ჩემი დედიკო
მას შემდეგ რაც ადამიანმა წერა დაიწყო, ალბათ ყევლაზე ხშირად დედაზე წერს. ლექსიკაში არსებული ყველა ეპითეტია გამოყნებეული დედისადმი. სითბოს გამომხატველი ყველა სიტყვა გამოუყენებიათ დედის მისმართით.
დიდი ხანი არაა რაც ვწერ, თუმცა პირველივე დღიდან მოყოლებული ყოველთვის მინდოდა დედაჩემზე დაწერა,მაგრამ ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი. რა უნდა დამწერა ისეთი რაც სხვებს არ დაუწერიათ?!
... 20 წლის ვიყავი პირველად რომ ლექსი დავწერე (რა ლექსი იყო ნამდვილად არ მახსოვს), მალე დედას დაბადების დღე მოდიოდა და გადავწყვიტე ლექსი მეჩუქებინა. კარგად მახსოვს მწვანე ქაღალდზე დავბეჭდე, სადა, უპრეტენზიო ჩარჩოში ჩავსვი და ბალიშის ქვეშ დავუდე, როცა დაწვებოდა რომ ენახა. დედას სიტყვები: - დღეს პირველადაა ჩემთვის ჩემი დაბადების დღე, როდესაც ყველაზე ბედნიერ დედად ვიგრძენი თავიო – ჩემთვის ყველაფერი იყო.
... ვიცი შენს ამაგს ვერ გადავიხდი
თუნდ ათასი ქვა ერთურთზე დავდო.
მე, შენთვის მუდამ ბავშვად დავრჩები
და მეყვარები ბავშვურად. ლადო.
ასე მარტივად დავამთავრე ლექსი. ბავშვური სიყვარული ყველაზე წრფელი მგონია. ახლაც საოცრად ბავშვურად მიყვარს ჩემი დედიკო.
რამდენჯერ მინატრია რომ ისევ პატარა ლადლადა ვიყო, რომ კალთაში ჩამისვას, მე კისერზე დავადო თავი და დავიძინო. გული მწყდება რომ ამ ყველაფერს ხიბლს მხოლოდ ახლა ვხვდები, ხოლო როცა პატარა ვიყავი ეს ყველაფერი ყოველდღიური ჩვეულება მეგონა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვებოდა.
არაფერი დაუკლია დედას ჩემთვის, არც სითბო, არც მზრუნველობა, მაგრამ მაინც ცუდი შვილი ვარ (ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ). არა ვარ ისეთი როგორსაც დედაჩემი იმსახურებს, თუმცა დარწმუნებული ვარ დედაჩემს მაინც ყველაზე კარგი და უნაკლო ვგონივარ. როგორი უანგაროა დედობრივი სიყვარული.
ერთადერთი ადამიანია დედა ვისაც დაუფიქრებლად შეგვიძლია ვაწყენინოთ, ბოდიშის მოხდაც გვეთაკლიება (მრავლობითში ვწერ, მაგრამ მხოლოდ ჩემ თავს ვგულისხმობ), ამავე დროს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც შემთხვევით მხარი გავარტყით შეგვიძლია საათობით ბოდიში ვუხადოთ. ალბათ იმიტომ, რადგან ვიცით, რომ დედის სიყვარულს რომელიც შვილებისადმი აქვს არაფერი დაემუქრება და წყენას მალევე დაივიწყებს
დეე, არ ვამბობ რომ აღარასოდეს გაწყენინებ (უფრო სწორად ვერ ვამბობ), მაგრამ აქამდე რაც გაწყენინე საჯაროდ გიხდი ბოდიშის.
ძალიან მინდა ისეთი ლადო ვიყო შენ რომ გიოცნებია, ვეცდები ხშირად გაგახარო ჩემი სიკარგით, შენთვის ხომ ჩემით და სოფოთი ტრიალებს დედამიწა (4 წელია ახალი თანამგზავრები შეგვემატნენ: შიო და ნენე),რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ გპირდები რომ ცდას არ მოვაკლებ.
ერთხელ უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა: ყველა შვილმა სახლიდან გასვლის წინ დედას კურთხევა უნდა თხოვოსო. მას შემდგე ვცდილობ როცა სამსახურში მივდივარ დედას დავურეკო და დავლოცვინო თავი, ხშირად ვერ ვურეკავ, მაგრამ ვიცი რომ დედის ლოცვა წაკითხული აქვს და დაცულად ვგრძნობ თავს.
უმარავი რამის თქმა კიდევ მინდა, მაგრამ ყველაფერი რაც მაფიქრდება უკვე თქმულია. მე კიდევ, ნამდვილად არა ვარ ისეთი ჭკვიანი რომ ახალი მოვიფიქრო, არადა დედაჩემს ჩემგან უზომოდ ბევრს იმსახურებს. ასეთი პატარა ჩანაწერისათვისაც ბოდიშს გიხდი დეე, თუმცა ათასობით გვერდიც რომ დავწერო იმ სიყვარულს რასაც ვგრძნობ მაინც ვერ გამოვხატავ.
ერთ რამეს გთხოვ დედა, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად იყო ჩემს გვერდით, რადგან უზომოდ მჭირდები.
დედიკო, ისევ, ბავშვურად მიყვარხარ და მეყვარები!!!

No comments:
Post a Comment