ტანში
ამტვრევდა. კანკალებდა. გუშინდელ დღეს ნაწილ-ნაწილ იხსენებდა. ბოლო სადღეგრძელო, რომ
სამშობლოს დალია ახსოვდა. კოჭლობდა, სახე დაღრეჯილი ჰქონდა. ვერ მიხვდებოდი სახეს კოჭლობით
გამოწვეული ტკივილი უღრეჯდა თუ მუდამ ასეთი იერი ჰქონდა. დანახვისთანავე იცნეს.
-
კიდევ მთვრალია ეს საცოდავი
-
ახლა დაიწყებს მოყოლას თუ როგორ უნდა დაიპყროს მსოფლიო
-
გურჯისტანში ოთხჯერ ჩავალო, მაგასაც იტყვის
ასეთი
შეძახილები ისმოდა, მამაკაცი ყურადღებას არ აქცევდა.
-
ორი ჭიქა მაგარი სასმელი, ფული არა მაქვს და პირადობას დაგიტოვთ - უთხრა სახედაღრეჯილმა
მამაკაცმა
-
ხომ არ გავიწყდებათ უკვე რომ გაქვთ ვალი - მიუგო ბარმენმა თან უკვე სასმელს ასხამდა
-
მალე მსოფლიოს დავიპყრობ და სრულად გაგისტუმრებთ - უთხრა და პირადობის მიაწოდა, სადაც
ორი სიტყვა ეწერა: თემურ ლენგი
No comments:
Post a Comment