Saturday, December 27, 2014

მე, თოვლის ბაბუა და NATO

11 წლის ვარ ანუ 1997 წელია. ახალი წელი მოდის. მიუხედავად ასაკისა მაინც მჯერა რომ თოვლის ბაბუა არსებობს,მაგრამ ოჯახის გარდა ვერავის ვუმხელ, რადგან ვხვდები რომ ტეხავს. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი,თუ ასეთი კარგი რამე ტყუილი იქნებოდა. "მაგრამ დიდხან ეს ცხოვრება გაახარებს ვინმეს განაო" უთქვამს ბრძენს, ჰოდა ეს ნათქვამ კარგად იცოდა ჩემმა დამ, რომელსაც ბოროტად შურდა, რომ ყოველ ახალ წელს ჩემთვის თოვლის ბაბუა მოდიოდა. ერთ დღესაც ამ ბოროტმა არსებამ, მომკიდა ხელი და ოთახში  შემიყვანა(ახალ წლამდე საათებია დარჩენილი) წამო რა გაჩვენოო და კარადაში საგულდაგულოდ დამალული საჩუქრები მაჩვენა
- დებილო, აი რომ გჯეროდა.მამას და დედას მოაქვთ ყველაფერი - მეუბნება უბედნიერესი სახით და მასზე უფრო მეტადბედნიერ თამუნას უყურებს, რომელსაც სახე უბრწყინავს ჩემი ტირილის მოლოდინში. მეც არ გავუცრუე იმედები და ისეთი ტირილი მოვრთე, რომ ნაძვის ხის ქვეშ, მდგარი თოვლის ბაბუა ამბობდა:
- მსუბუქი ყოფაქცევის ქალის  შვილი ვიყო ვარსებობო
მე მაინც მეჯერა მისი არსებობა, სანამ 12 საათზე ზუსტად ის საჩუქრები არ მომიტანა, რაც ვნახე
მეორე დილით უკვე გაზრდილმა გავიღიძე. მას მერე თოვლის ბაბუის აღარ მჯერა,მაგრამ არანორმალურად მინდა მჯეროდეს.
რამ გამახსენა ეს ყველაფერი.ყველა უცხოელი დიპლომატი გევუბნება ნატოში მიგიღებთო და ნეტა ვინმე ჩემი დასავით მადლიანი გამოჩნდეს რომ გვითხრას:
- ნატო არ არსებობს,ყოველშემთხვევაში თქვენთვისო, თორემ ყოველ სამიტს ისე ველოდებით რას მოგვიტანსო როგორცმე ველოდი თოვლის ბაბუას.
  მე კი მისრულდებოდა,მაგრამ მე მაგარი დედ-მამა მყავს :)))

