Monday, May 25, 2015

საიდან მოდის სიტყვა -ხელოსანი. მამა-შვილის სულისშემძვრელი ისტორია

  
ძველ დროში ერთი კაცი იყო, ხელო ერქვა. რა იყო რომ მისი ხელიდან არ გაკეთებულიყო. ალექსანდრიის შუქურის ფითილი, ჰალიკარნასის მავზოლეუმის დედა ბოძი, სემირამიდას დაკიდული ბაღების საკიდი, ზევსის ქანდაკების გვირგვინი, პირამიდების ნახაზი, არტემიდას ტაძრის მარცხნიდან მეშვიდე ბოძი და როდოსის კოლოსის კოლოსი სწორედ მისი გაკეთებულია. მოკლედ მაგარი ვინმე იყო ხელო, მაგრამ შვილი არ ყავდა. 40 წლის ასაკში მეუღლე დაეღუპა და შვილის ყოლის ისედაც მცირე იმედი სულ გადაეწურა. რამდენჯერ ტკივილნარევი იუმორით უთქვამს: ” ყველაფერს ვაკეთებ და ბალღი ვერ გავაკეთეო”. 60 წლის იყო ხელო, როცა კართან ხმაური გაიგონა, გავიდა გარეთ და ნაჭრებში გახვეული ბავშვი შერჩა. პირველი რაც გააკეთაიმასდახედა და სქესი გაიგო, მერე თქვა ალბათ ღმერთებს შევეცოდე და გამომიგზავნესო, ბოლოს კი სახელი დაარქვა - ანი (ამბობენ, რომ სწორედ ამან უშველა ფარნავაზს ქართული ანბანის პირველის ასოს მოგონებაში).
გაიზარდა ანი, დამშვენდა და გალამაზდა. ვინც კი უყურებდა ყველა დაბლა ხრიდა თავს, რადგან მის მშვენებას თვალს ვერ უსწორებდნენ. მამას დაემსგავსა ყველაფერი გამოსდიოდა. ბაბილონის გოდოლისპრარაბადდაუძახეს, ვიდრე ხელფასსს აძელვდნენ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როცა კი დაუგვიანეს დაკრა ფეხი და წამოვიდა, იმიტომაც აერიათ მშენებლობა. ანის, ”ipon"-ის გამოგონება უნდოდა, მაგრამ რადგან ფიჭური კავშირი მაშინ არ იყო (გამოგონება დაეზარა) ამიტომ გადაიფიქრა. მალე გარდაიცვალა ხელო, ისე დაკრძალაეს როგოც ხელოვანთ ეკადრება. ამის მერე თუ სოფლად ვინმეს რამე უნდოდა ეტყოდნენ: ხელოს ანი, თუ გაგიკეთებს მაგასო. აქედან მოდის სიტყვა - ხელოსანი
ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

საიდან მოდის სიტყვა მჭედელი

ძველ დროში ერთი კაცი იყო, სახელად ლი. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც მაღალი და არც დაბალი, არც თეთრ რაშზე მჯდომი და არც ფულით გაზულუქებული. მხოლოდ ერთი რამ იცოდა - მიზანში სროლა. გამორიცხული იყო მიზნისთვის აეცდინა. მაშინ ამბობდნენ: ეჰ, ტყვია მაინც იყოს გამოგონილი ვიტყოდით - ტყვიას ტყვიაში აჯენსო, მაგრამ ტყვია არ იყო და შესაბამისად ვერც ამბობდნენ. ლის ერთი გოგო უყვარდა, სახელად ნუნუ, ამბობდნენ ნუნუსაც უყვარდაო, მაგრამ ფული უფრო აინტერესებდაო, ამიტომ გვერდით სოფელში მცხოვრებ ჯაბას გაყვა. იდარდა ლიმ, მაგრამ რა ექნა?! ”პროფილიარ იყო რომ გული გადაეშალა და შეწყვიტა დარდი. ერთ დღესაც მეფემ მიზანში სროლაში შეჯიბრი გამოაცხადა. პრიზად დიდი ფული იყო,როცა გაიგეს ლიც იღებს მოანწილეობას ყველამ უარი თქვა და ასე, სროლის გარეშე გახდა გამარჯვებული და იმ არე-მარეში ყველაზე მდიდარი კაცი შეიქმნა. გაუხარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სახლში რომ დაბრუნდა, საძინებელი გააღო და ლოგინზე მწოლიარე, დედიშობილა ნუნუ დახვდა, რომელმაც მიბნედილი თვალებით უთხრა: მჭედე ლი...როგორც გითხარით ლი არასოდეს აცდენდა მიზანს.
...
ლის ნუნუსგან ძველი წყენა და ხელისკვრა არ ჰქონდა დავიწყებული, ამიტომ გაბოზების ამბავი გაუბაზრა და იმის მერე ვინც კი ნუნუს დაინახავდა ყველა ამბობდა - მჭედე ლი, მჭედე ლი. გამოხდა ხანი და იმ სოფელში, თუ ვინმეს რამის დაჭედება, უნდოდა ყველა სიცილით ამბობდა - მჭედე ლი, ხოლო ვინც აჭედებდა მათ მჭედლები დაარქვეს.
ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