” ჩემ სიძეს, ჩემ სიგრძე დიპლომი
უნდა ქონდეს” - ვარდენი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi-Uj-Sko3gQzmf3Gh8wM0dTWrJCvL4dWdt4TVlZVTGN_oZI4CkzoFP6pM0n_3puT_oOWD7gMZfigY8ytFCqqdHyDVVpUNrtFY0xQIlyjccXtKjvLvoz-dJl_2tLVuXYs9cBKXmJiOy4R4j/s200/df990d124495345ef951697d39eb045a.jpg)
დამხარეების
იმედად დარჩენილი სტუდენტი სწავლაზე დახარჯულ დროს უაზრობად თვლიდა და სტუდენტობის
წლებს, მხოლოდ სადღეგრძელოების, ფეხბურთის თამაშის, ბანქოს სხვადსხვა სახეობის და სხვა,
ცხოვრებაში გამოსაყენებლი ოსტატობის შესასწავლად იყენებდა (დიდი მნიშვნელობა აქვს,
თუ სად სწავლობდა სტუდენტი, სწორედ ამის მიხედვით ხდებოდა ოსტატობის შერჩევა), ხოლო
4 წლის შემდეგ ზემოთხსენებული დამხმარე ძალის ჩარევის შედეგად დიპლომი მის ხელში აღმოჩნდებოდა,
თუ დამხარე ძალა დასახმარებელ საშუალებას არ დაინანებდა შეიძლებოდა დიპლომს წითელი
შეფერილობაც მიეღო.
ქართველი
მშობელი დედამიწის ზურგზე ერთადერთი მშობელია, რომელიც ფულს საკუთარი შვილის უსწავლელობაში
იხდიდა.
საბედნიეროდ
დღეს დიპლომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოკუმნეტს აღარ წარმოადგენს, აღმოჩნდა, რომ
ორ მუყაოს ყდას შორის ჩამაგრებული სიფრიფანა ქაღალდის გარეშეც შეიძლება არსებობა, ოჯახის
შექმნა და შემდეგ რჩენა. შესაძლოა ადამიანმა ისწავლოს ხელობა და ამ ხელობით გამოკვებოს
ოჯახი, რისთვისაც ფიზიკოსის ან თუნდაც იურისტის დიპლომი საერთოდ აღარაა საჭირო. მაგას
რა ჯობს, როცა ადამიანს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ ახალგაზრდამ რომელმაც წინდაწინვე
იცის, რომ 4 წელი სულ ტყუილად უნდა იაროს სასწავლებელში (მხოლოდ იმიტომ რომ სტუდენტი
ერქვას), განა არ ჯობს ერთი წელი პროფესიულ
სასწავლებელში გაატაროს, სადაც ერთ კონკრეტულ ხელოვნებას სრულფასოვნად შეასწავლიან?!
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უმაღლეს დამთავრებულების დიდი ნაწილი საკუთარ ნასწავლს
(?!) ვერ იყენებს და ბოლოს მაინც რაიმე ხელობის სწავლა უწევს, რომ ოჯახი არჩინოს. გამოდის, 4 წელი სულ ტყუილად დაკარგა, მხოლოდ იმიტომ რომ
მის მშობლებს ეთქვათ: ჩვენ შვილს უმაღლესი დავამთავრებინეთო.
უკანაკსნელი
დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვა იყო ქონდა თუ არა იუსტიციის მინისტრს
სამართალმცოდნის დიპლომი. უმცირესობა აპელირებდა, რომ თუ მართლა აქვს გვაჩვენოსო (ამაზე
ერთი რამე მახსენდება: ჩემს ბავშობაში, პატარა ბიჭებს ეუბნებოდნენ ხოლმე, გოგო ხარო,
თუ პატარა ამაზე ტირილს დაიწყებდა უფროსები ეტყოდნენ, თუ მართლა ბიჭი ხარ ”პასპორტი”
გავჩვენეო...ჩვვნება ყოველთვის დიდი ოავციებით სრულდებოდა),ჰოდა ჩვენმა მინისტრმაც
აჩვენა დიპლომი, თან ერთის ნაცვლად ორი.
”სხვის თვალში ბეწვს ამჩნევ და საკუთარში
დირეს ვერ ხედავო”, კიდევ ერთხელ დავრწმუნიდ, რომ მართალი ნათქვამი ყოფილა. როდესაც მინისტრად აბსოლუტურად
გაურკვეველი ეკონომიკის მინისტრი გყავს (ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციასთან ერთად,
ხალხური ნათქვამებიც საკუთარ თავზე მოირგო, ასე მაგალითად: ”პური მეპურემ უნდა გამოცხოსო” - ჩაემატა ქვე-პუნქტი: ეკონომიკაც უნდა განავითაროსო),
სან-ტექნიკოსი განათლების მინისტრი და სხვ. და მათ კომპეტენციაში ეჭვი არ გეპარება
და უმაღლესი კვალიფიკაციის მინისტრის შეაძლებლობაში ეჭვი შეგაქვს, რბილად რომ ვთქვათ
საკუთარი თავის დაცინვაა.
ამ
ყველაფერმა დამაფიქრა და ჩემი დიპლომიც მოვიძიე. როცა დავოჯახდი მეუღლის ოჯახს არ მოუთხოვია,არც
სამსახურში დამჭირვებია, მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ვაიდა მეც გავხდე მინისტრი
და მერე თქვან ეგ უდიპლომოაო, მაშინ მეც მინდა თეა წულუკიანივით მოვიქცე და ამის მთქმელებს
სულ დიპლომი ვურტყა თავში და ვუძახო:
- არის თუ არა ეს დიპლომი?!
No comments:
Post a Comment