ჩემი და თბილისის
ურთიერთობა 2003 წლიდან დაიწყო. მანამდე თბილისს წელიწადში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ
ვსტუმრობდი ხოლმე. თბილისზე წარმოდგენა ძირითადად წიგნებიდან და მამაჩემის მონაყოლიდან
მქონდა. ორივეგან ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა თბილისი, რომ ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი
სტუდენტი, რომ თბილისში მეცხოვრა და შევთვისებოდი თბილისს. 2003 წელს გავხდი სტუდენტი
და დაიწყო ჩემი დედაქალაქში ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი (ჯერ-ჯერობით 9 წლიანი).
...9 წლის წინ,
მამას მონაყოლიდან და წიგნებიდან რადიკალურად განსხვავებული თბილისი დამხვდა.17 წლის
ვიყავი და იმდენს კი ვხდებოდი, რომ ყველაფერი ისეთი არ იქნებდოა როგრც მეგონა, მაგრამ
ამხელა სხვაობასაც ვერ წარმოვიდგენდი. ვიცოდი, რო წითელი ხალიჩით და ღვინით ხელში არავინ
დამხდებოდა, თუმცა....
სურამში, სახლიდან გამოსულს მიუხედავად იმისა სად
მივდიოდი 4-5 ნაცნობი მაინც მხდებოდა. ზოგის ნახვა მიხაროდა,ზოგის არა. თბილისში ჩამოსულს
კი მთელი დღე მივლია და მხოლოდ მაღაზიის გამყიდველისათვის მითქვამს გამარჯობა. შეიძლება
ითქვას თბილისში დავიკარგე, რაც ძალიან მძიმედ გადასატანი იყო ჩემთვის.
მხოლოდ პარასკევი
საღამო მიხაროდა, ეს დღე ზეიმი იყო ჩემთვის
რადგან სურამში მივდიოდი. ძალიან მინდოდა კვირა საღამოსაც მქონოდა იგივე განცდა, მაგრამ
არასოდეს აღარ გამხარებია თბილისში ჩამოსვლა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩაკეტილი
ადამიანი ვარ და მაგიტომ დამემართა ეს ყვლაფერი, მაგრამ ვინც მე მიცნობს ყველა დამეთანხმება,
რომ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს მქონია, მეტიც ძალიან იოლად შევდივარ
ადამიანთან კონტაქტში.არც თავის დამკვიდრების პრობლემია მქონია არასდროს, პირიქით ძალიან
ხშირად ჩემს გარშემო იკრიბებოდნენ და მე ვიყავი ამა თუ იმ იდეის ღერძი.
თბილისში ჩამოსულმა
ვეღარსად ვნახე ის თბილისი რომელიც ”პაემანი ვერაზე” წაკითხვისას გავიცანი. დღემდე
მგონია, რომ სხვა ქალაქში მოვხდი.
ძალიან მიხარია,
როდესაც ტელევიზიით თბილისზე კარგს გავიგებ, მართლა წრფელი გულით ვხარობ, მაგრამ იგივე
განცდა მაქვს თუნდაც ზესტაფონის ან კასპის წარმატებაზე. შეიძლება გაგიკვირდეთ და ძალიან განვიცდი ამას,
რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქი არ მიყვარს. ასე მგონია ამით საქართველოს ისტრიას და ვაყენებ
შეურაცყოფას მაგრამ რა ვქნა? არც სხვის დასანახად მინდა ვიყვირი რომ მიყვარს და არც
სხვებისგან განსხვავებულობის გამო ვამბობ რომ არ მიყვარს.
მას შემდგე რაც
მუშაობა დავიწყე უფრო მივეჯაჭვე თბილისს, სურამში ძალიან იშვიათად ვახერხებ ჩასვლას
რამაც კიდევ უფრო გამიმძაფრა ჩემი დამოკიდებულება თბილისისადმი. ამან იმ დასკვნამდე
მიმიყვანა, რომ სურამთან დიდი ხნით დაშორებამ შემიშალა ხელი თბილისის შეყვარებაში,
თორემ ბავშვობაშ მამას რომ მოვყავდი ხოლმე ჩემთვის ზეიმი იყო ის დღე, თუმცა მაშინ ვიცოდი
რომ სურამში მალე დავბრუნდებოდი.
...ალბათ, კიდევ
დიდ ხანს მომიწევს თბილსში ცხოვრება. ბოლოს დავბრუნდები სურამში და მერე, მერე ისევ შემიყვარდება თბილისი.
პ.ს. 9წლის მერე
ვხვდები, რომ თბილისში სურამს ველოდი და ვეძებდი.