11 წლის ვარ ანუ 1997 წელია. ახალი წელი მოდის. მიუხედავად ასაკისა მაინც მჯერა რომ თოვლის ბაბუა არსებობს,მაგრამ ოჯახის გარდა ვერავის ვუმხელ, რადგან ვხვდები რომ ტეხავს. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი,თუ ასეთი კარგი რამე ტყუილი იქნებოდა. "მაგრამ დიდხან ეს ცხოვრება გაახარებს ვინმეს განაო" უთქვამს ბრძენს, ჰოდა ეს ნათქვამ კარგად იცოდა ჩემმა დამ, რომელსაც ბოროტად შურდა, რომ ყოველ ახალ წელს ჩემთვის თოვლის ბაბუა მოდიოდა. ერთ დღესაც ამ ბოროტმა არსებამ, მომკიდა ხელი და ოთახში შემიყვანა(ახალ წლამდე საათებია დარჩენილი) წამო რა გაჩვენოო და კარადაში საგულდაგულოდ დამალული საჩუქრები მაჩვენა
- დებილო, აი რომ გჯეროდა.მამას და დედას მოაქვთ ყველაფერი - მეუბნება უბედნიერესი სახით და მასზე უფრო მეტადბედნიერ თამუნას უყურებს, რომელსაც სახე უბრწყინავს ჩემი ტირილის მოლოდინში. მეც არ გავუცრუე იმედები და ისეთი ტირილი მოვრთე, რომ ნაძვის ხის ქვეშ, მდგარი თოვლის ბაბუა ამბობდა:
- მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი ვიყო ვარსებობო
მე მაინც მეჯერა მისი არსებობა, სანამ 12 საათზე ზუსტად ის საჩუქრები არ მომიტანა, რაც ვნახე
მეორე დილით უკვე გაზრდილმა გავიღიძე. მას მერე თოვლის ბაბუის აღარ მჯერა,მაგრამ არანორმალურად მინდა მჯეროდეს.
რამ გამახსენა ეს ყველაფერი.ყველა უცხოელი დიპლომატი გევუბნება ნატოში მიგიღებთო და ნეტა ვინმე ჩემი დასავით მადლიანი გამოჩნდეს რომ გვითხრას:
- ნატო არ არსებობს,ყოველშემთხვევაში თქვენთვისო, თორემ ყოველ სამიტს ისე ველოდებით რას მოგვიტანსო როგორცმე ველოდი თოვლის ბაბუას.
მე კი მისრულდებოდა,მაგრამ მე მაგარი დედ-მამა მყავს :)))