Monday, October 13, 2014

მე, "პროდიჯი" და თემურ ქეცბაია

დაახლოებით 8-9 კლასში ვიყავი, როდესაც მე და სოსოს, სურამის კინოში გამართულ დისკოტეკას არ ვაცდენდით. ცეკვის არ მრცხვენოდა, რადგან ბნელოდა და თანაც სხვებიც ჩემსავით ცეკვავდნემ, მეტიც ზოგი ისე ცეკვავდა, რომ ჩემს მიერ შესრულებული ილეთები მომწონდა კიდეც. მაშინ ძალიან მოდაში იყო კარლოს სანტანას "maria, maria", რომლის კასეტა თბილისში შევიძინეთ მე და სოსომ და ერთხელაც დიჯეის მივეცით და ჩართო. ასე, მეგონა ყველამ იცოდა, რომ ჩემი კასეტა იყო ჩართული, სიმღერა რომ დასრულდა ველოდი ოვაციებს როდის მომიწყობდნენ და ავტოგრაფს მომთხოვდნენ. დისკოთეკაზე, თითქმის ყოველდღე იყო "პროდიჯის" (ეს ინგლისურად როგორ იწერება არ მახსოვს და დაგუგვლა მეზარება) სიმღერა, რომლის ტექსტი მე და სოსო ასე გვესმოდა: ბებია მყავდა მე, არ ვენატრებოდი (და მთელი სიმღერა ეს მეორდებოდა), მაშინ ძალიან მოდაში იყო სიმღერების გაქართულება ("საუკუნის ნოსტალგიის" ეპოქის პირმშო ვარ) და ესეც ერთ-ერთი მათგანი გვეგონა. მოკლედ მაგრად გვიყვარდა ეს სიმღერა. ერთხელაც არ დაუკრეს და დიჯეისთან მივედით და ერთი სიმღერა მინდა გთხოვო-მეთქი (სანატან უკვე მიცემული მქონდა და ვხვდებოდი შემეძლო რაღაც მეთხოვნა), კი რა პრობლემააო და თუ შეიძლება, "პროდიჯის" "ბებია მყავდა მე" ჩართეთ-მეთქი,თან ისეთი სახე მქონდა, რომ აშკარად არ ვკაიფობდი. დღემდე არ ამომდის თვალებიდან დიჯეის გაოგნებული სახე, მას მერე ასეთი გაოცებული არ მინახავს. ხვალ გიბრალტარს ვხვდებით და არ მინდა თამაშის მერე გიბრალტარის მწვრთნელის გაოცებული სახე ვნახო, რომელიც ტაბლოს უყურებს და წარამარა ლოყაზე იჩქმიტება სიზმარში ხომ არ ვარო. თემურ, გეხვეწები ამ სახეს ნუ მაჩვენებ რა :)
პ.ს. ახლაც ვერ ვხვდები "ბებია მყავდა მე", ეს ტექსტი რატომ გვესმოდა, ყველა ყველა და "ყ"-დ რომელი ინგლისური ასო-ბგერას აღვიქვამდი ახლაც მაინტერესებს


No comments:

Post a Comment