Monday, December 22, 2014

12 რჩევა რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ

12 რჩევა რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ

გუშინ ჯო კოკერი გარდაიცვალა. ამ ამბავმა ძალიან დამწყვიტა გული და საბოლოოდ მიმიყვანა იმ აზრამადე რომ ერთხელაც ჩემი რიგიც მოვა (სიკვდილის რიგი ერთდაერთია, რომელსაც ქართველები ვიცავთ, მეტიც, ურიგოდ წასვლის გაგონებაც არ გვსურს). ამიტომ მე როგორც ჩემს შემდგომ დარჩენლებზე უანაგაროდ მზურნველმა გადავწყვიტე რამდენიმე თხოვნა დავტოვო:
1. როცა დაგტოვებთ, ძალიან გთხოვთ ნუ დააყენებთ ჩემს სურათს პროფილის ფოტოდ, მეტიც კარგი იქნება თუ ჩემი პროფილიდანაც ჩამოხსნით (პაროლს და ლოგინს ანდერძში ჩავწერ)
2. ნუ დააყენებთ თქვენი პროფილის ფოტოდ შავ კვადრატს, ვინაიდან მალევიჩი ვინც ეს კვადრატი დახატა კაი ხანია მოკვდა და თუ მე მგლოვობთ რა შუაშია მალევიჩი?! (ეს ელემენტარულია ვატსონ)
3. ნუ მოყვებით ვაი-ვიშს, ვინაიდან ყველამ იცოდით რომ ეს დღე დადგებოდა
4. ნუ დაასტატუსებთ - მენატრებიიიიიიი :( შე დალოცვილო თუ გენატრებოდი, თვეები გადიოდა და არ მკითხულობდი და ახლა მოგენატრე?! ეს სიცოცხლეშიც შეგიძლიათ მითხრათ
5.  "ნატოში" რომ შევალთ ნუ დაწერთ - "საწყალი როგორ ოცნებოდა ამ დღეზე", ვინადიან შეიძლება ვიღაცამ დააგინოს მაშ მტყუნისო და შეგეწერებათ
6. ნუ დაწერთ: საწყალი, საცოდავი და სხვ. ამას აჯობებს დაწეროთ: "აბა რა ეგონა?!", "მეეხაზა", "არადა გუშინ ვნახე იცინოდა" (ეს სტანდარტული ტექსტია). ჩემს შემთხვევაში არ გამოდგება - ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვის,
7. არ დაწეროთ -არ მჯერაააა -  ეგრე არ ჯერათ ჰიტლერის ფანებს რომ ჰიტლერი მოკვდა და ამიტომ ამ ფანებს ყველა გიჟად მოიხსენიებს და გინდა გიჟის იარლიყი?!
8.  სისულელეა დაწეროთ - 40 დღე გასულა:((( -  რა არ იცოდით რომ გავიდოდა?! არ თქვათ ახლა შენმა სიკვდილმა სათვალავი აგვირიაო, რადგან მე მაინც ვერ გავიგებ და ქულები არ ჩაგეწერაბთ
9. ნუ დაწერთ - როგორ დააკლდები სურამს -  ეს იქნება სიცრუე, ვინაიდან 3 თვეა სურამში არ ვყოფილვარ და რეალურად ახლა ვაკლივარ, თორემ გარდაცვალების მერე სამუდამოდ იქ ვიქნები.
10.  ნუ დაიხოკავთ სახეს, რადგან შეიძლება გაგირთულდეთ ნახოკი, მერე დაგჭირდებათ მკურნალობა, რომელსაც დაზღვევა ვერ აგინაზღაურებთ, სავარუდოდ შეგხვდებათ ცუდი ექიმი და პროცესი კიდევ უფრო გართულდება, მოკლედ ჩემი ცოდვები არ მეყოფა თქვენი სახეც რომ არ ამკიდოთ?!
11. ნუ დაიბნევთ გულზე ჩემ ფოტოს, ვინაიდან ვარ ძალიან არა ფოტოგენური და უცხო ადამიანი რომ თავლს მოკრავს იტყვის - აქამდე რატომ იცოცხლა?! - სავარუდოდ ეს ნათქვამი თქვენ გეწყინება
12.  ნუ დამელოდებით სიზმრად ვინაიდან ღამე სიარული არასოდეს იყო ჩემი საყვარელი საქმიანობა, თანაც თქვენ ხართ ბევრნი და მე ერთი და რამდენს უნდა გაგწვდეთ?
მოკლედ ესაა მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ რა უნდა გააკეთოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ, თუმცა არაა გამორიცხული რომელიმე თქვენგანს გავასწრო სურათით ხელში.
მიყვარხათ და გოცნით თქვენი ლადო <3
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ <3

