- სახლში
...30 წლიანი
მმართველობის ხანა მხოლოდ ამ სიტყვებით დასრულდა, თუმცა მანამდე დიდი გზა გამოიარა,
გზა კომკვაშირიდან - საქართველოს პრეზიდენტობამდე. არ იყო ეს გზა ია-ვარდებით მოფენილი,
მხოლოდ რკინის ნერვების მქონეს, ლავირების დიდოსტატს და თეთრზე შავის მთქმელ ადამიანს
თუ შეუძლია ასეთი გზის გავლა.
დაიბადა 1928
წელს ( ხშირად ამბობენ, რომ მას დაბადების
წელიც გადაკეთებუილი აქვს, ვითომ ესაა პირველი ტყუილი ამ დიდი პოლიტიკოსის ცხოვრებაში?),
სოფელ მამათში.
როგორც მემუარებში
წერს, ბავშვობაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საკუთარი ოდის მშენებლობამ მოახდინა. სიმბოლურია
არა? მას შემდეგ მუდამ აშენებდა (?) ხან რკინის იმპერიას და ხანაც საკუთარ სამშობლოს.
ერთი შეხედვით
ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. დედა, სოფიო პატეიშვილი დიასახლის იყო, ხოლო მამა სოფლის
სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 3 ძმა და ერთი და ყავდა.
როგორც იხსენებს,
შრომისმოყბარეობას მამამ დააჩვია. უკვე 5 წლისა ჩაიში დადიოდა საკრეფად. პირველად სკოლაში
მოხდა, მისი დაწინაურება, როცა პიონერთა რაზმის თავკაცად აირჩიეს. ბავშვობის ყველაზე
მძიმე მოგონებად იმას იხსენებს, როცა ფოსტალიონს ნებაყოფლობით ეხმარებოდა, ომიდან მოსულ
წერილების დარიგებაში, ”უბედურები მაცნედ” ვიქეციო ამბობს. მალე მათ ოჯახსაც მოუვიდა
წერილი სადაც მისი ძმის გარდაცვალებას იუწყებოდნენ, პირსისხლიანი ფაშისტების წინააღდგე
ბრძოლაში. კიდევ ერთი სიმბოლო მის ცხოვერბაში: დიდი ხნის შემდეგ სწორედ ის იქნება გერმანიის
გაერთიანების ერთ-ერთი არქიტექტორი.
მშობლიურ მამათში
8 კლასის წარჩინებით დამთვარების შემდეგ და თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში შევიდა
სასწავლებლად, რომელიც წარჩინებით დაამთვარა და ფერშალის წოდებაც მიიღო.
1948 წელი მისი
ბიოგრაფიაში დაბადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. იგი კომუნისტური პარტიის წევრი ხდება
(შემდეგში ამ ნაბიჯს თვითვიდამკვიდრების ერთადერთ გზად ნათლავს). 1951 წელს წაღვერში
შვებულებისას გაიცნო მისი მომვალი მეუღლე ნანული ცაგარეშვილი. ნანულის მამა რეპრესიის
მსხვერპლი იყო და მასზე დაქორწინებას არავინ ურჩევდა მომავალ ლიდერს, თუმცა მან ”მსხვერპლშეწირვის
რიტუალი” მაინც ჩაატარა და ნანულიზე იქორწინა. 1953 წელს სტალინის გარდაცავალების შემდეგ
რეპრესირებულთა უმეტესობის რებილიტაცია მოხდა, ამ სიაში იყო ნანულის მამაც, ამან ხელი
შეუწყო მომავალ პოლტიკოსს, რომ გზა გაეგრძელებინა.
ნელ-ნელა ყოველდღიური
ცხოვრების სტილი გახდა პლენუმები, აქტივის კრებები,ოფიციალურ პირებთან შეხვედრები,
თუმცა კარიერის ზენიტამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
1965 წელს შინაგან
საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაბარეს. მან ამ პოსტზე ყოფნისას ჩამოაყალიბა ე.წ. საოზაგდოებასთან
ურთიერთობის ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდნენ მწერლები და სზოგადო მოღვაწეები. ეს იმ
დროიდენ საბჭოთა კვაშირში უპრეცედენტო მოვლენა იყო, ხოლო დღევანდელი გადასახადედინა
პიარის ელემენტებსაც შეიცავდა.
1972 წელს საქართველოს
ცკ-ს პირველი მდივანი ხდება და სრული 30 წლის განმვალობაში საქართველოში ყველაზე გავლენიანი
ადამიანის სტატუსსაც ინარჩუნებს. მის პოლიტიკურ კარიერას ყველაზე დიდი ლაქა მაინც
”თვითმფრინავის ბიჭების” ისტორიაა.
1983 წელს ახალაგაზრდების
ჯგუფმა სამგზავრო თვითმფირნავი გაიტაცა, რათა საბჭოთა კავშირი დაეტოვებინათ. მათი ეს
გულუბრყვილო ჩანაფიქრი ”ბოროტების იმპრეიისათვის” არ აღმოჩნდა ”გულუბრყვილო” და მათი
დახვრეტა გადაწყდა.
