მოსწავლეობის პერიოდში გარდა „ველური გულისა“ და 15
წუთით შუქის მოსვლისა სხვა სასიხარულო ამბავიც ხდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ ასეთი იყო სურამის
სკოლებს შორის ჩემპიონატი, რომელშიც სურამის ოთხივე სკოლა იღებდა მონაწილეობას. დაახლოებით
2000 წელია და მორიგი ჩემპიონატი ტარდება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ სურამის მესამე
(ანუ ჩემი სკოლა) და სურამის პირველი სკოლა წარდგნენ.ჩემი სკოლის კარის დარაჯი მე ვიყავი(
სიტყვა დარაჯი, ტყუილად არ ვახსენე, ერთხელ
ხომ დარაჯის/ყარაულის თოფიც ისვრის) მანამდე 2 თამაში მოგვწია და კარი მშრალად
შევინახე. მოკლედ დაიწყო ფინალური მატჩი, რომელსაც ყველა თვამოყვარე მოსწავლე ესწრებოდა,
მეტიც ფიზიკის მასწავლებელმა დიფუზია არ ახსნა და ბავშვები სტადიონზე გამოუშვა. მოკლე
სრული ანშლაგი იყო. გუნდები გამოვედით, ომახიანად დავიყვირეთ: მოწინააღმდეგე გუნდ ჩვენი
სალამი და დავიწყეთ. დაახლოებით მეათე წუთზე მაშინ კარგმა ბავშვმა და შემდგომში ხელიდან
წასულმა გიორგი დოლიძემ ცენტრიდან დაარტყა (მისი მეისტორიე ამბობს, რომ ფეხზე ბზიკი
დააჯდა და შემთხვევით მოიქნიაო, მაგრამ ფაქტია რომ დაარტყა), ავხტი, მაგრამ ბურთს ვერ
მივწვდი, თუმცა ბურთი კარის მაღლა ძელს მოხვდა, გამოვარდა მომხვდა თავში და . .
.0-1. მაშინვე მოვეგე გონს და მცველს დავუწყე ჩხუბი რატომ დაარტყმევინე-მეთქი, თანამედროვე
ენით რომ ვთქვათ: თავი „გავიპრავე“. მალევე გავათანაბრეთ. დაიწყო მეორე ტაიმი, შემოგვიტიეს
და უმაგრესი პოზიცია მაქვს შერჩეული, მხარი მიდებული მაქვს ძელს, დაარტყეს და მხარში
მომხვდა ვერ შევიმაგრე და 1-2. როგორც წინაზე მაშინვე მოვეგე გონს, დავეცი და ავფართხალდი.
დამესიენ, ბურთთან ერთად ქვა მომხვდა და მაგიტომ გავუშვი-მეთქი და იქვე დაგდებული ქვა
ავიღე (სურამის სტადიონიდან გამომდინარე ქვის ამბავი არ იყო გასაკვირი), ცხონებულმა
ალიკა მასწავლებელმა, რომელიც მწვრთნელი იყო და მხოლოდ სადღეგრძელოებს შორის შესვენებისას
შემოდიოდა ხოლმე,შემომთვაზა - ხომ არ შეგცვალოთო (არ დამავიწყდება „ზამენა“ მეკარის
სახე, მგონი მეშველაო), მაგრამ დიდსულოვნად ვთქვი - გუნდს ვერ დავაღალატებ-მეთქი. მალევე
2-2 გახდა. მერე კიდე გამიტანეს, მაგრამ მართლა უცოდველი ვიყავი, მალე 3-3 გახდა. მოკლედ
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. მთელი სტადიონი კარების უკან მოგროვდა (დღემდე ვერ
ამიხსნია, როდესაც პენალტი ინიშნებოდა, კარების უკან რატომ გარბოდა ყველა. მეც მივდევდი
ხოლმე, მაგრამ ვერ ვხდებოდი რატომ). პირველი დარტყმა და 0-1 (ვაღიარებ, მოწინააღმდეგის
იმედი მქონდა, რომ კარს ააცელდნენ, თორემ ჩემი თავის იმედი 1986 წლის 19 ივლისის მერე
აღარ მქონია - ამ დღეს დავიბადე). დაარტყეს ჩემა ლომებმა და...ისევ 0-1 დარჩა, ავაცილეთ. დავდექი და უკნიდან მესმის ხმა: - ამან, თამაშის
დროს ხომ დაგვღუპა და ახლა გვიშველის?! „კაროჩე“ თამაში წაგვაგებინა რა - ეს სიტყვები
ჩემს მისამათით იყო ნათქვამი. აი, ჟან კლოდ ვან-დამის ფილმებში როა, მომაკვდავი მებრძოლი,
რინგზე საკუთარ სისხლს, რომ ყლაპავს და უცებ შეყვარებულს რომ დაინახავს, ან ის ტიპი
დაუდგება თვალწინ ვინც ცხოვრება დაუნგრია და ეს ყველაფერი ისე ამწარებს, რომ შეუძლებელს
აკეთებს, ეგრე დამემართა. თან ამ დროს პირველის სკოლის ლიდერი იდგა 11 მეტრიანის ნიშნულთან.
დაარტყა და რაღაც ძალამ გადამახტუნა და ავიღე. მოკლედ ის თამაში მოვიგეთ. იმ დღეს სურამში
4 ბიჭი დაიბადა და ოთხივეს ლადო დაარქვეს. ერთი კვირა ბავშვებს ჩემზე უთუთებდნენ - ეს ის არისო, მოკლედ გმირად ვიქეცი. ხაშურის ტელევიზიის
ერთადერთი ვიდეო კამერა სოფ.ბროლოსანში იყო, გრიშა გელაშვილის ბიჭის ქორწილში და ამიტომ
არაა ამ ისტრიული დღის კადრები, ხოლო რუსთავი2 მაშინაც მხოლოდ „ნაციონალებზე“ მუშაობდა.
იმ დღის მერე სკოლის შეუცვლელ გოკიპერად ვიქეცი, არადა ზემოთქმული „ზამენა“ მართლა
კარგი მეკარე იყო, მაგრამ ვინ მკადრებდა რომ შევეცვალე. ერთხელ იყო, რომ ფინალის წინა
თამაში გვქონდა და ალიკა მასწავლებელმა დამასვენა, ხვალ ფინალია და დღეს რომ რამე მოგივიდეს
დავიღუპებითო, ყველაზე საინტერესო ისაა, მეც მჯეროდა რომ ჩემი არ ყოფნით გუნდი დაიღუპებოდა.
პ.ს. ნეტა ახლა ისევ ის დრო იყოს და „ზამენაზეც“ სიამოვნებით
დავჯდებოდი...
Გამარჯობა ყველას,
ReplyDeleteეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.