![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEil8Jg_T1vYEhndzBOCgR2vgEA8jjIhDPO3SZU6tZG_ZhoFrQdF47mr9QCk7MtLJyGFas4_FodIzB-HeOLcCBRjk9t4uN8W8jLPlOMMejkJetCrLUkAvBYOr-wvFuUMp-tKnaS4S1xUZ4Uk/s1600/201301290431126917.jpg)
2012 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერტებულ შატაბეში ვიზიტისას ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიას ეწვია, სადაც სამახსოვროდ სამხედრო აკადემიის კურსანტთა ქურთუკი გადასცეს. რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი გორში იმყოფებოდა, სადაც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის მსმენელებს შეხვდა (რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია) ამ შეხვედრაზე, მას სწორედ ამერიკელების მიერ ნაჩუქარი კურსანტის ქურთუკი ეცვა, რომელსაც ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ლოგო ამშვენებდა.
სამხედრო აკადემიაში, როდესაც პირველ კურსელს ხვდება მთავარსარდალი (რომელიც ყველა სამხედროსათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს) და სხვა ქვეყნის სამხედრო ქურთუკით იწონებს თავს,რა ახსნა უნდა მოუძებნოს კურსანტმა? ამის შემდეგ რამ შეიძლება აუმაღლოს მოტივაცია იგივე კურსანტს?
კი, ბატონო ამერიკა ჩვენი უმთავრესი პარტნირია, მაგრამ, თუნდაც ერთი წამით ვინმე წარმოიდგენს, რომ ამერიკის პრეზიდენტი საკუთარი ჯარის წინაშე ქართული სამხედრო ფორმით წარდგება?! საქართველოს თავდაცვას, რომ საკუთარი ფორმა და ლოგო რომ არ ქონდეს კი ბატონო,ვინ ოხერი ამოიღებდა ხმას, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არმიას ფორმაც აქვს (რომელიც თქვენი წყალობით ნამდვილად ხარსხიანია) და სამხედრო გერბიც, იქნებ გეკადრათ და ჩაგეცვათ ? ქვეყნის სახე ბრძანდებით და ყველაფერი ქართულის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოთ ამით ქართველებიც უფრო დაგაფასებენ და რაოდენ გასაკავრიადაც არ უნდა მოგეჩვენეთო უცხოელებიც.
პრეზიდენტი ამ ნაჩუქარ ქურთუკს მარტო საქართველოში რომ იცმევდეს კიდევ აიტანდა კაცი.მიხეილ სააკაშვილი დეკემბრის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. იქაც იგივე ქურთუკი ეცვა რაც რამდენიმე დღის წინ გორში. პოლონელები კულტურული ხალხია და გაოცებას ალბათ მხოლოდ გონებაში გამოხატავდნენ, თორემ ამერიკელი რეინჯერის ფორმა რა კავშირშია საქართვლოსთან ვერაფრით ვერ გაიგებდნენ (ეჰ, პოლონელებს კი არა სრულიად საქართველოს ვერ გაგვირკვევია ეგ ამბავი).
გიორგი თავდგირიძე (სამხედრო ექსპერტი) -” კანონით ეს რაიმე დანაშაული არაა, სამხედრო თვალსაზრისით, ჩასაცმელს იმ შემთხევაში შეგვიძლია სამხედრო ფორმა დავარქვათ, როდესაც მასზე განმასვავებელი ნიშნებია, არის ქვეყნის აღმნიშვნელი წარწერა,წოდება და სხვ.
თუმცა თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ უმაღლესი მთავარსარდალი მიდის სამხედრო აკადემიაში, კურსანტებთან შესახვედრად აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება მცირე ნიუანსებსაც კი და ასეთ დროს მთვარსარდალი თუ სამხერდრო ქურთუკში იქნება, აუცილებლად საკუთარი ქვეყნის არმიის აღმნიშვნელი ლოგო მაინც უნდა ქონდეს დატანილი. ზოგადად მთავარასარდალი არაა ვალდებული ატაროს სამხედრო ფორმა, მაგრამ თუ მის ჩასაცმელზე რაიმე სახის ატრიბუტიკა იქნება დატანილი აუცილებლად საკუთარი ქვეყნის უნდა იყოს. მთვარსარდალმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ როცა ის ხვდება კურსანტებს, ვინც მომავალი ქართული არმია უნდა დააკომპლექტოს, მისი შეხვედრა აუცილებლად დატვირთული უნდა იყოს პატრიოტული მოტივებით.”
ვიცი, ზოგი იტყვის აბა რუსული ”ბუშლატა” ხომ არ ეცმეოდაო, სხვათაშორის რუსეთის უმაღლესი პირი არასოდეს იცვამს ქყრთუკს, რომელზეც სხვა ქვეყნის სამხედრო ლოგოა დატანილი
ბატონო პრეზიდენტო, ავღანეთში ახალი წლის შეხვედრას და ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო ულუფის მირთმევას, აჯობებს, საქმე უფრო დაბლიდან (უფროს სწორად მაღლიდან) დაიწყოთ და ოფიციალურ შეხვედრებზე უცხო ქვეყნის სამხედრო ქურთუკის მაგივრად, ის მუნდირი ატაროთ რომლის ტარებაც ნებისმიერი ქართველი სამხედროსათვის ღირსების საქმეა!
No comments:
Post a Comment