საზოგადოებისათვის
კარგად ცნობილმა ადამიანებმა მოაწერეს, ხელი მათთვის ამ საჯელის გაუქმების თხოვნას,
მაგრამ განჩენი ძალაში დარჩა.
” ბევრმა მომართა თხოვნით სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, მაგრამ
უძლური აღმოვჩნდი, მე ეს არ შემეძლო, მათ კი ამის გაგება უჭირდათ. ამ ტრაგედიის თავიდან
აცილება ვერ შევძელი. ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია” - იტყვის ამ ამბებიდან
დიდი ხნის შემდეგ თავის მემუარებში”.
უკვე საბჭოთა
კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, როცა
თბილისში ეროვნული მოძრაობის აქტივობა დაიწყო. გამოსვლების პიკი 1989 წლის 9 აპრილი
იყო. როცა მშვიდობიანი მიტინგი რუსულმა სპეცრაზზმა სასტიკად დაარბია. საკუთარ თავს
არაფერში ადამნაშაულებს, მე ამის აცილება არ შემეძლოო, იმასაც ურაყოფს რომ 8ში დილით
აეროპორტში ჩამოფრინდა.
”გავრცელდა ხმა, თითქოს 8ში თვითმფრინავი ჩამოფრინდა თბილისის აეროპორტში
და შიგ მე ვიჯექი, მაგრამ თუ ჩამოვფრინდი, მერე რა გავაკეთე? ვის შევდი? რა ვუთხარი
და რა მითხრა?”.
განიცდის 9 აპრილის
შედეგს. სწორედ 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოეთის ნგრევაო, ამბობს ერთ საგაზეთო ინტერვიუში.
1990 წელს მინისტრი
თანამდებობა დატოვა. შორეული 1956 წლის შემდეგ
პირველად მოხდა რომ 2 წელი უმუშევრად იყო, უფრო სწორად თანამდებობის გარეშე იყო.
1992 წელს საქართველოში ეროვნულმა გვარდიამ დაამხო ზვიად გამსახურდიას მთვარობა
და სახელმწიფო საბჭოს მეთაურად სწორედ ის მოიწვიეს. 1992 წლის 7 მარტს დაბრუნდა საქართველოში,
სადაც თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამომავალს აეროპორტში დაუჩოქეს (!). დაიწყო ახალი
13 წლიანი მმართველობის ხანა. პირად მიღწევად მიიჩნევს ჯიმ ბეიკერის ვიზიტს, გერმანიის
საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის გენშერის საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენი ქვეყნის
მხარდაჭერას და კიდევ ბევრ სხვა მოვლენას, რომლის საშუალებითაც საქართველო გაეროს სრულუფლებიანი
წევრი გახდა.
1992 წლის 14
აგვისტოს დაიწყო ფართომაშტაბიანი ომი აფხაზეთში, რომელშიც საქართველოს საჯარსო შენაერთები
დამარცხდნენ, რასაც საქართველოს ამ ძირძველი კუთხის საქართველოს იურისდიქციიდან გამოსვლა
მოყვა.
90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში სიტუაცია ნელ-ნელა
სტაბილური გახდა. გადაწყდა, რომ საქართველოზე
გაივლიდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც ათწელულის უდიდეს მიღწევად შეფასდა.
ქვეყანა ხდება ევროსაბჭოს წევრი, თუმცა მისი მმართველობის მთავარი ლაიტმოტივი ქრონიკული
უმუშევრობა და კორუფციის დიდი მასშტაბები იყო.
პრეზიდენტად ყოფნისას
2ჯერ გახდა ტერაქტის მსხვერპლი, ორჯერვე გადარჩა.
2003 წელს თითქმის
ერთთვიანი აქციების შემდეგ 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
გავა წლები და
იტყვის: ბევრად მეტის გაკეთება შემეძლოო
და მაინც ვინ
იყო ის? ადამიანი რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი თუ ადამიანი რომელმაც
საქართველო მხოლოდ უკან დახია?
არავინ უარყოფს,
რომ მას უდიდესი დიპლომატიური ნიჭი ქონდა, თუმცა როგორ დაახმარა ეს ნიჭი თავის ქვეყანას?
არაა იოლი 50
წელზე მეტი პოლიტიკაში იყო და თან უმეტესად წამყვან თანამდებობაზე, მაგრამ მან ეს შეძლო.
- ბატონო პრეზიდენტო
ახლა სად მიდიხართ?
- სახლში
- კი, მაგრამ მერე?
- მერე ცხოვრება
გვიჩვნებს (2003წ. 23 ნომებერი)
25 იანვარს ედურად
შევარდნაძეს 85 წელი შეუსრულდა.
No comments:
Post a Comment