![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj-7uE4vzPIPevUxZO3sfknzCWr8ZmIYKQ7kkOh9p-Lvb5mfqnxudCasQfbU41fEMFX9uWdCVCpiw5UVfW-eDx8r3D5U1xzOW6d046J8aAyUG-zknzrhaalDLeIg-Tb8OlJpeSw3K8zq71i/s1600/j67777.jpg)
როგორც ყველა ავტობუსი დვანის ავტობუსიც ბოლო გაჩერებაზე გაჩერდა ( ”ჩემი დარტყმა ხარს ისე აჩერებს, როგორც დვანის ”შოფერი” ავტობუსს ბოლო გაჩერებაზე” - მავანი მატადორის ჩანაწერებიდან). ჩამოვედი და სახლისაკენ გავემართე. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ. საერთოდ, ჩემი დანახვა ყველას ისე უხარია, როგორც მზის დანახვა ბათუმის წვიმით თავმობზრებულ დამსვენებლებს, უბრალოდ ჩემსა და მზეს შორის სხვაობა ისაა, რომ ჩემგან რუჯს ვერ იღებენ.
მოკითხვების შემდეგ სოსო ვიკითხე, რომელიც მდინარეზე იყო საბანოად წასული. გულისტკივილის გამხელა საღამოსთვის გადავდე. ამ დროს მომიახლოვდა მეორე მამიდაშვილი სახელად ილია Ilia Qoqoshvili ( სახელმა არ მოგატყუთ, არავითარი სისათნოვე და ფაქიზი გრძნობა არ იმალება ამ სახელი უკან) და საინტერესო წინადადება შემომთავაზა:
- გინდა ბოთლში ჩაგსვა?!
ჩემი პასუხი ბუნებრივია იყო კი (მაშინ ”ნიჭიერი” არ არსებობდა, თორემ ილოს ოთხი კი ექნებოდა)
- წამო ოთხაში და ბოთლიც წამოიღე - მრავალმნიშვნელოვნად ამხედ-დამხედა - ”ბორჯომის” ბოთლი საკმარისი იქნება.ოთახში დაგელოდები და მოდი
ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე და ოთახში მივუტანე ბოთლი, რომელიც მანამდე კარგად გამოვრეცხე, მაინც შიგ უნდა ჩავმჯდარიყავი და ჭუჭყში ჯდომა არ მინდოდა.
- ახლა გაიხადე, თორემ ჩაცმული ვერ ჩაჯდები - ეს ცოტა არ მესიამოვნა. ”ბოთლში ჩაჯდომა მსხვერპლს მოითხოვსო” - არავის უთქვამს, მაგრამ მე ასე ჩავთვალე და გავიხადე. ასე დედიშობილა ვიდექი და ვუყურებდი ილიას ბაგეებს, რომელსაც აცმაცუნებდა, ხოლო მე ვთვლიდი რომ მაგიურ ლოცვას კითხულობდა.
- გარეთ გავალ. წყალს მოვიტან და დავასრულებ ჩასმას
გავიდა ილო. გარეთ გასული ილოს ბაგიდან, იმ ბაგიდან საიდანაც მეგონა, რომ ლოცვას კითხულობდა შემდეგი ტექსტი გავიგონე: ”ლადო გეძახით”, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე, თუმცა 2 წუთში დაახლოებით 15 ადამიანი შემოვარდა ოთახში. თავს იმით ვიმშვიდებდი რომ შერონ სტოუნი ნახევარ მსოფლიოს ყავს ნანახი შიშველი და მე თუ თხუთმეტმა ადამიანმა მნახა დიდი ამბავი-მეთქი. სხვათაშორის, მაშინ მივხვდი რატომ არ გვყვადა ჯიშში გოგოლაძეებ ჯინი.
p.s. ისე სანამ ილო ”ლოცულობდა” ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, რომ ჩამსვამდა როგორ უნდა ამოვსულიყავი იქიდან
p.s.s. სოსო მდინარიდან, რომ დაბრუნდა და ეს ამბავი გაიგო, ძალიან ინერვიულა რადგან ვერ მნახა, ამიტომ იძულებული გავხდი კიდევ ერთხელ გამეხადა, რათა სოსოს ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.