Saturday, October 4, 2014

მე, ღამის ქოთანი და თემურ ქეცბაია :D :D


ნამეტანი ჯიბრიანი ბავშვი ვიყავი. რაღაცას რომ ვიტყდო ვერა ძალა ვერ გადამათქმევინებდა ხოლმე. ჩემზე არასოდეს ჭრიდა ფოჩიანი კანფეტები. ნივთების ამოჩემებაც ვიცოდი, ერთხელ ”ტიკ-ტაკის” თავსახურ ამოვიჩემე და ისე ვუფრთხილდებოდი, როგორც ”უმანკოების მუზეუმის” მთვარი გმირი, ფუსუნის მიერ მოწეული სიგარეტის ”ბიჩოკებს” და რომ დავკარგე, ”ინტერპოლის” არსებობა არ ვიცოდი თორემ უსათუდო ჩავრთადვდი ძიების პროცესში. მოკლედ ერთხელ, მაშინ როცა სულ რაღაც 2.5 წლის ვიყავი დედა და მამა მაშინდელი საბჭოეთის დედაქალაქში წავიდნენ, მე ბებიასთან დამტოევს. ბებო, მე და ჩემს და ყველაფერს გვიკეთებდა, რომ დედის არ ყოფნა არ გვეგრძნო. მოგეხსენებათ რომ მეც ადამიანი ვარ და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები მეც მაწუხებს. ჰოდა შემაწუხა. ბებომ ჩემს კუთვნილ ღამის ქოთანზე დამსვა და თვითონ გარეთ გავიდა, უკან მობრუნებულს  ამაყად გამოვუცხადე - სანამ დედიკო არ ჩამოვა არ ავდგები-მეთქი. ხან როგორ მეხვეწა ბებია, ხან რას დამპირდა, მაგრამ იქ ვიჯექი და სხვაგვარად არ მძალმიძდა. სპეცნაზი, სახელად ბაბუა ოპერაციაში არ ჩაერთო, რადგან ჩაბჟირებისადმი ვიყავი მიდრეკილი და პატარა წინააღმდეგობაზეც ვბჟირდებოდი. ოპერაციაში, რომლის კოდური სახელწოდებაც იქვე შეირჩა - ”ლადოს წამოყენება” - მონაწილეთა რაოდენობამ იმატა, მაგრამ მე მაინც ვიჯექი. ამ დროს გაისმა ტელეფონის ზარი, რამაც ყველა გააჩუმა, ყურმილს იქიდან გაისმა დედაჩემის ხმა, რომელსაც მოვენატრეთ და რეკავდა.  ბებომ გაანდო თავის გაჭირვება. მერე მითხრა, რომ დედიკოს უნდოდა ჩემთან ლაპარაკი. ნამდვილად არ მახსოვს დედამ რა მითხრა, მაგრამ ფაქტია მაშინვე ავდექი ”გარშოკიდან”, რამაც იმხელა ოვაცია გამოიწვია, ლამის ბისზე დამაჯინეს.  რამ გამახსენა ეს ამაბავი - ერთ კვირაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს თამაში აქვს შოტლანდიასთან და იქნებ ვინმე მადლიანმა თემურ ქეცბაიას დაურეკოს და 3 თავმდასხმელით თამაში ურჩიოს, თორემ ჩემი ”გარშოკზე” ჯდომა ოდენ ჩემ ოჯახს აწუხებდა  და ჩვენი ნაკრების თამაშით მთელი საქართველო წუხდება და ცოდონი ვართ, ეკა ბესელიას ინგლისურიც გვეყოფა დასასჯელად.

No comments:

Post a Comment