Thursday, December 18, 2014

ჩემი ბაიანთხევი


ჩემი ბაიანთხევი <3

 1999 წელია, პირველად ჩამოვედი თბილისში რამდენიმე დღით დასარჩენად. ეს 13 წლის ყმაწვილისთვის ცოტას არ ნიშნავდა. ჩემი და პირველი კურსისი სტუდენტი იყო და ოქტომბრის არდადეგებეზე მასთან გამომიშვეს მშობლებმა. ჩემი ჩამოსვლა ”თბილისობას” დაემთხვა, რომელიც ზუსტად ისეთი იყო როგორც ახლა. ჩემმა დამ და მამიდაშვილებმა წამიყვანეს კონცერტზე რომელიც რიყეზე ტარდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ისე გახარებული ვიყავი, რომ მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი. დილიდან საგულდაგულოდ დავიმახსოვრე იმ ”მარშუტკების” ნომრები რომელიც სახლთან მიდიოდა. კონცერტმა მშვიდად ჩაიარა, სამაგიეროდ მე ვერ ჩავუარე მშვიდად მაყალზე აშიშხინებულ მწვადს, მაგრამ ვიცოდი რომ ჯიბეში მხოლოდ გზის ფული მქონდა, ამიტომ ოდენ სურათის გადაღებით შემოვიფარგლე. მოკლედ დიდი სიმღერა ტაშ-ფანდურის მერე ოჯახში დაბრუნება გადავწყვიტეთ, დავჯექი და გვერდით კარგად ნასვამი მამაკაცი მომიჯდა, რომელსაც ძალიან უნდოდა ლაპარაკი ამიტომ დაიძრა თუ არა სამარშრუტო ტაქსი მომიბრუნდა:
 - რა გქვია ბიძია შენ?!
- ლადო - წინ წავუგდე საქმე და დავამატე - 13 წლის ვარ
-  ეეე, შენხელა რომ ვიყავიიი.... -  გადაიქნია თავი მარცხნიდან-მარჯვნივ და პირიქით თან ამ ქნევის მომენტში ხვნეშოდა, ამიტომ დღემდე მივიჩნევ რომ რაღაც კარგს აკეთებდა 13 წლის ასაკში.
-  რა უბანში ცხოვრობ?
- ბაიანთხევში
- სად ბიძია?!  -  აშკარად ნიშადურის როლი შეასრულა ბაინათხევმა
- ბაიანთხევი - ვუპასუხე ისეთივე მშვიდად როგორც პირველ კითხვაზე
ამის მერე ამ კაცს  ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გადმომხედავად ხოლმე და აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან რთული რეაქცია ხდებოდა მის ტვინში. ასე გაგრძელდა რიყიდან-თემქამდე,სადაც როგორც ჩანს ამ კაცს მოთმინების ფიალა შეევსო (სულ ვოცნებობდი ამ სიტყვების სადმე გამოყენებას) და მკითხა
- ბიძია, 45 წელია თბილისში ვცხოვრობ, თან ვატყობ  არ მატყუებ და ეგ უბანი სადაა?!
- სურამში - ვუპასუხე ისეთი სიმშვიდით, პიკასოს რომ ვენახე მტრედის მაგივრად მე დამხატავდა. 13 წლამდე ვისაც კი ეს უკითხავს ყველას ამ პასუხს ვცემდი და ასე ჩავთვალე რომ თბილისშიც იგივე უნდა მეპასუხა, რადგან სურამში ბაინათხევი ყველასთვის გასაგები იყო და საიდან უნდა მცოდნოდა რომ თბილისში ვერ გაიგებდნენ?! ის კაცი ბედნიერი ჩავიდა ტრანსპორტიდან, რადგან დარწმუნდა რომ მის გონებას არაფერი ჭირდა. ჩასვლისას ისევ მე მიყურებდა, ისეთი თვალები ჰქონდა,  ალბათ ფიქრობდა - ”15 წლის მერე ისე გავა 2-3 თვე რომ მაგ შენ ბაინათხევს ერთხელაც  ვერ ნახავო”.
მართლა აგერ უკვე მესამე თვეა ჩემ საყვარელ უბანში არ ვყოფილვარ, მენატრება, თვითონ იმას ალბათ აღარც ვახსოვარ რადგან ბევრი ჩემნაირი ყავს, რომლებიც ყოველდღე უხსნიან სიყვარულს.
I'll be back <3

პ.ს. ბოლო შვარცნეგენულად გამომივიდა :D


Friday, December 12, 2014

”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” ჰიმნის ტექსტი

დღეს ახალი დღე დადგება,
ჩამავლი მზე ამოვა.
ყველა თუ ერთად დავდგებით,
რაღაცა მაინც გამოვა.
ყველამ ვიფიქროთ საქმეზე
და არ მოვიქცეთ ბავშურად.
ნუ, გადავაქცევთ ჩვენს სურამს
ალბათ მიხვდებით............
ვინც ჩვენზე აუგს გაივლებს
ზევსი განგმირავს მეხით
ჩვენ არ გვჭირდება ჯიპები,
ჩვენ ყველგან ვივლით ფეხით
(სხვა სიტყვა ვერ მოვიგონე
ამიტომ ვრითმავ ხრაშუნთან)
მკაცრის სავიზო რეჟიმი:
”სტეკლიანთან” და ხაშურთან.
ყველას ეზოს კარ მოვუვლით
იქნება როგორც კორტი.
სურამულაზე გავხსნათ
გრანდიოზული პორტი.
ყველამ მომავალს ვუმზიროთ.
საქმეც იქნება საშურად
და არასოდეს იქცევა,
ჩვენი სურამი.......

