შენ ნამუსს გხდიდნენ,
წუხელის პეპე.
შენ კი მორჩილად იტანდი ამას
და ცხრა თვის
თავზე ვინც გეყოლება,
ნუ დაუმალავ რა
ჰქვია მამას.
წითელ გუნდს უცებ
მოეღო ბოლო
(ამბობენ ამას
სხვა რამე ჰქვია).
გული გაუსკდა
დეიდა მერკელს,
საფლავში ბრუნავს
ადოლფი ძია.
თვალთ დაუბნელდა
ამ ღამით მთვარეს
სინათლე აღარ
მოუჩანს მზეს.
პეპე უყურებს
სერხიო რამოსს -
” რა გააკეთე
გუდუნა ეს?”
ვეღარ უშველის
შენ დაშლილ დაცვას:
ტიაგო სილვა,
ვეღარც დე როსი.
”ბე-ემ-ვეს” ქარხნის
კვამლი კი არა,
თითქოს გესუნთქოთ
კვამლი ”ფეროსი”.
ასეთს რომ გხედავ
გული მიტირს,
ნუ მისცემიხარ:
სევდას, კაეშანს.
შენ ისე დარდობ,
რომ თითქოს შენს გუნდს,
ოთხი კი არა ხუთი
გაეშვას.
მსაჯის სასტვენმა
გამოგაფხიზლა
თავზე დაგამხო
ოცნების ვილა
და ვეღარ არჩევს
ეს შენი გუნდი,
”ბაიერნია” თუ
გორის ”დილა”.
დღეს აქ მოვრჩები
ლექსის მოყოლას.
სხვის დარდზე
მეტი აღარ მსურს წერა
(თუმცა ვერ ვხვდები
18+,
რატომ არ ჰქონდა
ეკრანს წარწერა?!).
ავტორი მე
:)))
No comments:
Post a Comment