მთავრობის
სხდომა, ლაპარაკობს პრეზიდენტი.
-
ესაა უდიდესი მიღწევა. დღეიდან ყველას შეგვიძლია ბავშვობაში დაბრუნება - და ხელში 2 ცალი ელექსირით
სავსე ბოთლს ატრიალებს. მადლობა ჩვენს ექიმბაშებს და მჩხიბავებს, რომ ეს დაგვიმზადეს.
ამაზე ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს ოცნებობდნენ, ცნობილია ფარნავაზის სიტყვები როცა ქუჯს
უთხრა - ნეტავ ბავშვი მქნაო!!!
ახლა ყველა ერთად დავლევთ ამას (აწევს ერთ ბოთლს),
მერე გასაზრდელი ელექსირიც მაქვს და გავიზრდებით (აჩვენებს მეორეს)!!!
ყველა ერთად სვამენ და პატარვდებიან.
- ბავშვებო, მოდით დამალობანა ვითამაშოთ, ოღონდ
ვანომ არ დაიხუჭოს მაინც გვიპოვნის ყველას - შაშკინი
- არა, დიმა დაჭერობანა ჯობს - მიშა
- ოო, შენ რამე ხამური რომ გაიგო ვეღარ დაგიჭერთ
და მოგვიგებ - აყაყნდება ყველა.
- მაშინ მოდი ომობანა ვითამაშოთ - ბარამიძე
- ოო, არ მიყვარს ჰალსტუხი - მიშა
- კარგი მაშინ ხეზე ჩიტი ვითამაშოთ - ხაჩიძე
- შენ სულ ხეებზე როგორ უნდა ფიქრობდე რა თანაც
ხეები სხვა ძიებისაა და არ აგვიშვებენ - ქობალია
- მე, ვიცი რაც უნდა ვითამაშოთ - ბოკერია
- რაა გიგა? - ყველა ერთხმად
- რა და...სახელმწიოფობანა
- დედა ვარ, დედა ვარ...კი არადა პრეზიდენტი
ვარ, პრეზიდენტი ვარ -აყვირდა მიშა.
- კაი იყავი, ოღონდ არაფერი გააფუჭო - ბოკერია
- თუ გავაფუჭე ჩემი მეგობარი გიგა ამ დროს კადრში
ჩნდება ბედნიერი სახით ნასარიძე) იტყვის, რომ ეს ცოტა ადრე რომ გაფუჭებულიყო აჯობებდა
თან დააყოლებს, რომ გაფუჭებული ჯობს, ასე რომ გაფუჭებ არაა პრობლემა. კიდევ რა გავაკეთო?
- ბავშვებო, ბავშვებო მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ. მიშა იყოს კაპიტანი- ვაძელაშვილი
- ვითამაშოთ
ოღონდ უდრებს და ნასოკებს არა ვართ - ხეთაგური
- დაცვაში ვანო ჩავაყენოთ ეგ ყველას დაიჭერს
- მიშა
- თავდასხმაში კაკო გავშვათ ბობოხიძე, იცის
მაგან ეგეთები - მიშა
- ქობალია და კლმახელიძე აუტჩიკებად დავაყენოთ.
- გილაური, კვეზერელი, კეზერაშვილი სამწუხაროდ
განაცხადში ვერ მოხვდებიან - ხმამაღლა ამბობს მიშა.
- და ვის შევხდეთ? - ბოკერია - რუსეთის საბავშვო
ბაღს!!!
...სტადიონი გადაჭედილია. კომენტატორი ლაპარაკობს:
- დღეს ”ვალენტინ იავოვის სახელობის” სტადიონზე
ერთამნეთს ხვდებიან რუსეთის და საქართველოს საბავშვო ნაკკრებები. როგორ კულუარებში
ირკვევა თამაში 5 ბოთლ ლიმონათზეა, კაპიტნებს დაუთქვამთ რომ როცა გავიზრდებით ცხვარზე
და ოციანზე მერე ვითამაშოთო. წინსწარ დათქვე ასევე, რომ თუ წაგებულს ”გარასხოდების”
სურვილი ექნება მოგებული ვალდებუია ეთამაშოს და ”ზამსკაში” არ დატოვოს.
https://www.facebook.com/shalvaramishvili1 („ კონკურსი მულიტსერიალ „ბანანის რესპუბლიკა“-ს საუკეთესო სცენარზე“)
ამასობაში დაიწყო მატჩი, რომლესაც განსჯის პორტუგალიელ
მსაჯთა ბრიგადა ჟოზე მანუელ ბაროზოს მეთაურობით.
