![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiCfkHxsCGKthXsWuXJ0t-HTSa_ydHSMFn7q2gKex2kPoaJkE9KT9DVLMXqqPFnLPlpQ9IGV_sBDGGAeDLgJTTTzCdM04rdw4-qSxW0gvBckFT_B3YGo0YHOJphHIoo8SPgTBSRAN8CkxrN/s1600/1547992_737289812962075_1690590390_o.jpg)
- გოგოლაძე, ძალიან მოეგნატრეთ რომ გვიკადრე?
- ქალბატონო მანანა, გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ დავდიოდი-მეთქი
- და ავუხსენი თუ რატომაც ვერ დავდიოდი
- არა, შვილო იმაზე კი არ გეუბნები რატომ არ დადიოდი,
უბრალოდ შენ უკვე დაამთავრე და რაღატო მოხვედი?!
ბუნებრივად ამიტყდა სიცილი, რაზეც ქალბატონი მანანა
გაცოფდა (თუ ვინმე მეტყვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ გაეცინება მგელი ყოფილა). მე ავუხსენი
თუ რატომ ვიცინოდი და დამშვიდდა (ბავშვობაშია ”ვალერიანს” მეძახდნენ).
ჩემი სწავლის დასრულების მიზეზი აღმოჩნდა შემდეგი - თურმე
პირველ კურსზე ნასწავლი საგნები გადაუყვანიათ კრედიტებში და იმდენი აღმოჩნდა, რომ შუა
სემესტრში დასრულებისთვის საჭირო რაოდენობას გადავაჭარბე:))
პ.ს. ოჯახს მაისის ბოლომდე სტუდენტი ვეგონე :))) ივნისში
საზეიმოდ ჩავიტანე ჩემი დიპლომი, რომლის ყდა 8 ლარი ღირდა და ყდაზე რომ უარი განვაცხადე
ყურშუ შუილად ჩამესმა ხმა - ”რა ძუნწი ახალგაზრდობა მოდის, ჩვენ დროს უყდო დიპლომს
ვინ წაიღებდა”
აი, ასე გავხდი სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
(სპეც. პოლიტოლოგია) ბაკალავრი.
No comments:
Post a Comment