ორი
წელი ვიცხოვრე ნავთლუღის ბაზრის სიახლოვეს. დილით, ბაზარში მიმავალი მოვაჭრეების ხმაური
იყო ჩემი მაღვიძარა, რომელიც ყოველთვის უტყუარ დროს მაღვიძებდა.
...საღამოს როდესაც სამსახურიდან სახლში მივდიოდი, გზის პირას
თათრის ქალები იყვნენ ჩამომსხდარი და მწვანილს ყიდდნენ. არ მახსოვს მასთან პირველად
როდის ვიყიდე მწვანილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმიტომ ვიყიდე, რომ გამიცინა. საოცარი
სიცილი ჰქონდა. ფიზიკურად ლამაზი არ იყო, მეტიც, მომხიბვლელიც არ ეთქმოდა, მაგრამ როდესაც
იცინოდა ერთიანად ლამაზდებოდა. იმის მერე სულ მასთან ვყიდულობდი მწვანილს. ძალიან დავმეგობრდით.
თუ ხურდები არ მქონდა, მატანდა და როცა გექნება მერე მომიტანეო მეტყოდა (თან მიცინოდა,
ალბათ იცოდა რომ ამ სიცილის ხათრით მაინც აუცილებლად მივუტანდი). ერთხელ რამდენიმე
დღე არ გამოჩნდა, მომერიდა კიდეც ვინმესთვის მეკითხა სად იყო, თან როგორ მეკითხა: ის
ლამაზ სიცილიანი გოგო სადაა-მეთქი?! არც სახელი ვიცოდი და მით უფრო გვარი. რო დაბრუნდა
გულწრფელად გამიხარდა, მოვიკითხე სად იყავი-მეთქი
(შეეტყო, რომ ესიამოვნა)და ჩემებთან ვიყავი წასულიო. აშკარად უნდოდა მეკითხა ვინ იყვნენ ”ჩემები”, მეც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე (ჰო, ლაპარაკის დროს სულ მიცინოდა). მარტო მაშინ კი არა ყოველთვის მინდოდა დალაპარაკება. მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა, სახლში ვის უცინოდა, ისიც მაინტერესებდა, ვინმესთან ერთად კაფეში თუ დაულევია ყავა, ბევრი რამე მაინტერესებდა, მაგრამ ვერ ვბედავდი ან მომდევნო დღისთვის გადავდებდი ხოლმე. ასე გრძელდებოდა 2 წელი. 2-3 დღე თუ ვერ გავივლიდი, მისულს დანანებით მეტყოდა:

-შენ
რომ გიყვარს ისეთი ქორფა მწვანილი მქონდა გუშინ, მაგრამ რვის ნახევრისთვის რომ არ მოხვედი
გავყიდე (უკვე ისიც იცოდა, რომელ საათზე მივიდოდი ხოლმე).
ერთხელ
მითხრა - სხვები როცა ყიდულობენ შენ ფასს ნუ
მკითხავ და ნურც იყიდიო. რატომ-მეთქი და იმიტომ,
რომ შენ სხვა ფასს გეტყვი და გაიგონებენო.
მოკლედ
ძალიან დავმეგობრდით: მე, ის და მისი სიცილი, სიცილი, რომელიც შეიძლება სხვისთვის ჩვეულებრივზე
ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მე საოცრად მომწონდა.
საინტერესოა,
თვითონ თუ გავახსენდები, როცა რვის ნახევარი მოვა? ალბათ 1-2 კვირა შემინახავს ქორფა
მწვანილს, მაგრამ მერე რომ არ მივალ გაყიდის ხოლმე, უფრო მერე კი აღარც გავახსენდები,
მე კი სულ მემახსოვრება მისი სიცილი. ძალიანმწყდება გული , რომ მისთვის სახელიც არ
მიკითხავს....
პ.ს.
ორი კვირაა ნავთლუღში აღარ ვცხოვრობ. გუშინ მწვანილი ვიყიდე, არავინ გამიცინა...
No comments:
Post a Comment