ფინანსების არ ქონის გამო არსებობს მოხლოდ ტექსტი ამიტომ სანამ მუსიკა იქნება ვამბობთ მხოლოდ ტექსტს.
ტექსტი დამტკიცებულია ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” დაფუძნებელი სხდომის მიერ.
ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას - ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირშის" დამფუძნებელი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი წვერი და თავმჯდომარე -
ლადო გოგოლაძე


13.12.14    08:45 სთ.

p.s. თუ ვინმეს ტექსტი არ მოწონს, იხ. ”სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის” დამფუძნებელი სხდომის მიერ მიღებული წესდების #1 პუნქტის ბოლო 12 სიტყვა

20 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს სურამი

20 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს სურამი

სურამი, მხოლოდ 6 მხედრული ბგერისგან შედგარი სიტყვაა, მაგრამ ეს პატარა სიტყვა იმხელა საქმე აკეთებს მადაგასკარს შეშურდება. მიუხედავად სურამის უნაკლობისა და გენიალურობისა არსებობს ადამიანთა კასტა რომლებსაც სურამი არ უყვართ. მე, როგორც ჭეშმარიტმა სურამელმა (რამხელა ამბიცია მაქვს) გადავწყვიტე მათ გონებას ნათელი მოვფინო და ჩამოვუთვალო 20 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყვარდეთ სურამი.
1.    
სურამს აქვს ისეთი ისტორიული წარსული, ისტორიის მოყვარულს ადამიანს მორალური უფლება არ აქვს, რომ სურამი არ უყვარდეს. ყველა ქართველი თავის პირადპირ მოვალეობად თვლის ისტორიის სიყვარულს (ეს განსაკუთრებით გამოიხატება სადღაც 8-9 სადღეგრძელოში, როცა წინაპრების ჯერი დგება), შესაბამისად სურამიც ყველა ქართველს უნდა უყვარდეს!
2.    
– 200; – 400; – 100; – 1; – 40; – 10. ესაა ბგერების რიცხვითი მნიშვნელობა რაც ჯამში 751- უდრის. ანუ ვისაც რიცხვი 751 უყვარს აუცილებლად უნდა უყვარდეს სურამი;
3.    
სურამის მოსახლეობა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც უყურა ტვ `დიას~, შესაბამისად ტანჯული ხალხი უნდა უყვარდეთ, ლოგიკურად ის ადგილიც სადაც ეს ტანჯული ხალხი ცხოვრობს;
4.    
ბაგრატ III როცა ერთიანი საქართველოს მეფედ აკურთხებდნენ დანანებით უთქვამსეჰ, ახლა სურამში, რკინის წყალი ნეტა გამოყვანილი იყოს დავლევდიო. შესაბამისად ვისაც ეს მეფე უყვარს სურამიც უნდა უყვარდეს
5.    
რომ არ ყოფილიყო სურამის ციხე დღეს მის ადგილზე სავარუდოდ ან პოლიციის შუშის შენობა იქნებოდა ან შადრევანი, შესაბამისად თუ გიხარია, რომ სურამის ციხე დგას იქ სადაც დგას, მაშინ სურამიც უნდა გიყვრადეს, რადგან სურამმა მისცა ამ ციხეს სახელი (ამ წამს მე თვითონ შემშურდა ჩემი ლოგიკის);
6.    
ეს ციფრი მიყვარს რადგან ნოემბრის ექვსში დაიბადა ჩემი ნენე, შესბამისად ვისაც უყვარს ნენე, უნდა უყვარდეს სურამი:))));
7.    2003
წლიდან მოყოლებული დღემდე, სურამში არ ყოფილა მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბა ამის მერე რა ნამუსით არ უნდა გიყვარდეთ სურამი?!
8.    
სურამში ოდითანვე ცხოვრებდნენ სომხები და ებრაელები. მოკლედ რომ ვთქვათ სურამში დაირწა ეთნიკური დემოკრატიის აკვანი (ეთნიკური დემოკრატია სიახლეა), ჰოდა ვისაც სომხები, ებრაელები და ეთნიკური დემოკრატია გიყვართ სურამის გარდა რამე ალტერნატივა უნდა გაგაჩნდეთ?!
9.    90-
იანების დასაწყისში როცა შევარდნაძეს დაუჩოქეს აეროპორტში დაჩოქილებში არ იყო არცერთი სურამელი, შესბამისად ყველას ვისაც ზვიად გამსახურდია უყვარს უნდა უყვარდეს სურამი;
10.    
