან მიდიოდა. კონცერტმა მშვიდად ჩაიარა, სამაგიეროდ მე ვერ ჩავუარე მშვიდად მაყალზე აშიშხინებულ მწვადს, მაგრამ ვიცოდი რომ ჯიბეში მხოლოდ გზის ფული მქონდა, ამიტომ ოდენ სურათის გადაღებით შემოვიფარგლე. მოკლედ დიდი სიმღერა ტაშ-ფანდურის მერე ოჯახში დაბრუნება გადავწყვიტეთ, დავჯექი და გვერდით კარგად ნასვამი მამაკაცი მომიჯდა, რომელსაც ძალიან უნდოდა ლაპარაკი ამიტომ დაიძრა თუ არა სამარშრუტო ტაქსი მომიბრუნდა:
 - რა გქვია ბიძია შენ?!
- ლადო - წინ წავუგდე საქმე და დავამატე - 13 წლის ვარ
-  ეეე, შენხელა რომ ვიყავიიი.... -  გადაიქნია თავი მარცხნიდან-მარჯვნივ და პირიქით თან ამ ქნევის მომენტში ხვნეშოდა, ამიტომ დღემდე მივიჩნევ რომ რაღაც კარგს აკეთებდა 13 წლის ასაკში.
-  რა უბანში ცხოვრობ?
- ბაიანთხევში
- სად ბიძია?!  -  აშკარად ნიშადურის როლი შეასრულა ბაინათხევმა
- ბაიანთხევი - ვუპასუხე ისეთივე მშვიდად როგორც პირველ კითხვაზე
ამის მერე ამ კაცს  ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გადმომხედავად ხოლმე და აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან რთული რეაქცია ხდებოდა მის ტვინში. ასე გაგრძელდა რიყიდან-თემქამდე,სადაც როგორც ჩანს ამ კაცს მოთმინების ფიალა შეევსო (სულ ვოცნებობდი ამ სიტყვების სადმე გამოყენებას) და მკითხა
- ბიძია, 45 წელია თბილისში ვცხოვრობ, თან ვატყობ  არ მატყუებ და ეგ უბანი სადაა?!
- სურამში - ვუპასუხე ისეთი სიმშვიდით, პიკასოს რომ ვენახე მტრედის მაგივრად მე დამხატავდა. 13 წლამდე ვისაც კი ეს უკითხავს ყველას ამ პასუხს ვცემდი და ასე ჩავთვალე რომ თბილისშიც იგივე უნდა მეპასუხა, რადგან სურამში ბაინათხევი ყველასთვის გასაგები იყო და საიდან უნდა მცოდნოდა რომ თბილისში ვერ გაიგებდნენ?! ის კაცი ბედნიერი ჩავიდა ტრანსპორტიდან, რადგან დარწმუნდა რომ მის გონებას არაფერი ჭირდა. ჩასვლისას ისევ მე მიყურებდა, ისეთი თვალები ჰქონდა,  ალბათ ფიქრობდა - ”15 წლის მერე ისე გავა 2-3 თვე რომ მაგ შენ ბაინათხევს ერთხელაც  ვერ ნახავო”.
მართლა აგერ უკვე მესამე თვეა ჩემ საყვარელ უბანში არ ვყოფილვარ, მენატრება, თვითონ იმას ალბათ აღარც ვახსოვარ რადგან ბევრი ჩემნაირი ყავს, რომლებიც ყოველდღე უხსნიან სიყვარულს.
I'll be back <3

პ.ს. ბოლო შვარცნეგენულად გამომივიდა :D


No comments:

Post a Comment