ქართველები თავიდანვე ცდილობნე უპირატესობის
მოპოვებას და აღწევენ კიდე. აი გუნდის კაპიტანმა მიიღო ბურთი, მაგრამ არავის აწვდის
პასს, რაც გასაკვირია, მაგრამ მის თანაგუნდელებში აღტაცებას იწვევს, მალევე კარგავს.
უკვე რუსები არიან შეტევაზე მედვედევი კარგად აწვდის ლავროვს, რომელიც თავის მხრივ
პუტინს უკეთებს გადაცემას და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ხდება 1-0. მატჩის ასეთი
განვითარებით აშკარად შეშფოთებულნი არიან როგორც მსაჯები, ასევე კომისრები გაეროდან
და ეუთოდან. ამასობაში დამთავრად პირველი ტაიმი.
გასახდელი.
- ბენდუქიძე, რა იყო რა ბურთი გაუშვი? აუზზე
ხომ არ გეგონა თავი რომ წამოწექი? ვანო, ერთი ადამიანიც ვერ დაიჭირე ყველა გაგეგქცა
რას გავს შენი თამაში? ანდა ბობოხიძე, აუცილებლად მამრაძეების ბავშვი უნდა იდგეს კარში
რომ შეუტიო? ბალავაძე დენ დარტყმულივით რატომ
დარბიხარ? კიდევ შტეფცელში შეყავი ხელი? აუცილებელია კონტრზომების მიღება. გოროზია,
შენ თამაშის დროს მოეშვი ბალახის შესწავლას და მერე შეისწავლე. მოკლედ ვანო შენ გადახვალ
შეტევაზე და უგულავა გედგება გვერდით, აბა გავედით.
- იგივე შემადგენლობით დაიწყეს ქართველბმა თამაში,
ოღონდ გადაადგილება შეიმჩნევა, თუმცა შედეგი არანაირი. ისევ მარტივი პასები, რომელიც
რუსთა ხვედრი იოლად ხდება. აი, სააკაშვილია ბურთით რომელიც ძალიან სწრაფად გარბის,
თუ დააკვირდებით ყურში რაღაცას ჩასძახიან თანაგუნდელები (და ისმის ხმები ბიძინა მოვიდა,
ბიძინა მოვიდა), მიშას ვეღარ აჩერებენ ის უკვე გაცდა მეტოქის კარებს, მაგრამ მაინც
გარბის. ამასობაში მსაჯის საფინალო სატვენის ხმაც გაისმის. მატჩი რუსთა გამარჯვებით
ერთი-ნოლი დასრულდა. მეტოქეები მაისურებს ცვლიან (ქართველებს აცვიათ მაისური რომელსაც
აწერია - სამხრეთ ოსეთი - აფხაზეთი, ხოლო რუსების მაისურს - ხელისუფლება). გემშვიდობებით
ძვირფასო ტელემაყურებლებო. ოცნებების ახდენას გისურვებთ.
ისევ ოთახი მიშა
- არ მომეწონა თამაში, მაგრამ რუსებმა მითხრეს
რომ გვინა სულ შენ იყო კაპიტანნიო, ჰოდა ვითამაშოთ ახლა ისევ რამე. ხელს აღარვინ შეგვიშლის.
ამ დროს გარედან ხმაური ისმის. მისა შესინებულია.
ვანოს ეკითხება
- რა ხდება ვანო?
- არ ვიცი კაპიტანო
შემორბიან ასაკოვანი ხალხი და ...
- აბა, ბავშვებო გეყოთ თამაში. ახლა ყველანი
წადით სახლებში, თორემ პატრულ ბიძიებს ვეტყვით და ყველას დაგიჭერენ.
-მოიცა ჩვენ დიდები ვართ - სააკაშვილი
- ხო, დიდი ხარ აბა რა - თავზე ხელს უსმევს
წვერებიანი კაცი - მაგრამ გეყოს რაც ითამაშე წადი ახლა სახლში.
- არ მინდა სახლში, წამალს დავლევ და დიდი ბიჭი
გავხდები. ვანო სადაა წამალი?
- წამალი?რომელი? არ ვიცი? - იბნევა ვანო
- არც მე ვიცი - შაშკინი
ყველა მხრებს იჩეჩავს
- მომატყუეთ ხომ? რუსი ძიები გაბრაზდებიან სახლში
რომ წავიდეთ, ასე მითხრეს სულ შენ გვინდა რომ მანდ იყოო, რა ვქნა ახლა მე - ტირის მიშა.
- წამო მიშა სახლში, იცი რა მაგარი სათამაშოები
მაქვს, გათხოვებ და ითამაშე - ეუბნება ვანო.
ამ დროს კადრში ჩანს ელექსირის ბოთლი, რომელსაც
აწერია - ხელისუფლების გამახანგძლივებელი და ბოთლი მთლიანად დამსხვრეულია.