სურამმა შვა ისეთი დიდი ქართველები როგორეიბც იყვნენ და არიანრატი სურამელი, გრიგოლ სურამელი, მიტო ტალახაძე (შინაურებში ტანგლამიტო),ანზორ ლომიძე (აზრზე არა ვარ ვინაა, მაგრამ გული მითქვამს რომ რამეს მიაღწევდა) და რა თქმა უნდა გოგა ხაჩიძე (რომელიც მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით 2033წლის მერე 3ჯერ იყო ჩამოსული)!!!
11.    
სურამში არის კულტურის სახლი, რომელსაც კულტურული ღონისძიებების გარდა ყველა ფუნქცია აკისრია (არჩევნების დაგეგმვიდან დაწყებული - ქაუნთერ სთრაიკის სტრატეგიის დაგემვით დამთვარებული), შესაბამისად თუ ვინმე უკულტუროა მასაც უნდა უყვარდეს სურამი;
12.    
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ვინმე ადოლფ ჰიტლერს ოცნებად ქონია შვილის ყოლა, რომ მერე სურამში დაესვენებინა შესაბამისად ვისაც გიყავრთ ვინმე ადოლფ ჰიტლერი უნდა გიყვარდეთ სურამი (გაგიმხელთ და გეტყვითარ ეღირსა უბედურს(().
13.    20-
ინა წლებიდან 53 წლამდე საბჭოთა კავშირს ყოლია ლიდერი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელიც ზემოთ აღნიშნული მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მსგავსად საერთოდ არ ყოფილა სურამში, მაგრამ მისგან განსხავვებით მგონი იცოდა, სურამის არსეობობა. შესაბამისად ვისაც გიყვართ სტალინი უნდა გიყვარდეთ სურამი;
14.    
სურამი კარგად ერითმება გურამი-, შესაბამისად ვისაც ქვია გურამი რა ნამუსით არ უნდა უყვარდეს სურამი?!
15.    
ჩემი კვლევბით დასტურდება რომ უცნობმა ბერძენმა მოგზაურმა თქვასამყაროს ჭიპი და მიწიერი სამოთხეა სურამიაი ამის დამადასტურებელი წყარო:http://www.facebook.com/lado.gogoladze.5?v=info  (დაბლა მარჯვენა კუთხეში ნახეთ), შესაბამისად ვისაც უყვარს ბერძნული კულტურა და ზოგადად ყველაფერი ბერძნული უნდა უყვარდეს სურამი.
16.    
სურამს ყავდა საფეხბურთო გუნდი `ლას-ვეგასი~, მეცნიერები დღემდე დავობენ თუ რა კავშირი შეიძლება ქონდეს ლას-ვეგასს სურამთან (ერთნი იმ ვერსიასაც განიხილავენ, რომ ჯეკ კორნერი, რომელმაც პირველი კაზინო გახსნა გვერდისუბნელი ყოფილა), შესაბამისად ვისაც გიყვართ ჩახლართული ამბები და კვლევა-ძიება უნდა გიყვარდეთ სურამი;
17.    
სურამში დადის მატარებელი სახელადლურჯა, შესაბამისად ეკატერინე გაბაშვილი, რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ყველა შთამომავალს აუცილებლად უნდა უყვარდეს სურამი;
18.    
სურამში ცხოვრობს გოგი გოგოლაძე სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ამ კაცის გამო ყველაზე მეტად მიყვარს სურამი;
19.    
მეორე მსფლიო ომის დროს სურამის სახლემა ორჯერ გაიჟღერა პირველად როცა გერმანიამ თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია მაშინ მიქოიანს უყვირია ბავშვები და ქალები სურამში გადამალეთო (სავარაუდოდ მაშინ შეიტყო ზემოთხსნებულმა სტალინმა სურამის არსებობა) და მეორედ როცა რაიხსტაგზე დროშა აიტანეს ეგოროვს უყვირია ვისაც სურამი არ უყვარს...(მერე ქანთარიასი შეშინებია და ჩხორწყუთი შეუცვლია სურამი), შესაბამისად მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ყველას უნდა უყვარდეს სურამი.
20.    
პირველი მსოფლიო ომის დროს სურამის სახელს საერთოდ არ გაუჟღერია (იმ ომში მონაწილეთაგან მაინც აღარვინაა და ამიტომ ამაზე აღარ იდარდოთ)
კიდევ უმარავი მიზეზის მოყვანა შეილება, მაგარმ ამის წაკითხვის მერე თუ მაინც დარჩა ვინმე ვისაც სურამი არ ეყვარება (ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ხალხებს არ ვგულისხმობ))) დანარჩენ მიზეზებს მაშინ შემოგთავაზებთ)
მარად სურამელი ლადო გოგოლაძე.
2012
. 11.06.12 13.15